ფორუმელი Moor Posted 27 დეკემბერი, 2020 Posted 27 დეკემბერი, 2020 შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები, ნახევარ კილომდე "ალფა პვპ," ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 27 დეკემბერი, 2020 Posted 27 დეკემბერი, 2020 20 minutes წინ, Moor said: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები ჩვენთან ნებისმიერ რაოდენობას ეს არ ქვია? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა