Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

აქ სენიორ დისონანსში ხართ საკუთარ თავთან, რადგან~

ექიმი გრეისი და მისი კომმანდა გადავიდა ლურჯი კატების ცივილიზაციის მხარეს და ადამიანებს ხოცავენ

და ამას რეჟისორი ისე გთავაზობს რომ გახარებული ხარ ხო მიდი მიდი დაბრიდეთ ეგ ბოზები დახოცეთ ეგრე ...)))

 

1 საათის წინ, Eric said:

აიეს კი ძალიან სერიოზული მატრიცა ჩაგვიდგეს თავში და ესაა რომ 800 წელია ბოგანოებივით დავფორთხავთ

ორივე საკითხში დაგეთანხმებოდით სენიორ სამყაროს შემომქმედი რომ არ ყავდეს, და აი რატომ :

თუ სამყარო "შემთხვევით" შეიქმნა და ადამიანიც ისევე როგორც ხე, ფრინველი, ცხოველი კვდება და მორჩა, მაშინ ვჭამოთ-ვსვათ, ვიგულაოთ სანამ ცოცხლები ვართ და მოვიხვეჭოთ, გავმდიდრდეთ, ვიცხოვროთ ჯუნგლების კანონებით სუსტი დავჩაგროთ წავართვათ რა პრობლემაა, ვინ იქნება ჩვენი განმკითხავი ??? ანუ მეტი სიამოვნება მივიღოთ ამ ცხოვრებით, მაინც მოვკვდებით და ეს მაინც შეგვრჩეს ...

მაგრამ სამყარო რომ შემომქმედის შექმნილია და ამ შემომქმედს რომ თავისი წესები და კანონები გააჩნია ამას რა ვუყოთ ??? ადამიანს გარდა ხორცისა სულიც რომ გააჩნია, რომელიც სხვა სამყაროში გარდაიცვლება ამას რა ვუყოთ ???  ნახეთ ქრისტე რას უყვება მოციქულებს : - აბრაამი ეუბნება ჯოჯოხეთში მდიდარსო - "... შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები." (ლუკა 16:28) 

ადამიანს რომელსაც სჯერავს ქრისტესი და იმ ქვეყნიური სიცოცხლის ვერ/არ გაამართლებს დაპყრობას, დამონებას, წართმევას, კვლას, სვრას და ა.შ. 

ამას ამბობს ქრიტე : - ჩემს გამო დაგცინებენო, დაგამცირებენო, იდიოტებად ჩაგთვლიანო და გარიყულნი იქნებითო, მაგრამ არ შეგეშინდეთ, რადგან მეც ასე მექცეოდნენო და ასეთთა არის სასუფეველი ცათაო ... უთხრა მას იესომ: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. (მათე 11: 25) ...

(გიყვარდეს მოყვასი შენი თუ "სიდებილე" იყო და ვიღაცის მიერ 800 წლის წინ თავში ჩატენილი, არ ვიცოდი)

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
43 minutes წინ, kvipriane said:

(გიყვარდეს მოყვასი შენი თუ "სიდებილე" იყო და ვიღაცის მიერ 800 წლის წინ თავში ჩატენილი, არ ვიცოდი)

მონ დიე, სერიოზული თემა) დასწიეთ ისევ ქვევით უფსკრულში.

 

სენიორ გიყვარდეს მოყვასი შენი არის ერთი და გიყვარდეს სამ მეტრიანი ლურჯი კატა არის მეორე.

ამასთან უფალს არ უთქვამს არსად ლურჯი კატების გამო შენი მოყვასი ხოცეო ლიშბი კატები კარგად იყვნენ და ჟუჟე ადამიანები რამდენიც გინდაო.

ენდე? :lolz:

 

+ პანდორაზე ადამიანებს თავიდანვე შეეძლოთ ცეცხლით და მახვილით შესვლა და იქაურობის გადაბუგვა ხომ?

შეეძლოთ.

არ ქნეს, პირიქით, ცდილობენ კონტაქტში შევიდნენ, ექსპედიციაში მეცნიერთა ჯგუფი შეიყვანეს რომ ადგილობრივ ლურჯ ჰუმანოიდებთან კონტაქტში შევიდნენ რომ ინტერესები გათვალისწინებული იქნას,

არადა თავიდანვე შეეძლოთ სუფთა სამხედრო ექსპედიციის გაგზავნა და შემუსვრა ყველაფერის რაც დაცოცავს ხეზე თუ მიწაზე.

 

+ ადამიანები პანდორაზე ცეცლსასროლ იაღასაც არ იყენებენ მაშინ როცა ლურჯი კატები მშვილდისრებით ცხრილავენ აქეთ .

საადღაც ჯუნგლებში მეცნიერთა ერთი დასახლება მოსპეს კიდეც მთლიანად.

 

ამიტომ თქვენ როგორც აღწერთ ეგრე რომ ყოფილიყო პანდორას ორბიტიდან დაბომბავდნენ და ანობტანიუმის საბადოდან 2000 კმ ის რადიუსში ცოცხლს არაფერს დატოვებდნენ.

შემდეგ გადასხდებოდა დესანტი გააკეთებდა ჩეკ პოინტებს იფრენდნენ დრონები დადგავდნენ არტილერიას პერიმეტრზე

და ექსკავატორები მშვიდად იმუშავებდნენ საბადოში.

 

Edited by Eric
Share on other sites

1 საათის წინ, kvipriane said:

ან ეგ , თავისი ქვეყნის სიყვარული რაში გამოიხატება ?, ჩემი ქვეყნის დანგრევა გაყვლეფაში ???

სენიორ ი დავით IV რომ გყვავს გამოჭიმული წმინდანთა პანთეონში და საქართველოს ოქროს ხანაო რომ გვიხარია ხოლმე

როგორ ფიქრობთ ეგ ოქროს ხანა ფსალმუნების კითხვამ მოიტანა ?

აი იჯდნენ ფსალმუნებს კითხულობდნენ და ოქროს ხანა მოვიდა?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
53 minutes წინ, Eric said:

სენიორ გიყვარდეს მოყვასი შენი არის ერთი და გიყვარდეს სამ მეტრიანი ლურჯი კატა არის მეორე.

ამასთან უფალს არ უთქვამს არსად ლურჯი კატების გამო შენი მოყვასი ხოცეო ლიშბი კატები კარგად იყვნენ და ჟუჟე ადამიანები რამდენიც გინდაო.

აბსურდამდე მივდივართ სენიორ ერიკ, ჩვენ ვსაუბრობდით კონკესტადორებზე (თუ რაც ქვიათ) , მათი გამდიდრების სურვილზე და ამის გამო ბოროტების გაპრავებებზე, - რაც შეეხება ფილმს, ჩემთვის პირადად სრული უაზრობაა ის რაც არასოდეს არ მოხდება, რადგან სხვა პლანეტაზე ჩემი მოკრძალებული აზრით სიცოცხლე არ არსებობს, ხოლო მანდ ეგ კატები თუ რაც არიან ალეგორიულად გამოსახავენ სწორედ მაღალი ცივილიზაციის მიერ ჩაგრულ ჯგუფს, ესაა ჩემი წინააღმდეგობის მოტივიც , სენიორებს რომ ვეძახით ერთმანეთს და რაინდებად მიგვაჩნია თავი, რაინდის პირველი კანონი იყო : - დაიცავი უმწეონი !!! 

48 minutes წინ, Eric said:

სენიორ ი დავით IV რომ გყვავს გამოჭიმული წმინდანთა პანთეონში და საქართველოს ოქროს ხანაო რომ გვიხარია ხოლმე

როგორ ფიქრობთ ეგ ოქროს ხანა ფსალმუნების კითხვამ მოიტანა ?

აი იჯდნენ ფსალმუნებს კითხულობდნენ და ოქროს ხანა მოვიდა?

ფსალმუნებსაც კითხულობდნენ სერ, ბოროტ მტერსაც მუსრს ავლებდნენ, მტარვალებს და მტერთან კოჰაბიტირებულ ვაჭრუკანა მოღალატეებსაც ძელებზე სვავდნენ და ბოლოს "ლოცვანი სინანულისანი"-საც წერდნენ, - ფულის გამო არ აკეთებდნენ ამას, - დავითმა კარგად იცოდა სოლომონის ჰამბავი, მეფედ კურთხევისას სოლომონმა სიბრძნე რომ სთხოვა უფალს და არა სიმდიდრე, ამით სიბრძნეც მიიღო და სიმდიდრეც ;) ... სიბრძნით და უფალთან ერთობით შეძლო ამდენი, - ყველას დამთხვევად რომ მიაჩნია 1095-ში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა , - რაღა დავითის ხანას დაემთხვა ?  ... სულ დამთხვევებია თუმრე ეს ცხოვრება :)

ხოლო ეგ ხანა , მოიტანა სწორმა განათლებამ , ჭეშმარიტების შეცნობის სურვილმა და სიყვარულმა,  ხანძთელი-მთაწმინდელები

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, kvipriane said:

სენიორებს რომ ვეძახით ერთმანეთს და რაინდებად მიგვაჩნია თავი, რაინდის პირველი კანონი იყო : - დაიცავი უმწეონი !!! 

სენიორ სხვა რამეა, რაინდი სხვა რამ.

2 minutes წინ, kvipriane said:

ფსალმუნებსაც კითხულობდნენ სერ, ბოროტ მტერსაც მუსრს ავლებდნენ, მტარვალებს და მტერთან კოჰაბიტირებულ ვაჭრუკანა მოღალატეებსაც ძელებზე სვავდნენ და ბოლოს "ლოცვანი სინანულისანი"-საც წერდნენ, - ფულის გამო არ აკეთებდნენ ამას, - დავითმა კარგად იცოდა სოლომონის ჰამბავი, მეფედ კურთხევისას სოლომონმა სიბრძნე რომ სთხოვა უფალს და არა სიმდიდრე, ამით სიბრძნეც მიიღო და სიმდიდრეც ;) ... სიბრძნით და უფალთან ერთობით შეძლო ამდენი, - ყველას დამთხვევად რომ მიაჩნია 1095-ში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა , - რაღა დავითის ხანას დაემთხვა ?  ... სულ დამთხვევებია თუმრე ეს ცხოვრება

ძელებზე სვავდნენ? სადმე ეს წერია ქრისტიანულ ლიტერატურაში რომ ძელებზე გასვითო ხალხი? არამგონია.

იესომ ახსენა სადმე? ბასილი დიდმა? თეოფილაქტემ?

მიმითითეთ სენიორ

Share on other sites

7 minutes წინ, kvipriane said:

ფულის გამო არ აკეთებდნენ ამას, - დავითმა კარგად იცოდა სოლომონის ჰამბავი, მეფედ კურთხევისას სოლომონმა სიბრძნე რომ სთხოვა უფა

შესაძლოა ფულის გამო არ აკეტებდნენ მაგას, მარა ფულის გარეშე ვერ გააკეთებდნენ

ცხენებს აღჭურვილობს ლაშქარს ბევრი ფული ჭირდება. ეგ ყველაფერი ციდან არ ცვიოდა.

ამიტომ თუ ფული იხარჯებოდა ამაზე ესეიგი საიდანღაც ფულით უნდა შეევსოთ. გამოდის რომ ფულის გამო(ც) კეთდებოდა საქმე.

ისე მაქსიმუმ ერთი წელი ეჭენავა რიკოთზე და ვსე))

Share on other sites

6 minutes წინ, Eric said:

მოღალატეებსაც ძელებზე სვავდნენ და ბოლოს "ლოცვანი სინანულისანი"-საც წერდნენ,

რამხელა შეღავათია ძელით უკანალგახეული მკვდარისთვის სენიორ არა?

მისმა მკვლელმა გალობანი სინანულისანი დაწერა,

ეს რომ ცოდნოდა ხო თავისით ჩამოეგებოდა ძელზე?

ნუ წესით , ალბათ

Share on other sites

  • ფორუმელი

 

1 საათის წინ, Eric said:

სენიორ გიყვარდეს მოყვასი შენი არის ერთი და გიყვარდეს სამ მეტრიანი ლურჯი კატა არის მეორე.

30. მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.

31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.

32. ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.

33. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;

34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.

35. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.

36. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?

9 minutes წინ, Eric said:

ძელებზე სვავდნენ? სადმე ეს წერია ქრისტიანულ ლიტერატურაში რომ ძელებზე გასვითო ხალხი? არამგონია.

იესომ ახსენა სადმე? ბასილი დიდმა? თეოფილაქტემ?

მიმითითეთ სენიორ

არ წერია და ვერც ეწერება !!!  

მაგრამ, მოდიხარ, ქვეყანას მიოხრებ, ხალხს მიწიოკებ, ადგილობრივ მოსახლეობას გენოციდს უწყობ, უნდა აჰყარო ძირძველი მიწიდან, გადამისახლო, დამიმონო , დამიხოცო და გამიუბედურო და რომ მოგკლა ისიც აღარ გინდა კაცო ??? :D და ძელზე კი არა ნაძვის ხეზე დავსვავ მასეთს , და არა მარტო მე, თქვენც შემომიერთდებოდით სენიორ ერიკ და ბატონი ტანკიც ამ ამბავში :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share