Jump to content
×
×
  • Create New...

არ მესმის


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ქვეყანა, ქალაქი/სოფელი რომელშიც დავიბადე და გავიზარდე როგორ არ უბდა მეძვირფასებიდეს, მისი როგორც სამშობლოს და ძალიან ჩემის აღქმა რამ უნდა შემიცვალოს... აკი სალი კლდეები მაინც საყვარელია მერე რა რომ სალიაო? :scared:

არ მევასებით ის ხალხი ვისთვისაც სამშობლო არაფერს ნიშნავს. აეგრე! :lynch:

 

ტვინგამორეცხილები!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

რ მევასებით ის ხალხი ვისთვისაც სამშობლო არაფერს ნიშნავს. აეგრე! 

არ შეიძლება მაგ ხალხის ნდობა. ეგენი რო რამე მშობელსაც გაყიდიან ან დაალომბარდებენ. 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, ფორთოხალი said:

არ შეიძლება მაგ ხალხის ნდობა. ეგენი რო რამე მშობელსაც გაყიდიან ან დაალომბარდებენ. 

ნუ კაიფობ. მართლა არასანდოები არიან და  ერტ-ორთან სულ ჩხუბი მაქვს ამ თემაზე, ტვინგამორეცხილები არიან :lynch:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, marguerite said:

რომ ესირცხვილებათ :getakva:

კი ეგეთებიც არიან! 

ორი კვირის წინ ჩემი ოჯახისთვის მძიმე მომენტში მივხვდი ის ხალხი ვისთან ერთადაც გავიზარდე, სამეზობლო თუნდაც სანათესაო რომელზეც ვღლიცინებ მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის. იყო მომენტი როცა სიურპრიზად გაგვეჩითნენ და არ დაგვტოვეს მარტო მე და ჩემი ძმა. სოფლიდან თბილისში რომ ვბრუნდები ან როცა სოფელში მივდივარ წავიჭირე რომ გზად ყველაფერს ვისრუტავ აბა რა შეიცვალა, ხო არაფერი შეცვლილა, მეზობელს ჭიშკარი შეუღებავს რა ლამაზია, ასე უკეთესია, აუ ის როგორ დაბერებულა და მოტეხილა, ჩემებსაც უკვე დაეტყოთ ასაკი, ტეხავს, ეს ვისი ძაღლია ნეტავ? ეს ხე რამხელა გაზრდილა, ჩემი მეზობლების მთელი შემადგენლობა ისევ ჭასთან ბირჟაობს არის რაღაცები რაც არასდროს იცვლება და მე ეს ხალხი მიყვარს მიუხედავად იმისა რომ რადიკალურად განსხვავებული ტიპები ვართ... თბილისში რომ ვბრუნდები ანალოგიური მემართება, ქუჩაზე შემოვდივარ და აჰა ნინო სახლშია, იკაც, ეგრევე ეზოში გავვარდები ხოლმე ხო მშვიდობაა რომ დავრწმუნდე, ქარი ხო არ იყო, რამე ხო არ მოტეხა, გადავხედავ თბილისს და ვიწყებ ბუჯარს შინ, მეტროს სურნელიც კი მიყვარს, ხუდადოვზე პირველად რომელი იფანი ყვითლდება ეგეც კი ვიცი და შენიშნული მაქვს, არ ვიცი 5 წელიც არაა რაც წახვედი იმ სივრცეში რომლისთვისაც უცხო ხარ, არაფერი მშობლიური მასთან არ გაკაშირებს, რეანაირად შეიძლება ნიუ იორკმა შემიცვალოს თბილისი და ვთქვა რომ ეს შინაა, სამშობლოა? მაბოდებს ქუთაისზე და მას ყოველთვის ექნება ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი, ეს ის შინაა სადაც ყოველთვის შემიძლია დავბრუნდე მარა თბილისიც შინაა იმიტომ რომ ემოციური ფიზიკური კულტურული კუთვნილება მაქვს ზოგადად საქართველოსადმი, ხალხისადმი... შეიძლება ვაბუქებ და ემოცირუად აღვიქვამ იმას რაც არაა პრობლემა მაგრამ არის რაღაც ბაზისები, საფუძვლები რაზეც უარის თქმა საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს, სირცხვილს ნიშნავს საკუთარი ფესვებისადმი. გააჯვან ქვეყნიდან ვისაც ეს ქვეყანა არ ევასება და უტყდება ქართველობა! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
52 minutes წინ, Mulan said:

ნუ კაიფობ. მართლა არასანდოები არიან და  ერტ-ორთან სულ ჩხუბი მაქვს ამ თემაზე, ტვინგამორეცხილები არიან :lynch:

რას ვკაიფობ, მართლა ეგრე ვფიქრობ :D 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ფორთოხალი said:

რას ვკაიფობ, მართლა ეგრე ვფიქრობ :D 

ჰუჰ, მომეშვა. გეთანხმები! :*

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share