Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ბირთვული ენერგეტიკა არის ყველაზე ეფექტური, სუფთა და ასე გასინჯეთ, უსაფრთხოც კი. :)

ადამიანები თვეების მანძილზე ცხოვრობენ წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორების გვერდით. ამ რეაქტორების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული სუპერსახელმწიფოების ყოფნა-არყოფნის საკითხი.

სწორედ ამ სამხედრო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ანგლო-საქსურ ქვეყნებში შემუშავდა შესანიშნავი ბირთვული სტრატეგია - ტრადიციული დიდი, კომპლექსური და უსაშველოდ ძვირი აეს-ების ჩანაცვლება მცირე მოდულური რეაქტორებით. ეს მოდულები ქარხნული, თითქმის კონვეირული წესით დამზადდება და დანიშნულების ადგილას მარტივი საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტირების შემდეგ ერთ მთლიანობად იქცევა. ეს ფრიად გაადვილებს და გააიაფებს აეს-ების მშენებლობას.
გასაკვირი არაა, რომ ისტორიული კომპანია Rolls-Royce, რომელიც ბრიტანული წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორებით აღჭურვას უზრუნველყოფს, ერთ-ერთი პოიონერია ამ დარგის.

https://www.rolls-royce.com/innovation/small-modular-reactors.aspx#section-overview

უზენაესი მიზანი კი ბირთვული სინთეზია. ეს უკანასკნელი ჯერაც ფანტასტიკის სფეროდ განიხილება, თუმცა ანგლო-საქსებში მისი კომერციალიზაცია უკვე დაიწყო და აქტიურ ფაზას მიუახლოვდა. მთავარი საწვავი აქაც წყალბადია. :)

https://www.euronews.com/green/2021/12/13/is-nuclear-fusion-the-hottest-new-renewable-on-the-block

Edited by Alfred Albion
Share on other sites

10 minutes წინ, t-90 said:

უფრო სამოციანების ბოლოდან. წყალბადის ბომბი გამოძადეს და მერე დაიწყეს პარალელური სამყაროების ძებნა და კოლაიდერების აგება.

XX საუკუნის ყველა წარმატება დგას ომის დროინდელ გერმანულ ტექნოლოგიურ ბაზაზე, ხოლო ეს გერმანული ბაზა შეიქმნა XIX საუკუნის მაქსველის და ტესლას ფიზიკაზე, ეს სკოლა გადაშენდა რადგან წინ გამოწიეს აინშტაინის სკოლა, ენა გამოყოფილი კეთილი ბებერით ასეთი უზარმაზარი წნეხით დაადეს ფიზიკიას რომ შეკამათებაც უკვე ჭკუასუსტობის ნიშანია იმის მიუხედავად რომ ბევრი ამბობს კიდეც არც კეთილი ყოფილა და არც გენიოსიო მარა გვიანია უკვე, იტყვი? ჭკუასუსტი ხარ.

შედეგად მივიღეთ უმცირესი ნაწილაკების შავი ხვრელების გამრუდებული პარალელური სამყაროების კოლაიდერების ფიზიკა სადაც ტრილიონები იხარჯება და მარგი ქმედების კოეფიციენტი არის რა?

ქარის წისქვილები (გენერატორები)  რომლებიც გენუელებმა შუა საუკუნეებში ჩართეს წარმოებაში?

მზის პანელები რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში როგორც ტექნოლოია უკვე მზად იყო?

 

ამის შედეგად ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის სამყარო და გერმანია იმაზეა დამოკიდებული ჩრდილოეთის ზღვაში ქარი ქრის თუ არა :lolz:

როგორც კოლუმბის კარაველები საუკუნეებითღ ადრე

 

იდიოტი მავნებლები სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

სანამ მწვანეები გერმანიაში სამთავრობო კოალიციებს ქმნიან, აშშ-ში კი ქალაქებს წვავენ, ბრიტანეთში "მწვანე აქტივიზმი" ფაქტობრივად არალეგალური ხდება. :)

https://theconversation.com/the-uks-policing-bill-will-make-climate-activism-almost-illegal-just-when-its-most-needed-173231

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, t-90 said:

მერე დაიწყეს პარალელური სამყაროების ძებნა

ჰიუ ევერეტის მრავალი (პარალელური) სამყაროს ინტერპრეტაცია არაჩვეულებრივი რამაა და მშვენივრად ხსნის კვანტური თეორიის პარადოქსებს.  
ოდინდელ სიბრძნესაც ეთანხმება.

რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი. - ეკლესიასტე. :)

Share on other sites

Posted (შესწორებული)

1883 წელი, ნათურა რომელიც 10 წელია ანთია დამოუკიდებლად  :lolz:

გადის 150 წელი და რა? დენი ) არალი, დეფიციტია, ქარი არ იყო, წყალი არ იყო

რა და 10 წელი კი არა ხარისხი გამუდმებით ეცემა მათ შორის განთქმული გერმანული ბრიტანული ნაწარმისაც, მალე უნდა გაფუჭდეს რომ ახალი იყიდო

 

 

 

113950968_188339_006.jpg.9134e87df7a38f36b79679e50452a479.jpg

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

შედეგად მივიღეთ უმცირესი ნაწილაკების შავი ხვრელების გამრუდებული პარალელური სამყაროების კოლაიდერების ფიზიკა სადაც ტრილიონები იხარჯება და მარგი ქმედების კოეფიციენტი არის რა?

"მე მთელი გულისყურით გისმენთ, მაგრამ თქვენ მესაუბრებით უხილავ ელექტრონულ სისტემაზე, სადაც ელექტრონები ბირთვის გარშემო ტრიალებს. თქვენ ამ სამყაროს ასახსნელად მხოლოდ ერთი სახე გაქვთ და მე ვაღიარებ, რომ პოეზიას მივადექით, რასაც მე ვერასდროს ჩავწვდები." - ალბერ კამიუ.

პოეზიაა და მხატვრული მეტაფორა. :)

ახლა ფრიად პოპულარულია ე.წ. სიმების თეორია - მთელი სამყარო რაღაც ერთგანზომილებიანი ობიექტებია, "სიმები", რომლებიც ვიბრირებენ. ამ ვიბრაციების სხვადასხვა სიხშირე სხვადასხვა ელემენტარულ ნაწილაკს, ბუნებრივ ძალას და ფიზიკის კანონს გვაძლევს.
ეს თეორია არსებითად პითაგორას მუსიკალური კოსმოგონიაა, მისი მეტაფორა - სამყარო ისეთივეა, როგორიც ლირა (ქნარი), რომლის სიმებიც ირხევიან და გვაძლევენ სხვადასხვა ნოტებს, მაშასადამე რიცხვებს - ყველაფერს. :)

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Alfred Albion said:

რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი. - ეკლესიასტე

ეკლესიასტე . თავი პირველი

12. მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში.

13. ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად.

14. განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share