Jump to content
×
×
  • Create New...

ნონა “ნეტლფიქსის” წინააღმდეგ


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, მძინავს said:

რისი პროპაგანდის ? 

ფემინისტურ ფურთხებას ჰგავს. რომ აი ნონა ჩაგრული ქალია, რადგან ქალებში კი არის ჩემპიონი, მაგრამ კაცებს არასდროს შეხვედრიაო და სერიალის პერსონაჟი ბეთ ჰარმონი წარმოაჩინეს ქალების “გმირად".

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი კაცო მაᲨინ მასეც იყო მასე ყველა კადრს რაᲦაცის პროპაგანდას Შეტენი სხვა Თავი მგონია მანდ Ჩამარხული და კიდე ერᲗი Თავი Ჩაიმარხება მალე აქ ბადეზე :lolz:

მურანდა Ძმაა მოგიწევს კადრების გადახედვა 

Share on other sites

  • ფორუმელი

@მძინავს რავი, მაშინ რატო დაამახინჯეს ფაქტი. ვაბშე არ ეთქვათ, რომ ნონა კაცებს არ შეხვედრიაო, ან სწორად ეთქვათ, რა უნდოდა გადამოწმებას. რა მიზანი ჰქონდა სხვა, რატო გაუსვეს ხაზი? 
 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი ახლა დავფიქრდი და ჩემი აზრით ის თემა იქნება, რომ ამერიკულ კინოკულტურაში რუსეთი და რუსი პერსონაჟები ყოველთვის ამერიკელი მთავარი გმირის ანტაგონისტებად ჰყავდათ გამოყვანილი, როგორც ბოროტების სიმბოლო. აქ კი ალბათ ამ ბეთ ჰარმონის წარმოჩინება უნდოდათ კარგად და "რუსი" მოიყვანეს მაგალითად, რომელიც ძალიან მაგარია, თუმცა ბეთი უფრო მაღალ მწვერვალზე ავიდა რა :D 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar ბოლოს ჰარმონი ხვდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონ კაცს, რომელთან შეხვედრისაც ყველას ეშინია და ნუ, რა თქმა უნდა, მოუგებს ამ კაცს და გასაგებია, სხვანაირად არც/ვერც იქნებოდა.

მე ნონასთან მიმართებით მგონია, რომ შინაარსი ასეთი იყო - რუსეთს და საბჭოთა კავშირს კი ჰყავს მოჭადრაკე ქალი, მაგრამ ის ქალებშია ჩემპიონი და კაცებს არასდროს შეხვედრია. ერთი ვერსიით იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ბუა და ქალებს არ აძლევდა განვითარების საშუალებას და მეორე ვერსიით იმიტომ, რომ ნონა, როგორც საბჭოთა კავშირელი, არის სუსტი, დაჩაგრული ქალი და არ შეუძლია კაცებთან ბრძოლა, აი, ამერიკელ ქალს კი შეუძლია. ფემინიზმის თემაა ორივე ვარიანტში და გამოგონილ პერსონაჟზე ჯანდაბას ეს ყველაფერი, მაგრამ რეალური პიროვნების და რეალობის დამახინჯების ხარჯზე არ უნდა ექნათ. 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი რასაც ყვები მანდედან უფრო პერსონაჟის უპირატესობაზე აზგასმაა (ნონაზე წინ წავიდა), ვიდრე პროპაგანდა.

ფემინიზმს ვერ ვხედავ, ქალები და კაცები ზოგადად არ ხვდებიან ერთმანეთს. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   42 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 40 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(4)