Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი

 ;( ლავროვმა ნატოს პუტინი მოგხედავთო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის წერილობით პასუხებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ლავროვმა დაადასტურა, რომ მათ მიიღეს აშშ-ის და NATO-ს წერილობითი პასუხები და ის ფართო საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი

ლავროვის თქმით აშშ-ისა და NATO-ს პასუხებში, რუსეთის მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანიტების მთავარ საკითხებზე არ არის დადებითი პასუხი.
,,შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა დადებითად ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას - ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოების შესახებ."

,,აშშ-ს პასუხები უსაფრთხოების გარანტიებზე გვაძლევს საშუალებას ვიმედოვნოთ სერიოზული საუბრის დაწყება, მაგრამ მეორეხარისხოვან თემებზე"- განაცხადა ლავროვმა

,,რუსეთის ფედერაცია მალე გაუგზავნის პასუხის პასუხს შეერთებულ შტატებს იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს დასავლეთი ვალდებულებას, არ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე."
,,რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს ნატოს მზაკვრული პოზიციის ახსნაზე ალიანსის გაფართოების შეუძლებლობის თაობაზე" - დასძინა მანდ.

,,პუტინი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ გაეცნობა, შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტი მიიღებს" -განაცხადა სერგეი ლავროვმა.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Seth said:

 

მაგრამ გაგიკვირდებათ სენიორ და დიდად არ უყვართ ლენოქსი ბრიტებს. ისევე როგორც ფორმულა 1-ის ჰამილტონი :დ

 

რატომ? :boli:

ყველა ამერიკელი გრანდი დაამარცხა არადა.

ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული და კულტურული კაცი იყო სფეროში

არანაირი თრეშ თოქი

გვარიშვილობას უწუნებენ?

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

მე უფრო ნიკონამდელ პერიოდს ვგულისხმბდი. ნიკონმა უბრალოდ წერტილი დაუსვა მაგ ამბავს თორემ ოქროს ურდოს ჩამოყალიბებიდან სადღაც 50 - 80 წელიწადში ქრისტიანობა მანდ ის აღარ იყო, რაც ბიზანტიელების დროს.

ვერ დაგეთანხმებით მუსიე სეტ, და აი რატომ, 1438-39-ის ცნობილი მოვლენების დროს, მოსკოვიამ (მრევლმა, ხალხმა) არ მიიღო და უკან გამოაბუნძულა უნიის ხელმომწერი კიევისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი რომელიც მოსკოვიედან მართავდა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიას (მაშინ ჯერ კიდევ ბუნებაში არ არსებობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო კიარადა მიტროპოლიაც ან ეპარქიაც კი). როგორც სჩანს ურდოსაც დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ ამ ფაქტისადმი, რადგან აღნიშნული მიტროპოლიტი თავზე ნაცარდაყრილი განერიდან გამძვინვარებული ხალხის რისხვას. როგორც სჩანს მონღოლებს რელიგიური თემები ან დიდად არ აინტერესებდათ ან მორატორიუმი ჰქონდატ გამოცხადებული რელიგიაზე იმ პონტში - "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე" ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, Eric said:

ეს მაინტერესებდა.

გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ჩამოფხეკილია როგორც ვიცი.

კაცმა არ იცის სენიორ.

ძველი საღებავები ისეთია პროსტო რო ჩამოფხიკო და გადაათეთრო იქიდან რაღაცეების აღდგენა სრულიად შსაძლებელია.

 

10 minutes წინ, kvipriane said:

დღეს უნდა ნახოთ რა დღეშია ბიზნეს-მგელ "სოფრინო"

ბერძნებსაც აჯობა დაჟე ...

რატო არ იქნება რო?

ქართველებმა ვერაფერი ქნეს და.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Chigurh said:

 ოხხ რა ბედნიერება იქნება ამის ბრძოლის ყურება ((

აბსოლიტური გენია, ჭეშმარიტი ჩემპიონი მგლების ეპოქაში, ეხლა მძიმე წონა ხუმრობაა იმ ეპოქასთან შედარებით ;დ

ორი მარცხით ლაქი ფანჩი იყო და ორივე რევანშით დაგვირგვინდა.

 მოკლედ კუნძულს ესმის ეს სფერო საფუძვლიანად

მე ვერ დავიკვეხნი რომ კარგად მესმის ბოქსი სენიორ, თუმცა რაღაცეებში ვერკვევი :user:

ისე ეგ იორკ ჰოლი ითვლება ბრითიშ ბოქსინგის სახლად. და ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი კულტურული შოკი. ასე მეგონა რომ რაღაც სერიოზულ შენობას ვნახავდი და ა.შ. და ხელში შემრჩა ჩვეულებრივი შენობა, ჩვეულებრივი დარბაზით, სადაც არც თუ ისე ბევრი ხალხი ეტევა :დ წმინდა ბრიტანული მიდგომა საკითხისადმი :დ

 

6 minutes წინ, Chigurh said:

რატომ?

ამ კითხვაზე პასუხი სენიორ, პირდაპირ აჩვენებს ბრიტანულ ხასიათს at its finest. ამავდროულად ძალიან ძნელია პასუხის გასაცემად. ვფიქრობ ლუის ჰამილტონის მაგალითი აჯობებს.

მყავს მეგობარი, რომელიც თავის დროზე რეისინგით იყო დაკავებული, არა ჰამილტონის დონეზე, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად. არის თავით ფეხებამდე ბრითიში. ჰობი აქვს მანქანას აწყობს :დ და ყველა შაბათ-კვირა რაც მე ვიცნობ მაგითაა დაკავებული :დ. მოგეხსენებათ ჰამილტონი უკვე გაუტოლდა შუმახერს და ერთ წელიც თუ იქნება ჩემპიონი გადაასწრებს და გახდება ყველა დროის საუკეთესო. ჰოდა შარშან წააგო მაქს ვერსტაპენთან და წააგო ძალიან საეჭვო ვითარებაში ანუ სტიუარდების დამსახურებით, რაზეც მერსედესმა საერთოდ იჩივლა :დ

ჰოდა რეისს ერთად ვუყურებდით მე და ეს ტიპი, ეხლა ვფიქრობ რომ დედის იმის გინება ატყდება, ავოიე დაგვჩაგრეს ამათი დედა და ა.შ. : დ და ამ დროს ეს ტიპი - ძალიან კარგია რომ წააგო :perv: აბა სულ ეგ ხომ არ მოიგებს! :user: 

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, kvipriane said:

როგორც სჩანს მონღოლებს რელიგიური თემები ან დიდად არ აინტერესებდათ ან მორატორიუმი ჰქონდატ გამოცხადებული რელიგიაზე იმ პონტში - "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე" ...

მონღოლების დროს და მათი ხელშწყობით სენიორ, საფუძველი ჩაეყარა ლოთების ეკლესიის სიმდიდრესა და ძლიერებას. ხარკსაც კი არ იღებდნენ ოქროს ურდოს არსებობის მეორე ნახევარში მაგათგან.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, t-90 said:

ქართველებმა ვერაფერი ქნეს და.

:D რატო იზავდნენ ? (ემირატისღიმილისსმაილიკი) ... უფრო ადვილი არაა დამზადებულის ყიდვა-წამოღება-გადაყიდვა ??? ვიდრე დამზადება ??? (არადა რა სკოლა გვაქვს და რა ფერები !!!)

საეკლესიო მაღაზიებში 90% სოფრინოა

აი ის მინდა რააა, სენიორ ერიკმა რომ სეხნია ჩხეიძის ჩანაწერები დადო : - ... მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხშირად აოხრებდნენო, ადგილობრივი ელიტა და მოსახლეობა ადგილობრივ ნაწარმს სცემდა პატივსო, ამიტომ მიუხედავად განადგურებისა მალევე მოიხოდებოდა-ხოლმეო ადგილობრივი წარმოება და ქვეყნის ეკონომიკა მალე დგებოდა ფეხზეო ... 

ეს მინდა რაა !!! 

ეხლა არ მითხრა, გინდა კაია , უნდა გერგებოდეს, ეგრე სადააო :D

არადა გვერგება ძმაო ;) ევროპაში ტუფლი მაკარონებისაა, საიუზში თბილისელი სომხების ;)

თბილისელი ებრაელები, ჯინსის ნაჭერს ყიდულობდნენ, აქ იკერებოდა პადპოლნა

იგზავნებოდა პრიბალტიკაში, "ლევისის" და "ვრანგლერის" ტყავის იარლიკი იქ ეკვრებოდა

აქაური სპერულიანტები მიფრინავდნენ რიგაში და იქედან როგორც უცხოური ნაწარმი ეგრე ჩამოჰქონდათ

რამხელა ოპერაცია და რამდენი დასაქმებული ხალხი !!!!!!!!!!!

თქვენ კიდე : - 70 მილიონი რომ ვიყოთო :lool:

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

რეისინგით იყო დაკავებული

ეჰჰ ეს ჩემი ბავშობის ოცნება იყო. 

რას არ მივცემდი ფ1 პილოტი რომ ვიყო :user:

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share