Jump to content
×
×
  • Create New...

კლასიკა ღალატის შესახებ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Eric ჰო და მეც ეგ ვიკითხე, მაინტერესებს ვინ რას თვლით ღალატად. 

მე ვიცი რომ ჩემზე კარგი მეგობრის გამოჩენა მის ცხოვრებაში უფრო დამარტყამს თუ ვიგრძნობ რომ მეორეხარისხოვანი ვარ ვიდრე ერთჯერადი სექსი გვერდზე, თუმცა ამის შესახებ მირჩევნია ვიცოდე, ეს ჩემთვის მაინც იქნება განგაშის ზარი... თუ ჩავარდა მამენტ სიტუაცია და მიღალატა მეწყინება მეტკინება დავიგრუზები მარა ამის გამო არ დავემშვიდობები მარა თუ მე ფლირტიც კი დავიწყე გვერდზე ეს ჩემთვის ნიშანი იქნება იმის რომ ვსო დასასრულის დასაწყისია და რაღაც გრანდიოზული პრობლემა გვაქვს ურთიერთობაში რომელსაც არაფერი ეშველება... თან ამას ვამბობ მე რომელიც პათოლოგიურად ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ, ვითვალისწინებ ევოლუციას და კულტურას რომელშიც ვცხოვრობთ, რაში მჭირდება განათლება თუ ის მე ცხოვრების ხარისხს ვერ გამიუმჯობესებს? 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

ცოლ-ქმარს შორის ცოლის ფლირტი თუნდაც მესიჯ ფორმატში ღალატად აღიქმება? არის ღალატი?

თუ მხოლოდ სექსია ღალატი და ფლირტი შმლირტი არა? 

სახარება მათესი. თავი 5-ე

27გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.

28 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.

......................

31თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.

32ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Mulan said:

სერიოზული თემა გავხსენი მე აქ,

ძალიან სერიოზული ამ თემაში ისაა რომ :

- როდესაც მართლა გიყვარს  შენს თავს სხვასთან არ გაუშვებ ...

ყველაფერში ასეა : -  სამშობლოს სიყვარულში, ღვთის სიყვარულში, ქალის/მამაკაცის სიყვარულში ...

ანუ ჭეშმარიტი სიყვარული ერთგულების საწინდარია !!!

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, kvipriane said:

- როდესაც მართლა გიყვარს  შენს თავს სხვასთან არ გაუშვებ ...

 

ეგ ხო და აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, მარა მაინც შეიძლება გაიგო კაცის ღალატის ლოგიკა, ქალი როცა ღალატობს უფრო მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამას ვამბობ. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

ეგ ხო და აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, მარა მაინც შეიძლება გაიგო კაცის ღალატის ლოგიკა, ქალი როცა ღალატობს უფრო მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამას ვამბობ. 

ღვთისთვის ერთიდაიგივეა, გინდ კაცს უღალატია და გინდ ქალს, მრუშობაა ორივე 

მცირე რჯულის კანონში მაქვს წაკითხული : - სხვადასხვა ბუნების ადამიანი სხვადასხვაგვარად ისჯებაო ერთიდაიგივე ცოდვისთვისო,  მაგალითად ცხელი ბუნების ადამიანს, ვთქვათ, თუ 2 ჯოხი მოხვდება მრუშობისათვის, ცივი ბუნების ადამიანს 10 ან 8 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, kvipriane said:

მცირე რჯულის კანონში მაქვს წაკითხული : - სხვადასხვა ბუნების ადამიანი სხვადასხვაგვარად ისჯებაო ერთიდაიგივე ცოდვისთვისო,  მაგალითად ცხელი ბუნების ადამიანს, ვთქვათ, თუ 2 ჯოხი მოხვდება მრუშობისათვის, ცივი ბუნების ადამიანს 10 ან 8 

ანუ აქაც ითვალისწინებენ ბუნებას? :givi: 

2 minutes წინ, Eric said:

მაგალითად?

თუ თქვენთვის ადამი და ევადან არ იწყება სიცოცხლე წესით უნდა ხვდებოდეთ რასაც ვგულისხმობ სენიორ. ევოლუციის ფსიქოლოგია სქესთა შორის ურთიერთობებს ძალიან კარგად ხსნის...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

ანუ აქაც ითვალისწინებენ ბუნებას? :givi: 

არამარტო ბუნებას , ვითარებას, მდგომარეობას და სხვა ასპექტბსაც ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share