Jump to content
×
×
  • Create New...

მოდით


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
On 8/16/2021 at 10:56 PM, Damnoc said:

ბებიაჩემმა სპეციალურად არ დააპატენტა რომ ხალხის წვდომა და კრეატივი არ შეეზღუდა.

ატაკე ნიორი, ავტორიზაცია გაქვს.

ჰმ

მადლობა ნებართვისთვის მოდერ!

@kvipriane საინტერესო მიმოხილვა დადეთ სენიორ ღვინოზე მაგრამ საფერავი რომ მეფეა მოდით ვაღიაროთ :love:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Mulan said:

საინტერესო მიმოხილვა დადეთ სენიორ ღვინოზე მაგრამ საფერავი რომ მეფეა მოდით ვაღიაროთ :love:

საფერავი, სენიორა, არამხოლოდ მეფეა, არამედ აბორიგენული ჯიშია საქართველოში, არ გვახსოვს საიდან გვაქვს და არ ვიცით როდიდან გვაქვს, არადა სრულად ქართული ჯიშია და  ჩემი მოკრძალებული აზრით მხოლოდ სუფთა საფერავი უნდა გამოიყენებოდეს წირვისას იმდენად ღვთაებრივი სასმელია მისგან დაყენებული სითხე ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Mulan said:

საინტერესო მიმოხილვა დადეთ სენიორ ღვინოზე

ქისი ხომ გაგიგიათ ? (ყურძნის ჯიშია)

ერთი მეგობარი მყავს ყვარელში, დიდი ხნის მეღვინე, ჰო და როგორც ეს ჩემი მეგობარი ყვება, კაი 25 თუ 30 წლის წინ, ამ კაცთან ერთი მოხუცი კახელი მივიდა ჯიბესი ლიტრიანი ბოთლით, და უთხრა : - სახლში სამი ვაზი მიდგასო, თალარზე გადადისო და ძალიან გემრიელ ყურძენს ისხავსო, მაგრამ უფრო გემრიელი ღვინო გამოდისო, როდესაც ამ ღვინით "ვერტობი" ხოლმეო, ჩემი ცოლი ხელებში ჩამარტყავს-ხოლმეო, შენი ღვინო ხო გააქვს, ეს ჩემია და ნუ გამომიწრუპეო ისეტი გემრიელი ღვინო დგება ამ ყურძნისგანო, ასეთი ღვინო არსად დამილევიოა, და გაუძრო ჯიბიდან ლიტრიანი, დალიეს , მოეწონატ და იმ კაცისაგან აიღეს საძირე , მოკლედ ასე გაამრავლეს ეს ჯიში და რადგან სახელი არ იცოდნენ, დაარქვეს - ქისი, ქისი - კახურად ახალგაზრდა ქალს ნიშნავს თურმე, - საოცარი ღვინოა , თუ სადმე შეგხვდათ, კონჭო & კო-ს ნახევრად-ტკბილი ქისი, გააციეთ მაცივარში და მიირთვით, უკეტესს ვერაფერს დალევთ (მშრალიც დამილევია, მაგრამ იმენნა კონჭოს პოლუსლადკი ქისი მეფეა) განსაკუთრებით ქალებს მოსწონთ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane

შარშან წინანდალში ვწრუპე. მომწონს ქისი. ქისის და ხიხვის კუპაჟი დაგიგემოვნებიათ?  თეთრებში ალბათ ჩემი ფავორიტია. ნახევრადტკბილი თეთრი ნამდვილად სასიამოვნო რამეა თუმცა ბოსტნეულთან ერთად მაინც მშრალი ჯობია ალბათ, ცალკე ყველთან ერთად წრუპვისას იდეალური იყო ქისი ნამდვილად. ეგ ამბავი ამ ჯიშთან დაკავშირებით არ ვიცოდი, მადლობა ამისთვის :love: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Mulan said:

მადლობა ამისთვის

არაფრის სენიორა :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   399 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 396 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(14)
    • Safari(14)
    • t-90
    • Googlebot(1)