Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
57 minutes წინ, Eric said:

მაგრამ პლანეტა დაპატარვდა სენიორეს, გასაწრთვნელი გაწრთვნილია, აღმოსაჩენი აღმოჩენილი, დასახოცები დიდიხანია მიწაში წვანან

მა ძია ილონა?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

1. სვეტი ძველ აღთქმაში და მისი დადებითი შინაარსი

ბიბლიურ სამყაროში სვეტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის უმეტესწილად უჩვეულო, უცნაურ გარემოებებში მოიხსენიება, მაგრამ ძირითადად მაინც ორ კონტექსტში გვხვდება: სვეტი როგორც ნაგებობის საყრდენი და სვეტი, რომელიც თავისთავად დგას. არსებობს გამონაკლისებიც. თუ ბიბლიაში ყურადღებას სვეტების მეტაფორულ მნიშვნელობაზე გავამახვილებთ, უფრო მეტ ნაირსახეობას ვიხილავთ. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათ სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა" (ფსალმ. 143:12). ეს არის ხატი ბრწყინვალე სილამაზისა, რომელსაც სამი ათასწლეულის შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა.

ბიბლიაში სვეტი ძირითადად სიმბოლური შინაარსის მატარებელია. ბიბლიური თვალსაზრისით, როგორც დიდი ნაგებობები, ისე მიწაც და ცაც საჭიროებს სვეტებს (1 მეფ. 2:8; იობ. 9:6; 26:11). იობის წიგნში (9:6) ნათქვამია: "მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები"; სამლოცველოს რელიგიურ შინაარსს აძლიერებდა სოლომონის ტაძრის კარიბჭესთან მდგარი ორი სპილენძის სვეტი, რომლებსაც საყრდენის დანიშნულება არ ჰქონიათ. სვეტებს თავიანთი სახელები - იაქინი და ვოაზი ჰქონდა (3 მეფ. 7:15-22; იერ. 52:21-23). მორწმუნეებს მიაჩნდათ, რომ ხალხის დასალოცად მობრძანებულ უფალს ჯერ სვეტებს შორის უნდა გაევლო და შემდეგ შესულიყო სალოცავში. გარდა ამისა, ეს უზარმაზარი მონოლითური ფიგურები იმასაც მიანიშნებდნენ, რომ ღმერთი ურყევია. სვეტების გვერდით მდგომი ადამიანები კი საკუთარ უსუსურობას უფრო ნათლად აცნობიერებდნენ. სხვაგვარად უკავშირდება უფალს გამოსვლის წიგნში აღწერილი შემთხვევა: "და აღაშენა მოსე საკურთხეველი სვეტი და უწოდა სახელი მისი უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი" (გამ. 17:15-16); ხშირად სვეტის აღმართვით გარკვეული ადგილი მოინიშნებოდა. მაგალითად, იაკობმა ის ქვა, რომელიც თავსადებად ჰქონდა, ღმერთთან შეხვედრის სამახსოვროდ აღმართა: "ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი, სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა" (დაბ. 28:18; შეადარე დაბ. 31:13; 35:14); სვეტი შეიძლება გამვლელის ყურადღების მისაქცევად აღმართულიყო - რაქელის საფლავი იაკობმა ღირსსახსოვარ ადგილად მონიშნა: "აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რაქელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე" (დაბ. 35:20); სვეტი მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსანიშნავადაც აღიმართებოდა. ასე მოიქცნენ იაკობი და ლაბანი: "მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის. აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად" (დაბ. 31:44-46 და შემდეგ); აგრეთვე უფალსა და ერის სახელით მოლაპარაკე ადამიანს შორის: "დაწერა მოსემ უფლის სიტყვები, ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით" (გამ. 24:4); ასევე უფალსა და ერს შორის დადებული პირობის მოწმობად: "ჩაწერა ისუმ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა" (ნავ. 24:26-27); დაბოლოს, სვეტი ხშირად გამოიყენება წმინდა ადგილების, მაგალითად, კარვის (სავანისა) და ტაძრის აღწერილობაში.
 

2. უარყოფითი შინაარსი

ზოგჯერ სვეტს ძეგლის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "აბესალომს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა აღმრთული სვეტი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. თავისი სახელი უწოდა სვეტს და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი" (2 მეფ. 18:18). აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ძეგლები, როგორც წარმართული ტრადიციის გაგრძელების ნიშნები, ხშირად თაყვანისცემის სუბიექტები ხდებოდა, ამიტომ ძეგლების დადგმა კანონით იკრძალებოდა: "არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი" (ლევ. 26:1). იგულისხმება ადამიანთა მიერ აღმართული ძეგლები და არა ღვთის მიერ ნაბოძები სვეტები.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ საკერპეში ქანდაკების აღმართვის ტრადიცია მართლაც არსებობდა. მაცებების (ნაკურთხი ქვები) გვერდით აშერებიც (ნაკურთხი სვეტები) იდგა (გამ. 34:13; რჯლ. 7:5; 3 მეფ. 14:23; 4 მეფ. 17:10). ქვები მამაკაც ღვთაებას განასახიერებდნენ, ხოლო სვეტები ქალურ საწყისს (ეს. 17:8). სავარაუდოა, რომ ამ მიზნისთვის თავდაპირველად სამსხვერპლოს მიჯრით მდგარ ხეებსაც იყენებდნენ.

კერპთაყვანისმცემლური ტრადიციების განადგურების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ ეპიზოდი, რომელშიც ორი საყრდენი სვეტის დაძვრის შედეგად უშველებელი საკერპე ტაძარი მთლიანად ინგრევა. ეს იყო სამსონის უკანასკნელი გმირობა. წმინდა წერილში საყრდენი სვეტები მხოლოდ თავის პირდაპირ დანიშნულებას როდი ასრულებენ, ერთი შეხედვით, არქიტექტურული დანიშნულების სვეტები ხშირად კულტის ფუნქციასაც ითავსებდნენ. "თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგ მყოფ ხალხს" (მსაჯ. 16:23-30).

ღვთის სიტყვის უგულებელყოფის გამო ლოთის ცოლი მარილის სვეტად გადაიქცა. უფალი მიგვითითებს: "გაიხსენეთ ლოთის ცოლი" (ლუკ. 17:32). "ანგელოსებმა გამოიყვანეს ქალაქის გარეთ ლოთი, მისი ცოლი, ორი ქალიშვილი და უთხრეს მათ: "აქედან გაიქეცით, უკან ნუ მოიხედავთ და გზაზე ნუ გაჩერდებით, რომ თქვენც არ აღმოიხოცოთ". როცა ლოთი მივიდა სიგორს, ღმერთმა ზეცით აწვიმა გოგირდი და ცეცხლი, დააქცია სოდომ-გომორი და მახლობელი ადგილები, ამოწყვიტა იმათი მცხოვრებნი და ცხოველები. ლოთის ცოლმა მიიხედა უკან და მარილის სვეტად იქცა" (დაბ. 19:1-26).

სვეტი, რომელიც ღმერთთან შეტოლების მიზნით შენდებოდა, ცნობილია როგორც ბაბილონის გოდოლი. მამის მიმართ შემცოდე ქამის შთამომავლებს გაყრა და მთელ ქვეყანაზე გაბნევა ემუქრებოდათ. თქვა უფალმა: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:25). ქამის შთამომავლებმა ღვთის ნებასთან დაპირისპირება გადაწყვიტეს და ერთად ყოფნის მიზნით, "თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:4) და სხვა ხალხებთან ერთად დიდი ქალაქისა და უშველებელი სვეტის სახით გოდოლის მშენებლობა დაიწყეს. ბაბილონის გოდოლის ამბავი არ არის დანაშაულისა და სასჯელის შესახებ მოთხრობილი რიგითი ისტორია; შესაქმისა და წარღვნის ისტორიებთან ერთად ის რადიკალურად უპირისპირდება ღმერთის შესახებ მითოლოგიურ და ლეგენდარულ წარმოდგენებს. უძველეს სამყაროში ბაბილონი განთქმული იყო მრავალიარუსიანი ტაძრით - ზიკურათი (საფეხურებად აგებული საკულტო კოშკი), რომლის საძირკველიც ქვესკნელიდან იწყებოდა და ბრწყინვალე სვეტით ზეცაში მთავრდებოდა. ბიბლიის მიხედვით კი ზეციდან ბაბილონის გოდოლი იმდენად შორს იყო, რომ საერთოდ არ ჩანდა. ღმერთს ნაგებობის დასანახად ჩამობრძანება დასჭირდა: "ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ" (დაბ. 11:5). უძველესი თქმულებების მიხედვით, ბაბილონი "ღმერთის კარს" ნიშნავდა და ხალხის წარმოდგენით ამ ქალაქის მოსახლეობა ღმერთთან ყველაზე მეტად იყო დაახლოებული. ბაბილონი მაშინდელი მსოფლიოს რელიგიურ, სულიერ და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა. სინამდვილეში ბაბილონი "ღმერთის კარი" ანუ ცათა სასუფევლში შესასვლელი კარი კი არა, "აღრევა" და "უწესრიგობა" იყო. გოდოლი სიბრძნემ და მაღალმა სულიერებამ კი არა, სიბრიყვემ და ჭეშმარიტების წინაშე გამოჩენილმა სიამაყემ დაანგრია და გაანადგურა. "ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:9). სხვაგვარად რომ განვმარტოთ, ადამიანებმა ვერ დაინახეს ღვთის ნება, რომლის აღსრულებაც მათ ცოდვისგან იხსნიდა და ღვთის მადლის ძალას შეიძენდა. ქამის შთამომავლები საკუთარი ტექნიკური მიღწევებით თვითონვე გაოცდნენ და გადაწყვიტეს ისინი ჭეშმარიტებისთვის დაეპირისპირებინათ. გოდოლად აშენებული სვეტის საშუალებით ღმერთთან შეტოლება მოინდომეს, ჭეშმარიტი ღმერთი დაივიწყეს და თავიანთ წარმოდგენაში აღძრულ ღვთაებასთან მისასვლელი გზის მშენებლობა წამოიწყეს. ფორმალურად ბაბილონის მშენებლები ადამიანების ერთობისა და კეთილდღეობისთვის იღვწოდნენ, სინამდვილეში კი მათი მამოძრავებელი ძალა ამპარტავნება იყო. ხალხს ქვესკნელისა და ზეცის გასაერთიანებლად ამუშავებდნენ, ბოლოს კი მათი ცხოვრება და საქმე იგავში დაინთქა და განადგურდა.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ საკერპეში ქანდაკების აღმართვის ტრადიცია მართლაც არსებობდა. მაცებების (ნაკურთხი ქვები) გვერდით აშერებიც (ნაკურთხი სვეტები) იდგა (გამ. 34:13; რჯლ. 7:5; 3 მეფ. 14:23; 4 მეფ. 17:10). ქვები მამაკაც ღვთაებას განასახიერებდნენ, ხოლო სვეტები ქალურ საწყისს (ეს. 17:8). სავარაუდოა, რომ ამ მიზნისთვის თავდაპირველად სამსხვერპლოს მიჯრით მდგარ ხეებსაც იყენებდნენ.

კერპთაყვანისმცემლური ტრადიციების განადგურების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ ეპიზოდი, რომელშიც ორი საყრდენი სვეტის დაძვრის შედეგად უშველებელი საკერპე ტაძარი მთლიანად ინგრევა. ეს იყო სამსონის უკანასკნელი გმირობა. წმინდა წერილში საყრდენი სვეტები მხოლოდ თავის პირდაპირ დანიშნულებას როდი ასრულებენ, ერთი შეხედვით, არქიტექტურული დანიშნულების სვეტები ხშირად კულტის ფუნქციასაც ითავსებდნენ. "თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგ მყოფ ხალხს" (მსაჯ. 16:23-30).

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
58 minutes წინ, Seth said:

https://www.businessinsider.com/elon-musk-spacex-land-humans-mars-10-years-worst-case-2021-12?r=US&IR=T#:~:text=Elon Musk said SpaceX will land humans on Mars with,in the worst-case scenario.&text="The fundamental optimization of Starship,told Fridman on the podcast.

 

40 minutes წინ, t-90 said:

მა ძია ილონა?

ჩემი აზრით ეს აშკარად კონტრელიტის პროექტია სენიორეს. ერტი ნაწილი რაღაც სოლომონის ტაძარს აშენებს და ძველი ტექსტებით აშკარად მანიპულირებს, და ეს ლოგიკურიცაა, რა იქნება მარსზე იქნება არ იქნება და როდის რა იქნება მოდით ჯერ აქ გადავწყვიტოთ რა და როგორ )))

ხოლო მეორე ნაწილი გაშმაგებული მიიწევს კოსმოსში

თუმცა არ ვიცი

ჯეიმს ბონდში არანაირი კოსმოსი არ ჩანს, კლავენ ბოლოს. და მანამდე უაბშე ...

მოგახსენებთ მოგვიანებით.

 

+

უნდათ კი აქ დარჩენილებს ხვადების განვითარებული მარსი?

რადგან ძალიან მალე მარსიელების ხომალდები დედამიწაზე დაჯდებიან და აქაურებს გადაკუზავენ ისევე როგორც

ესპანელებმა აცტეკები გადაკუზეს )

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჰმ, საინტერესო მოსაზრება აამოვიკითხე ვიქტორ ტორგუნოვის პოსტში იაქინისა და ვოაზის შესახებ :

"ვიყავ განდობილი ქვისმთლელთა შორის და მინახავს იაქინი და ვოაზი" - ამ სიტყვებით იწყებიდა თურმე ინგლისის მასონთა რიგებში მიღების პროცედურა და თანამედროვე მასონებშის შენარჩუნებული ყოფილა აღნიშნული ტრადიცია . 

და საინტერესო ვერსია გამოთქმული ბაალის კერპის შესახებ ...

ანუ, გამოდის რომ : - იაქინისა და ვოაზის სვეტებში გატარება , ცეცხლში გატარებას ნიშნავს "ოკულტურ ენაზე"

Натыкавший в "поисковике" слова "яхин и воаз" получит убийственную дозу разнообразного иудо-масонского непотребства: 22 900 "ответов". Действительно, среди множества символов иудо-масонства образ "Храма Соломона" выделяется. Впрочем, для адептов Храм этот вовсе не "Соломонов", он - "бет Хирам": "дом Хирама". === Наши наивные этимологи возводят русское слово "храм" (а также слово "хоромы") к ИЕ корню *sker-, "резать", и к иным корням, непричастным к появлению этих слов. Слово "храм" - изначально - "(дом) Хирама". Оно, как инфекция, проникло на Русь в 10 веке из Болгарии, поражённой в ту эпоху богомерзкой "богомильской" ересью, позже растворившейся в пред-масонских обществах. === Для масонов в их Храме "главное" - вовсе не Святое Святых, а самое удалённое от него построение: две медные колонны у портала, между которыми проходил всякий входящий в Иерусалимский Храм. "Я был посвящён в каменщики, Воаза и Яхина я видел". Этими ритуальными словами начиналась процедура приёма в члены средневековых союзов каменщиков Англии, и они сохранены в современном масонстве. Значение этих "имён" стало ясно лишь тогда, когда Михаил Васильевич Никольский опубликовал свою работу, им посвящённую: Iakhin и Bo'az, - в сборнике "Χαριστηρια в честь Ф.Е.Корша", Москва, 1896, с.421-432. Эта работа - единственный вклад России в библейскую экзегетику, - до трудов Игоря Михайловича Дьяконова. "Имена" эти - кощунственная молитва на финикийско ba'al  'oz,м языке: jakun  "да будет Ваал силою!" Эти финикийские медные колонны были символизацией "проведения через огонь" во славу Молоха. Иудея погибла в этом огне.

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
12 minutes წინ, Seth said:

ხირამი სერიოზული კაცი იყო პატივცემულო.

მუსიე სეტ, რომელი იყო ძველი ეპოქიდან არასეროზული კაცი ? :)

არასერიოზულ კაცს, განა ვინმე რამეს ჩააბარებს ?

ეგვიპტელების ძმაკაცი იყო :)  ეგვიპტურ ცნობეში ტიროსი სერიოზულ საზღვასნო-სავაჭრო ქალაქადაა მოხსენიებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე

ხირამ I -ის დახმარებით ააგო სოლომონმა იერუსალიმის ტაძარი, კაი მეგობრობა და მოკავშირეობა ჰქონდათ თურმე :)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

უნდათ კი აქ დარჩენილებს ხვადების განვითარებული მარსი?

ისევე უნდათ როგორც თავის დროზე დედამიწის ათვისება უნდოდათ.

 

ამ თეორიას მეტ-ნაკლებად ვიცნობ სენიორ და არ ვეთანხმები. 

მე ყოველთვის პროგრესის თეორიის მომხრე ვიყავი და ამ საკითხსაც ამ ჭრილში ვუყურებ.

ადგილზე განვითარების შესაძლებლობები არის ამოწურული. ერთადერთი გზა არის ცაში. ეს წესით კარგად უნდა ესმოდეთ ვისაც ჯერ არს. ყველა სხვა შემთხვევაში ურთიერთგანადგურება არის გარდაუვალი. 

იმჰო, ამიტომაც მიდის გამალებული მუშაობა მარსისთვის.

Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, რომელი იყო ძველი ეპოქიდან არასეროზული კაცი ? :)

არასერიოზულ კაცს, განა ვინმე რამეს ჩააბარებს ?

ეგვიპტელების ძმაკაცი იყო :)  ეგვიპტურ ცნობეში ტიროსი სერიოზულ საზღვასნო-სავაჭრო ქალაქადაა მოხსენიებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე

ხირამ I -ის დახმარებით ააგო სოლომონმა იერუსალიმის ტაძარი, კაი მეგობრობა და მოკავშირეობა ჰქონდათ თურმე :)

მასვნებს აქვთ სიმბოლოები ჩაქუჩი, ფარგალი და გონიო.

ჩაქუჩი ხირამს ჩასხეს თავში, ფარგალი ყელში და გონიო მუცელში.

როგორც მახსოვს ასეა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share