Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, KOMBLE said:

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებული ყურადღებით იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფების და ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო იქნებოდა

როგორც სჩანს მუსიე სეტი მართალი აღმოჩნდა :wtf:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ეს რომელი მომენტებია? ჰა ჯანდაბას კარლას ქმარი, კიდევ?

ხო დაგვეხმარა რაც მთავარია. ;)

Share on other sites

  • ფორუმელი

სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო
Share on other sites

  • ფორუმელი

ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ ხვალ აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს იწყებს უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნებს, რომელსაც "ხაიბარის დამპყრობლები" ეწოდება.
ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება.
საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს.
რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ჩატარდება თურქული სამხედრო წვრთნები. ირან-თურქეთის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები იწმინდება ნაღმებისგანაც.
იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში ცხელი შემოდგომა დადგა.

ფოტოზე ირანის საზღვრისკენ მიმავალი თურქული სამხედრო ნაწილები

JlirrivviJ8m6.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, KOMBLE said:

ხო დაგვეხმარა რაც მთავარია

დაგვეხმარა. მაგრამ ეგ მომენტია. ერთი მომენტი.

Edited by Seth
Share on other sites

  • მოდერატორი

@Seth საიბულეო წელია პირველის რესპ. აღიარებიდან, მაგ მოტივებით იყო გაჟღენთილი პრეზიდენტის სფიჩი.

არ უსმენთ ქ-ნ პრეზიდენტს სერ სეტ, შემდეგ კადნიერდებით და კითხვებსაც სვამთ!!!

Embarrassed Shame GIF

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Freeman said:

არ უსმენთ ქ-ნ პრეზიდენტს სერ სეტ, შემდეგ კადნიერდებით და კითხვებსაც სვამთ!!!

შენიშვნა მიღებულია მაგრამ გაზიარებული არ არის. და თუ რატომ არ არის, ეს ძალიან კარგად იცის თვითონ სოსომ! (c) ვაჟა ზაზაევიჩი :დ

1 საათის წინ, Freeman said:

საიბულეო წელია პირველის რესპ. აღიარებიდან,

გნებავთ პირველი რესპუბლიკის პერიოდიდან აიღეთ და გნებავთ მეროვინგების პერიოდიდან:დ

 

მომენტები დაიდოს :boli:

Edited by Seth
Share on other sites

  • მოდერატორი
3 minutes წინ, Seth said:

და თუ რატომ არ არის, ეს ძალიან კარგად იცის თვითონ სოსომ!

:gigi:

ნუ ეჭვიანობთ სერ, ღუაიამ-უნიც ახსენა, სოსომ :დ არც აგენი იკლავდნენ თავს, მაგრამ ხო არ აგინებდა აბა? ელემენტარული იბაზრა :boli:

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share