Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის მაისის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სატელეფონო საუბრისას, მოლაპარაკებებისა და უკრაინიდან რუსული ჯარების სრული გაყვანისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე ცნობით, კანცლერისა და კრემლის ლიდერის სატელეფონო საუბარი 90 წუთს გაგრძელდა.
მაისის შემდეგ ეს შოლცის პირველი სატელეფონო საუბარია პუტინთან.
„სამხედრო ვითარების სერიოზულობისა და უკრაინაში ომის შედეგების გათვალისწინებით, კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მოძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტა ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ჯარების სრული გაყვანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შოლცმა ასევე განუცხადა პუტინს, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ანექსიონისტური ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული.
კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, მოეპყროს დატყვევებულ მებრძოლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებების, კერძოდ, ჟენევის კონვენციების შესაბამისად და უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შოლცმა ქარხნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ამ კონტექსტში, კანცლერმა მოუწოდა პუტინს, თავიდან აიცილონ ესკალაციის ნაბიჯები და დაუყოვნებლივ განახორციელონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით რეკომენდირებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შოლცმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს რუსეთის აგრესიული ომის შედეგად მსოფლიოში არსებული საკვები პროდუქტების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე.

„კანცლერმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების მნიშვნელოვან როლზე და მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, არ მოახდინოს შეთანხმების დისკრედიტაცია და განაგრძოს მისი სრული განხორციელება“ , - აღნშნეს გერმანიის მთავრობაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლიც.

კრემლის პრესსასახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის ყურადღება მიაპყრო „კიევის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე”.

„კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კანცლერის ყურადღება მიაპყრო უკრაინული მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე, დონბასის ქალაქების განუწყვეტელ დაბომბვაზე, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განზრახ ზიანდება” , - ნათქვამია მოხსენებაში.

კრემლის პრესსამსახურის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზად, არის დიდი მოცულობის მარცვლეული მიაწოდოს უცხოურ ბაზრებს. ასევე ევროპის პორტებში დაბლოკილი სასუქები უფასოდ გადასცეს გაჭირვებულ ქვეყნებს.

Share on other sites

  • ფორუმელი

რომის პაპი ყივჩაყლენდს ესტუმრა და რუსეთის პატრიარქის მიმართ ნურსულთანიდან განცხადება გააკეთა : - "უფალი მხარს არ უჭერს ომს!"

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Deutschland said:

„კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კანცლერის ყურადღება მიაპყრო უკრაინული მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე, დონბასის ქალაქების განუწყვეტელ დაბომბვაზე, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განზრახ ზიანდება”

ლოთები რომ ამას ამბობენ ჯერ ხომ ესაა ნონსენსი და მერე წარმომიდგენია როგორ უჭირთ 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • მოდერატორი
1 საათის წინ, Eric said:

@Freeman რუსული ჯარების - რაო? სენიორ ფრიმენ

ვახ როგორ დამისქრინია :დ

ძაან ემკაცრაო სენიორ, აახვიე ბალახი გაგითავდაო.

აგერ ჰერ დოიჩს მოუტანია, ვრცლად

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, kvipriane said:

ეს რომ ცოტა გაშალოთ თუ შეიძლება ?

თუ ლოთლენდი არ დაჰყვება მონობის შეთავაზებას, დაიშლება და შეიძლება გვეშველოს.

 

Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

თუ ლოთლენდი არ დაჰყვება მონობის შეთავაზებას, დაიშლება და შეიძლება გვეშველოს.

მთელი ყოფა მონობასა და ყვერაბუობაში გაატარა სენიორ და ეხლა გამოიდებს თავს?

ბოდიში კია სკრაბეზზე სენიორ

 

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share