Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Freeman said:

საერთაშორისო ურთიერთობებია, ცენტრში უკრაინით 

ვერ ვხედავ :( სენიორ, არ გახლავართ ფეისბუქის მომხმარებელი

Share on other sites

  • ფორუმელი

შოლცი: გერმანია მზად არის „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“ რუსეთის მიერ უკრაინაში „შეჭრის“ შემთხვევაში.

დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“, - განაცხადა მან :gigi:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

“შროდერი ლობირებს რუსეთს გერმანული ინფრასტრუქტურით”. უკრაინის კონფლიქტის ფონზე, გერჰარდ შროდერი რუსული გაზპრომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გეგმავს. ქრისტიან-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები ყოფილ კანცლერს აკრიტიკებენ. მას სოციალ დემოკრატებიც კი ემიჯნებიან. - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. 

“გერჰარდ შროდერი ყოფილი კანცლერია და მას პარტიაში არანაირი თანამდებობა არ უკავია. მე არავის ვიცნობ პარტიაში, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს“, - განაცხადა გერმანიის ფედერალური რეგიონის - რაინლანდ-პფალცის ლიდერმა მალუ დრეიერმა „Rheinische Post“-თან საუბრისას.

რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შროდერი წარდგენილია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში. ყოველწლიური საერთო კრება 30 ივნისს არის დაგეგმილი. შროდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარია. შრიოდერმა უნდა შეცვალოს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძე, ტიმურ კულიბაევი, რომელიც იანვრის არეულობის შემდეგ გადააყენეს.

შროდერი უკვე არის Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე და Nord Stream 2 AG-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ბალტიის ზღვის ქვეშ მყოფი ორივე გაზსადენი რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს. შროდერი ასევე მუშაობს რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად.  

კიდევ ერთხელ დასტურდება, ვის ინტერესებს წარმოადგენს შროდერი - „რუსული ოლიგარქიის ინტერესებს!. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ბუნდესტაგის მწვანეთა წევრმა კლაუდია მიულერმა “ბილდთან” საუბრისას“.

გერმანიაში, ყოფილ კანცლერებს და ყოფილ ფედერალურ პრეზიდენტებს, უფლება აქვთ ჰქონდეთ ოფისები და დაენიშნოთ პერსონალი. მას შემდეგ რაც შროდერის კანდიდატურის შესახებ გახდა ცნობილი, დაუყონებლივ მოჰყვა კრიტიკა და მოთხოვნები, რომ მას ჩამოერთვას პრივილეგიები.

გერმანიის გადასახადის გადამხდელთა ასოციაცია ყოფილ კანცლერს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ოფისისა და ავტომობილის დათმობას სთხოვს. „მივმართავ ბატონ შროდერს, დათმოს სახელმწიფოს მიერ გადაცემულო ოფისი, თანამშრომლები და ავტომობილი“, - „ის ლობირებს რუსეთის ბიზნეს ინტერესებს გადასახადებით დაფინანსებული გერმანული ინფრასტრუქტურით". მსგავსი განცხადება გააკეთა FDP-ის თავდაცვის პოლიტიკოსმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმაც. 

CSU-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ფლორიან ჰანმა განაცხადა, რომ ყოფილ კანცლერს „არ აქვს უფლება გაზპრომისა და გერმანიის სახელმწიფოსგან ერთდროულად ფულს გამოიმუშავებდეს“. „ვინც პუტინის ინტერესებს ემსახურება, ზიანს აყენებს გერმანიას და მისი თანამდებობის ღირსი არ არის“. - იუწყება გერმანული შპიგელი. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Freemanრა ხთეფა სენიორ ფრიმან, მანდ, თქვენთან. :gigi:

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარი ლე პენმა განაცხადა , რომ საფრანგეთი დატოვებს ნატოს, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ.

ლე პენმა, თავის მხარდამჭერებთან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის პოლიტიკა საფრანგეთს აიძულებს მონაწილეობა მიიღოს სამხედრო კონფლიქტებში, რომლებიც "მას (საფრანგეთს)საერთოდ არ სჭირდება".

,,ჩვენ თავისუფლად უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, გამოვიდეთ სამხედრო ბლოკების ლოგიკიდან, დავტოვებთ ნატოს გაერთიანებულ სარდლობას, რათა სხვის კონფლიქტებში ვეღარ ჩაგვრიონ.”

გარდა ამისა, ლე პენი გამარჯვების შემთხვეაში გეგმავს  ევროკავშირის რეფორმას და მის შეცვლას ,,ერთა ევროპული ალიანსით” რომელიც დაფუძნებული იქნება „ხალხთა სუვერენიტეტზე“ და საშუალებას მისცემს ქვეყნებს თავად განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკა და არ შეასრულონ  „ზემოდან“ მითითებები . 

ნატოდან გასვლის მომხრეა ასევე მეორე კანდიდატი ერიკ ზემოური. 
 

Share on other sites

  • ფორუმელი

რუს ოფიცერთა ასამბლეა მოითხოვს პუტინმა უარი თქვას "ომის პროვოცირების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე" და გადადგეს

Share on other sites

  • ფორუმელი

მაკრონი:

უკრაინაში ომის თავიდან არიდება შესაძლებელია

მოსკოვში ვიზიტის წინ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაცვის პარალელურად, აუცილებელია პატივი ვცეთ რუსეთს და გავითვალისწინოთ "ერის უახლესი წარსულის ტრავმები".

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(26)
    • Googlebot(4)