ფორუმელი Mulan Posted 12 სექტემბერი, 2021 Author Posted 12 სექტემბერი, 2021 ონლაინ, მფრინავი.სამურაი said: ბევრი რამ უბრალოდ საზოგადოდ მიღებული აზრია და ლოგიკად ინათლება ბევრი უნდა ვწერო აგიხსნა რასაც მე ვამბობ უბრალოდ მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული ფაქტები რატომაა... დავიკიდოთ 1 Share on other sites More sharing options...
სამურაი Posted 12 სექტემბერი, 2021 Posted 12 სექტემბერი, 2021 @Mulan მულან, ყველა ქარები ჩადგება Share on other sites More sharing options...
ფორუმელი erfiro Posted 12 სექტემბერი, 2021 Posted 12 სექტემბერი, 2021 5 საათის წინ, Mulan said: @kvaraრამე ნათებას შემოყევი თუ ძილში პოსტავდი? მეთქი სვანეთის მთებშია გამოკეტილი და მარილის ბიზნესი მოხოდა ჰმ ძაან თავხედი ხარ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 12 სექტემბერი, 2021 Posted 12 სექტემბერი, 2021 7 საათის წინ, Mulan said: ვაფშეტა მინდა მტკიოდეს. რა პრობლემაა ამ კონკრეტულში თუ ვერ, შემდგომ გეტკინება. *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 12 სექტემბერი, 2021 Posted 12 სექტემბერი, 2021 (შესწორებული) 14 საათის წინ, Mulan said: @kvaraრამე ნათებას შემოყევი თუ ძილში პოსტავდი? მეთქი სვანეთის მთებშია გამოკეტილი და მარილის ბიზნესი მოხოდა ჰმ შენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე... აქამდე ის გოგოები რომ თხოვდებოდნენ და მეგობრებს არ ეკონტაქტებოდნენ, ან ფაქტობრივად აღარ ყავდათ მეგობრები მეცოდებოდნენ გულწრფელად, ნუ ხო გასაგებია როცა ოჯახს ქმნი აღარ გცალია ისე ინტენსიური მეგობრული თავშეყრებისთვის და კომუნიკაციისთვის მაგრამ აი რომ ანელთბილებენ ურთიერთობებს რა, ჰო და მივხვდი რატოც ხდება ეგ. მგონი. ალბათ, ასე ეცლებათ ადამიანები გარემოცვიდან ასაკთან ერთად და მერე უბრალოდ არ გინდა იმ შენი საყვარელი ადამიანის გარდა ვინმეზე ხარჯო შენი დრო ენერგია და მზრუნველობა თუ ის მეგობარიცაა მით უმეტეს? ასეა? ანუ გათხოვილი უმეგბრო ქალები საცოდავები კი არა ჭკვიანები გამოდიან? სიტუაციური მეგობრები ყავთ და ეგეც აკმაყოფილებთ? ვერაფერი გავიგე მარა მოგისმენ სიამოვნებით მოდერ! მოგახსენებ ჩემს სუბიექტურ აზრს. მეგობრების "დაკიდება" და მთლიანი თავისუფალი დროის მხოლოდ და მხოლოდ საყვარელ ადამიანთან გატარების სურვილი შეიძლება პირველ ხანებში გქონდეს. მერე მეგობრებიც "გახსენდება" (ძალიან ცუდად და უხეშად რომ ვთქვა) და გენატრება, მაგრამ უკვე თავით ხარ გადაშვებული გადატვირთულ ყოველდღიურობაში. ოჯახი, ბავშვები, სამსახური (თუ გაქვს). ჯერ მარტო ბავშვი იმდენ დროს და ენერგიას საჭიროებს, გამოფიტული და ძალაგამოცლილი ხდები და მცირე თავისუფალ დროს წამოგორება, წაძინება ან სხვანაირად განტვირთვა უფრო მაცდუნებელი ხდება. როცა სადმე გასვლას და მეგობრებთან ერთად გართობას გადაჩვეული ხარ, უფრო მეტად გიჭირს სურვილის ასრულება, ერთი ადგილის აწევა და წასვლა იქ, სადაც იცი, რომ მონატრებულ მეგობრებთან მართლა კარგ დროს გაატარებ და გაერთობი. ნუ, ნამეტანი ძალაგამოცლილიც თუ არ ხარ. + პარტნიორიც თუ დაკავებულია და საკმარის დროს ვეღარ ატარებთ ერთად, განცალკევებით. პრიორიტეტი ცხადია ისაა შენთვის და მონატრებულ მეგობრებს ისევ გვერდზე "დებ". გამოცდილებით გეტყვი, რომ ეს უფრო ქალებს ემართებათ. კაცებისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვთ მეგობრებს, რომ ეგრე მარტივად ვერ თმობენ მათ. სულ რომ ყოველწამს ენატრებოდეთ პარტნიორი, მაინც არ იტყვიან უარს მეგობრებთან შეხვედრაზე და მაინც წავლენ. @Sylarდამემოწმება. აქ თუ არა, გულში მაინც. <კიდევ რაღაცეებიც გაახსენდება. მაპატიე, ბრო. იცი, რისთვისაც. :D> მე საილერის და კატუტუს გარდა წლებია მეგობრები არ მინახავს და ძალიან მენატრება ისინი. მათთან ერთად დროის გატარება. რამდენიმე თვის წინ ამ გვრიტებს ვესტუმრე და ისეთი კარგი იყო. უმეგობრო ქალები - ჭკვიანები? მმმ, მე შენს პირველ აზრზე ვარ და ვიტყვი, რომ უმეგობრობა მაშინ, როცა სინამდვილეში ძალიანაც გინდა ისინი, დამასევდიანებელია. როცა ხვდები, რომ ისინიც გჭირდება... მაგრამ არ გყავს... ან იდეაში გყავს, მაგრამ ძირითადად ვირტ. კონტაქტით შემოიფარგლები მათთან. და ესაც დაჟე გაიშვიათებულად გაქვს. ჩემი რძლით და ძმით ვარ ამაში აღფრთოვანებული. 2 პატარა შვილი ჰყავთ (ძიძით, მაგრამ მაინც), საქმეებიც აქვთ, მაგრამ მაინც ხშირად ატარებენ დროს ძმაკაც-დაქალებთან და ისევ ახლოს არიან. Edited 12 სექტემბერი, 2021 by Artie 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 12 სექტემბერი, 2021 Author Posted 12 სექტემბერი, 2021 (შესწორებული) @Artie მესმის რასაც ამბობ, ლოგიკას ვიჭერ მარა აქ შინაგან მოთხოვნილებაზეა საუბარი რა. ეს დღეები რაღაცები შეიცვალა ჩემ დამოკიდებულებებში ვხვდები და ჯერ სახელს ვერ ვარქმევ მარა ცოტა ხანში ალბათ შევძლებ დავაიარლიყო. პრიორიტეტების თემაა რაც წავიკიტხე კიდეც შენ ტექსტში. ანუ იქ საყვარელი ადამიანი მაინც პირველ ადგილას დგას და ეს ასეც უნდა იყოს თუ ის გავსებს და ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივად განვითარებული ადამიანია შეიძლება რეალურად დაიკიდოთ მთელი სამყარო, იმუშაოთ გქონდეთ პასუხისმგებლობები მარა თავისუფალი დრო მხოლოდ ერთმანეთთან გაატაროთ თუ ესეც დამღლელია? ანუ იმას ვამბობ რომ ხარჯო დრო, ენერგია ხალხზე რომლებიც დროებით არიან შენ ცხოვრებაში მგონი არც ისე გონივრულია თქო, მერე ამ ადამიანებს ხომ უამრავი ემოციური რესურსი მიაქვთ ჩვენგან? ჰო და ავდგები და სწორად დავაბანდებ, საყვარელ ადამიანებზე რომლებიც, მომიშლიან თუ არა ნერვებს მაინც ჩემები იქნებიან საუკუნოდ ჩემები და არ ვინანებ რომ ამდენი ჩავდე მასში! გვინდა არ გვინდა მეგობრობები მაინც სიტუაციურია. ასეა? ეს არ ნიშნავს განდეგილივით ცხოვრებას და მე არც შენი წუწუნი მესმის რომ საილერის და კატუტუს გარდა არავინ გინახავს წლებია, ეი არც ისე მნისვნელოვანია ის ხალხი შენთვის კნუწიკ თორემ რამეს მოიფიქრებდი წლების მანძილზე ერთ დღეს გამონახავდით ორივე მხარეს. ანუ რაღაცები მაინც უფერულდება და პრიორიტეტები იცვლება, შეზღუდული რესურსი დროის თუ მატერიალური რესურსი სწორად ნაწილდება, იმ დასვენების დღეს გინდა მეუღლესთან ერთად ეგდო საწოლში გვიანობამდე და ფილმს უყურო ვიდრე გაუთხოვანი დაქალის გაუთავებელი წუწუნები ისმინო(პირობითად), რომელიც რომ გათხოვდება ხზ გაახსენდები თუ არა Edited 12 სექტემბერი, 2021 by Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 12 სექტემბერი, 2021 Posted 12 სექტემბერი, 2021 22 minutes წინ, Mulan said: ანუ იქ საყვარელი ადამიანი მაინც პირველ ადგილას დგას და ეს ასეც უნდა იყოს თუ ის გავსებს და ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივად განვითარებული ადამიანია შეიძლება რეალურად დაიკიდოთ მთელი სამყარო, იმუშაოთ გქონდეთ პასუხისმგებლობები მარა თავისუფალი დრო მხოლოდ ერთმანეთთან გაატაროთ თუ ესეც დამღლელია? დამღლელი არაა, მაგრამ ერთხელაც ხვდები, რომ ასეთი კარჩაკეტილობაც აღარ გინდა. მით უმეტეს, როცა შენს პარტნიორს და მის მეგობრებს უყურებ... გენატრება მეგობრული "დვიჟენიები" და მათთან ერთად სიცილ-კისკისი. და არამარტო ეს. თუნდაც სერიოზული საუბრები მათთან. თუ მაინცდამაინც არ გეთმობა პარტნიორი, ერთად გადით კაცო და ერთად იგრიალეთ მეგობრებში. 33 minutes წინ, Mulan said: ანუ იმას ვამბობ რომ ხარჯო დრო, ენერგია ხალხზე რომლებიც დროებით არიან შენ ცხოვრებაში მგონი არც ისე გონივრულია თქო დროებით რატომ არიან? მართლა დროებითი ადამიანები კი ბატონო. მაგრამ მეგობრები... ვის სამუდამოდ შენარჩუნებასაც ისურვებდი,... მათ რატომ არ უნდა უწილადო შენი დრო და ენერგია? ემოციური რესურსი მიაქვთ კიდეც და მოაქვთ კიდეც. ისევე როგორც შენ - მათთან. ურთიერთგაცვლაა. და იდეაში სწორედ ეს არაა მეგობრობა? 40 minutes წინ, Mulan said: ეი არც ისე მნისვნელოვანია ის ხალხი შენთვის კნუწიკ თორემ რამეს მოიფიქრებდი წლების მანძილზე ერთ დღეს გამონახავდით ორივე მხარეს ძალიან ლოგიკური დასკვნაა. თუმცა ჩემნაირებთან მთლად ასე მარტივად არაა საქმე. უბრალოდ, სიტყვაზე მენდე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 13 სექტემბერი, 2021 Author Posted 13 სექტემბერი, 2021 8 საათის წინ, Artie said: მით უმეტეს, როცა შენს პარტნიორს და მის მეგობრებს უყურებ... გააჩნია შენ როგორ აღიქვამ საკითხს თუ არა შეიძლება სულაც არ დაგთრგუნოს ამან. მგონია რომ დედობა ბევრად მაგარი რამეა ვიდრე მამობა მაგიტოც დედას მეტი პასუხისმგებლობა და ბევრი რამის გაწირვა უწევს ვიდრე მამას... 8 საათის წინ, Artie said: ემოციური რესურსი მიაქვთ კიდეც და მოაქვთ კიდეც. ისევე როგორც შენ - მათთან. ურთიერთგაცვლაა. და იდეაში სწორედ ეს არაა მეგობრობა? ჰო და ბალანსი ვერ ჯდება, გატანილი მეტი გაქვს ვიდრე შემოტანილი და ამ სხვაობას ვის აკლებ? საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს. მაგას ვამბობ რაღაც მომენტში როცა წყვილი მხოლოდ ერთმანეთზე კონცენტრირდება ძალიანაც სწორია თურმე თქო. არ ნიშნავს რომ არ გყავდეს მეგობრები კაცო, უბრალოდ ალბათ საჭიროა ტემპერატურას დაუწიო რა ... მოკლედ პრიორიტებების გადალაგება ხდება და მათ შორის ამ ემოციურ რესურსსაც სხვანაირად უვლის შვილიანი და ოჯახიანი მდედრი რა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა