Jump to content
×
×
  • Create New...

TaxiWoman


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Moor said:

აი არცერთ ჩემს ნაცნობს არ შექმნია კაც ტაქსისტებთან პრობლემა არასდროს.

იქნებ არ გეუბნებიან? აგერ მულანის შებღვერის ამბავიც აქ გაიგე, ახლა. არაა ეგრე ადვილი ასეთ შემთხვევაზე ღიად ლაპარაკი, მითუმეტეს ნაცნობთან და ახლობელთან, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები. კარგა ხანს ვერავის ვეუბნებოდი გადაჭედილ მარშრუტკაში ვიღაც განუვითარებელმა არაკაცმა ხელი რომ მომისვა თეძოზე. მრცხვენოდა, ოღონდ მე რატო, არ ვიცოდი. მოკლედ, ვერ გაიგებთ ამას კაცები.

 

8 საათის წინ, Moor said:

მოკლედ კონკრეტული ტაქსისტი ცუდად მოგემსახურა და გადაწყვიტე რომ კაცებშია პრობლემა

კარგად იცი, რომ აქ ერთეულ შემთხვევებზე არ არის საუბარი და არ გინდა თავის ისე მოჩვენება, თითქოს რამეს ვაბუქებ.

 

8 საათის წინ, Moor said:
8 საათის წინ, ფორთოხალი said:

 

შენ ძალადობა გამოვლილი კაცები უნდა ნახო

ქალისგან? სექსუალურ ძალადობაგამოვლილი? რამდენია თანაფარდობა ასეთ კაცებსა და ქალებს შორის?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, ფორთოხალი said:

კარგად იცი, რომ აქ ერთეულ შემთხვევებზე არ არის საუბარი და არ გინდა თავის ისე მოჩვენება, თითქოს რამეს ვაბუქებ.

 

:lena: კარგად საიდან უნდა ვიცოდე?

მე უკეთესი დემაგოგიური ხრიკები ვიცი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, ფორთოხალი said:

ქალისგან? სექსუალურ ძალადობაგამოვლილი? რამდენია თანაფარდობა ასეთ კაცებსა და ქალებს შორის?

სექსუალობა გავლენას შეიძლება ახდენს, მარა ეგ უფრო სუსტი ვს ძლიერის თემაა და არა გენდერის. კაცებსაც აუპატიურებენ და ჩაგრავენ კაცები, როცა შეუძლიათ. ვაიმე მე ქალი ვარ და მაგიტომ დამჩაგრეს კიარა, მოგერივნენ და იმიტომ დაგჩაგრეს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Moor said:

კარგად საიდან უნდა ვიცოდე?

მე არ ვდემაგოგობ, რეალურ პრობლემაზე ვწერ. საქართველოში არ ცხოვრობ? თუ ძალადობად მხოლოდ ფიზიკურად რომ შეეხებიან მაგას მიიჩნევ? ისიც მაშინ თუ დამამტკიცებელი “საბუთი” აქვს თორე ისე არ დაიჯერებ? იმედია, იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები, ქალმა გამოიწვია, აბა რა ეგონა ღამის 12 საათზე ტაქსიში რომ ჯდებოდა ან მოკლე კაბა რომ ეცვაო.

აგერ გეუბნები, დღეში ზოგჯერ 3-4-5-ჯერ მიწევს ტაქსით მგზავრობა, უმეტესად მოწესრიგებულს და გაპრანჭულსაც, მეკითხებიან სახელს, სამუშაო ადგილს, აფასებენ ჩემს გარეგნობას და მე გეკითხები: ვარ ვალდებული ეს ყველაფერი ავიტანო ამდენი უცხო ადამიანისგან, ვისაც როდის მოეხუშტურება? შენ არ თვლი ამას ძალადობად? მე უხერხულად ვგრძნობ ამ დროს თავს, მიწევს თავდაცვით რეჟიმში გადასვლა. რატომ უნდა დავხარჯო ჩემი ენერგია ასეთი ხალხის მოგერიებაზე, როცა მათი ერთადერთი მოვალეობა ჩემი დანიშნულების ადგილამდე მიყვანაა?

როგორ ფიქრობ, მხოლოდ ჩემზე ხორციელდება მსგავსი? 

პ.ს. რადგან შენ არ იცი, არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს.

23 minutes წინ, Moor said:

მოგერივნენ და იმიტომ დაგჩაგრეს

მერე არასაკმარისი მიზეზია? თუ რას ამბობ, ვერ გავიგე 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, ფორთოხალი said:

აგერ გეუბნები, დღეში ზოგჯერ 3-4-5-ჯერ მიწევს ტაქსით მგზავრობა, უმეტესად მოწესრიგებულს და გაპრანჭულსაც, მეკითხებიან სახელს, სამუშაო ადგილს, აფასებენ ჩემს გარეგნობას და მე გეკითხები: ვარ ვალდებული ეს ყველაფერი ავიტანო ამდენი უცხო ადამიანისგან, ვისაც როდის მოეხუშტურება? შენ არ თვლი ამას ძალადობად? მე უხერხულად ვგრძნობ ამ დროს თავს, მიწევს თავდაცვით რეჟიმში გადასვლა. რატომ უნდა დავხარჯო ჩემი ენერგია ასეთი ხალხის მოგერიებაზე, როცა მათი ერთადერთი მოვალეობა ჩემი დანიშნულების ადგილამდე მიყვანაა?

 

გზას უყურე და მოკეტეთქო, რო უთხრა, ორმაგს გადაგახდევინებენ?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

გზას უყურე და მოკეტეთქო, რო უთხრა, ორმაგს გადაგახდევინებენ?

და შენ ფიქრობ, რომ ნორმალურია მუდმივად ამ რეჟიმში ყოფნა რადგან გოგო ვარ? არ არის პრობლემა თუკი ერთს, ორს, სამს, ათს ვეტყვი და მეთერთმეტე შეიძლება ისეთი დარეხვილი შემხვდეს, რომ ამან არ გაჭრას? რისგან ვარ დაზღვეული? ერთზე უძალადიათ თუ ორზე?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი მიპასუხეს, დაგვიანებით მარა მაინც. მალე მოგემსახურებითოო, როგორც ჩანს დაორგანიზების თემებში არიან :fofo:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 17 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(1)