Jump to content
×
×
  • Create New...

ვინ

სამურაი
 Share

Recommended Posts

ვინ წამომყვებით 70 იანების საფრანგეთში საცხოვრებლად?

კერძო სახლი გვექნება 2 სართულიანი, ლამაზი ვერანდით და ვერანდაზე ულამაზესი ორანჟერიით

გვექნება პატარა მაგრამ მრავალფეროვანი ღვინის მარანი

გვეყოლება კლასიკური 2 მანქანა, ერთი ჩვეულებრივი მეორე კაბრილოეტი

პირველ სართულზე იქნება დიდი მისაღები, ხოლო მეორეზე ჩვენი საძინებელი, კიდევ სტუმრის და კიდევ მეორე სტუმრის

ასევე მეორე სართულზე გვექნება კაბინეტი, ანტიკვარული ავეჯითა და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით სადაც მე ვიმუშავებ რადგან პროფესორი ვიქნები

გვექნება ლამაზი ოთახი გარდერობი რადგან ჩვენი ვინტაჟური პალტოები ლამაზად ინახებოდეს

მე მექნება ბევრი შარვალ კოსტუმი, თავისი ჰალსტუხებითურთ ორნამენტებით და კიდევ ჰალსტუხის დამჭერებით

ჩემ ცოლს ექნება ლამაზი კაბები, სათვალეები და შარფები 

ასევე მოვწევთ ჯანსაღ თუთუნს, გვექნება სიგარეტების ლამაზი ჩასადებები

მე ვიქნები ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, უფრო მრჩეველი, რომელიც ასე პირდაპირ არ ჩანს მაგრამ ბევრი რამის უკანაა

ჩემი ცოლი იქნება მოდის ინდუსტრიის წამყვანი რგოლი და ფაქტიურად მისი გემოვნებით იქნება ხოლმე მსოფლიო მოდის დღის წესრიგი

ბავშვებზე არ ვიცი რა ვთქვა, ცოლს შევეკითხები :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

@მფრინავი.სამურაი 70 იანები?

მოსაწყენია

2170 იანებში სიამოვნებით! 

წარსულში რა მინდა როცა შემიძლია მომავალში მოგზაურობაზე დავთანხმდე? :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

@მფრინავი.სამურაი საფრანგეთი გალების პერიოდის მირჩევნია. ნადირით სავსე პირყველყოფილ ტყეებში ბუმბერაზი ხეების ქვეშ ჩამოცვენილი ფოთლების რბილ ხალიჩაზე კაი ჯანმრთელ ნატურალურ თეძოგანიერ დიაც(ებ)ს წამოვაქცევდი.
 
ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

@მფრინავი.სამურაი საფრანგეთი გალების პერიოდის მირჩევნია. ნადირით სავსე პირყველყოფილ ტყეებში ბუმბერაზი ხეების ქვეშ ჩამოცვენილი ფოთლების რბილ ხალიჩაზე კაი ჯანმრთელ ნატურალურ თეძოგანიერ დიაც(ებ)ს წამოვაქცევდი.
 
გამოქვაბულში ცხოვრებაზე არ გიფიქრია? 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, ნაკო said:

გამოქვაბულში ცხოვრებაზე არ გიფიქრია? 

იმ შემთხვევაში, თუ გვერდით შენ მეყოლებოდი ლეოპარდის ტყავში გახვეული კი არა და თუ მე და ჩემს ტომს უზარმაზარი ტერიტორია გვექნებოდა კაი ჯანსაღი ეკოსისტემით და ცივილიზებული ადამიანები არ შეგვაწუხებდნენ. 

პრინციპში შეიძლება ბევრი ფულის შოვნა, რამე ვებერთელა ტერიტორიის დათრევა და იქ მთელი მსოფლიოდან მსურველეის შეგროვება. შეიძლება ასეც მოვიქცე. მამანდე რაღცეები მინდა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. თან ნაკვეთიც საშოვნელია.

ჯეკ ლონდონს აქვს ერთი მოთხრობა სოლდური, წარმატებულ ბიზნესმენზე, რომელიც შინაგანი ველურის მოთოკვას ცდილობს. იყიდის ტრენაჟორებს და გამწარებული ვარჯიშობს, რომ როგორმე მოიქანცოს და დამშვიდდეს, ამგრამ ამან ის შედეგი გამოიღო, რომ კიდევ უფრო ძლიერი და საშიში გახდა. ღამღამობით რაღც ველურის ზმანით და კომბლით მოძრაობს ბუნებაში, კოიოტებს დასდევს ფეხდაფეხ და ამბავი. ცოლიც ვერ მოყავს ამ თავისი ამბების შიშით.
მერე ერთხელ დათვი შემოეხეტება მის ნაკვეთში, როცა ასე მოძრაობდა. ჰოდა ამ პერსონაჟმა თავის ძაღლებთან ერთად როგორც იქნა დაამარცა დათვი ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, მხოლოდ კომბალი ჰქონდა. ამ შემთხვის მერე ჩაცხრა მისი შინაგანი ველური, როგორც მახსოვს და ცოლიც მოიყვანა. 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

თან სათნადო მომზადებაც დაგვჭირდება, ველურ პირობებში თავი რომ გავიტანოთ.

1 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ჯეკ ლონდონს აქვს ერთი მოთხრობა სოლდური, წარმატებულ ბიზნესმენზე, რომელიც შინაგანი ველურის მოთოკვას ცდილობს. იყიდის ტრენაჟორებს და გამწარებული ვარჯიშობს, რომ როგორმე მოიქანცოს და დამშვიდდეს, ამგრამ ამან ის შედეგი გამოიღო, რომ კიდევ უფრო ძლიერი და საშიში გახდა. ღამღამობით რაღც ველურის ზმანით და კომბლით მოძრაობს ბუნებაში, კოიოტებს დასდევს ფეხდაფეხ და ამბავი. ცოლიც ვერ მოყავს ამ თავისი ამბების შიშით.
მერე ერთხელ დათვი შემოეხეტება მის ნაკვეთში, როცა ასე მოძრაობდა. ჰოდა ამ პერსონაჟმა თავის ძაღლებთან ერთად როგორც იქნა დაამარცა დათვი ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, მხოლოდ კომბალი ჰქონდა. ამ შემთხვის მერე ჩაცხრა მისი შინაგანი ველური, როგორც მახსოვს და ცოლიც მოიყვანა. 

მისგან განსხვავებით მე ჩემს შინაგან ველურს არ ვებრძვი. მე მიყვარს იგი და ვდილობ რამენაირი რეალიზაცია მოვუძებნო დღევანდელობაში. მეუღლესაც ისეთს ავირჩევ, ვისაც ასევე ეყვარება ჩემი არსების ეს ნაწილი.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share