Jump to content
×
×
  • Create New...

საუკეთესო ეპიზოდები ფილმებიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი
ჩერჩილი-მიუხედავად მარტოსულობისა,ღრმა დეპრესიისა,უამრავი პოლიტიკური მტრებისა,
როგორ იბრძვის ნაცისტული საფრთხის წინააღმდეგ...
როგორ იბრძვის ოჯახური ბედნიერების დასაბრუნებლად...
 
ის არ იყო იდეალური ქმარი.
იკეთებდა კარიერას,წერდა წიგნებს,შველოდა ქვეყანას,ჰქონდა ცეცხლოვანი გამოსვლები,
უზომოდ სვამდა,უზომოდ ჭამდა,უზომოდ ეწეოდა.
სამსახურიდან დაბრუნებული მუდამ ბუზღუნებდა,
მუდამ აბოლებდა სიგარას, ყველგან -
სუფრაზე თუ მანქანაში თუ საძილეში,
ფერფლსაც ყველგან ყრიდა-ხალიჩაზე თუ ანტიკვარულ ავეჯზე თუ თავის გამოჩენილ ღიპზე,
იძინებდა ჩაუმქრალი სიგარით და ამ დროს შარვალი და პერანგები შეეძლო ამოეწვა.
 
მაგრამ კლემენტინა არასდროს ცდილობდა მის გადაკეთებას,მოთვინიერებას,
არ ასწორებდა მის ხასიათს.
არ ასწავლიდა ცხოვრებას...
პირიქით, ღებულობდა უინსტონს ისეთს,როგორიც ის იყო.
ვერავინ შესძლო მისი მოთოკვა,
მხოლოდ ცოლმა-"ფისუნია კლემმა" იცოდა ზუსტად,
როგორ გადაექცია ეს უხერხული ადამიანი ნამდვილ გენიად-
იმად,ვისაც თანამემამულეები უწოდებენ 
ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდ ბრიტანელს!
 
* * *
 
The Gathering Storm Best Scene
დიდებული ფილმი,დიდებული მუსიკა,დიდებული მსახიობები!
გვაჩვენებს უინსტონისა და კლემენტინას ისტორიის ინტიმურ,ნაკლებად ცნობილ, პრობლემურ მხარეებსაც...
 
 
 

The Gathering Storm (2002) - Albert Finney

Share on other sites

  • ფორუმელი

https://youtu.be/jKvzmG4HhOA

 

რატომღაც სხვანაირად არ ჯდება. მაგრამ ალბათ მეასედ ვუყურებ ამ ეპიზოდს :დ აი ზუსტად არის გადმოცემული ბრიტანული ხასიათი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share