Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, Eric said:

სამივეზე გამოსახულია ძალაუფლების სისტემა

გასაგებია სენიორ მე მესმის თქვენი

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

სამივეზე გამოსახულია ხალხი სპეციალური რეგალიებით მხრებზე შუბლზე თავზე ხელებში

დიახ , სამივეზე გამოსახულია რეგალიები, მაგრამ განსხვავება ამ რეგალიების მიღებაშია სენიორ

განა ერთიდაიგივენაირად მიიღეს რეგალიები ინგლისის დედოფალმა და პოკაჰონტასის მამამ ??????????

პირველმა მიიღო მომხვეჭელობით, მეორემ გაცემით - ამაშია სხვაობა

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

1 minute წინ, kvipriane said:

პირველმა მიიღო მომხვეჭელობით, მეორემ გაცემით - ამაშია სხვაობა

როგორ გეკადრებათ) სენიორ

მხოლოდ მომხვეჭელობით ინგლისის დედოფალი სამ წელიწადსაც ვერ გაზლებდა ტახტზე სენიორ.

და ამასთან თუ დღევანდელ ბრიტანეთში მოსახლეობის ყოფას შევხედავთ ვერ ვიტყვით რომ დედოფალმა გაცემა არ იცის )

 

და ვერც ინდიელების ბელადზე ვიტყვით რომ გასცემდა მხოლოდ, და ყველა მეზობელი და იმის იქითა ტომები მასთან მოდიოდნენ ხალიავას არიგებსო)))

 

ის იდეა რაც თქვენ მოგწონთ, ყველაფრის გაცემა, ამას ველურებში ჰქვია -> პოტლაჩ

და ემსახურება ისევ ძალაუფლების შენარჩუნებას. და არა რაღაც ზეჰარმონიას))

უბრალოდ ველურებმა პრიმიტიული საზოგადოების გამო ძალაუფლების შენარჩუნების სხვა მექანიზმი ვერ მოიფიქრეს.

 

პოტლაჩ

Share on other sites

Posted (შესწორებული)

და .. მოკლედ ჯონ სმიტ ჩაიბარებს კოლონიის შეფობას და ამასობაში კაპიტანი ნიუპორტიც დაბრუნდება ინგლისიდან გემებით და ხალხით, ფრიად კმაყოფილი დარჩება ჯონ სმიტის მოღვაეწებით და ამ უკანასკნელს გადასცემს დედოფლის სურვილს - "ჯონ სმიტმა ჩაიბაროს რამდენიმე ხომალდი და ინდოეთისკენ ახალი გზები მოძებნოს"

და ჯონ სმიტი ტოვებს პოკაჰონტასს კოლონიაში ტოვებს კოლონიას და მიემგზავრება საით თვითონაც არ იცის წესიერად

ნუ ეხლა დიალოგები ტიპა

- იცი პოკი ) მე ოჯახისთვის შექმნილი კაცი არ ვარ )))

- პოკიშ მთელი ჩემი ოცნება ინდოეთის პოვნაა მე ...

აღარაა საინტერესო.

ჯონმა მიატოვა პოკაჰონტასი, მედეა , ნეიტირი და დაადგა იმ გზას რასაც დაბადებიდან ადგა, სისტემის იერარქიას რადგან სისტემის ნაწილია თავად.

ხოლო პოკაჰონტასი სხვა ინგლისელს გაჰყვა ცოლად და საბოლოოდ ბრიტანეთში დედოფალთანაც წაარსდგა და კეთილმოწყობილ ინგლისურ მამულის დიასახლიად მოკვდა.

ცოტა ხნით ადრე ინგლისში ერთმანეთსაც ხვდებიან პოკი და ჯონი, პოკი ეკითხება

- იპოვე ინდოეთი?

-ვერა

 

სევდიანი ფილმია

პოკი ინგლისში

 

მარა საინტერესო ეხლა იწყება ))

film-original-titre-nouveau-monde-la-titre-en-anglais-nouveau-monde-la-film-realisateur-terrence-malick-annee-2005-stars-q-orianka-kilcher-credit-new-line-cinema-album-p1gt2b.jpg

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

  

3 საათის წინ, Eric said:

შესაძლოა სენიორ სრულიად, )) და უფრო სწორედ მისი გემზე ოკეანეში ე.წ თავხედური გამონათქვაების მიზეზიც ეს უნდა ყოფილიყო. რადგან საქმე ორმაგად სერიოზულია, ჯერ გაშლილ ოკეანეში კარაველა ყოველთვის სერიოზულია და მეორეც, კომპანია ახალშენებს აარსებს ახალ სამყაროში და იქ სანამ ჩავლენ და მერეც გამუდმებით მიდის მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად თავად ამ პრობლემების ფორმირების საწყის ეტაპზევე.

მაგალითად ლიდერის თვისებებით მჭედელი კოლონიაში არავის ჭირდება სენიორ, მჭედელი უნდა იყოს მხოლოდ მჭედელი ხოლო ლიდერებს თავად კომპანია წყვეტს რაოდენობას და რეზერვსაც.

ცხადია.

ამიტომაც არის ჯონ სმიტი და არა ჯონ ტრალალა ერლ ოფ ტრულალა ტრალალა ტრულალა, :D

შესაბამისად ახალშენების მოსაწყობად საჭიროა ან "უმცროსი შვილები" ან ჯენტლმენები ამ სიტყვის ბრიტანული გაგებით.

2 საათის წინ, Eric said:

 

ამიტომ ეს სახეშეღებილი ხალხი ბევრად სერიოზული ხალხია ვიდრე ვისაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ ტელევიზიით თანამედროვედ ჩაცმულ მოუბარებს გურჯ პოლიტიკოსებს რომლებიც ძალაუფლების ინტელექტუალური ხარისხით XVII საუკუნის ინდიელებზე დაბლა დგანან

და ეს სულაც არაა სასაცილო ((

სახეშეღებლებს უბრალოდ კონკრეტულმა რაღაცეებმა არ გაუმართლეს თორემ ის ფაქტი რომ არ ამწყდნენ და ამერიკაში შეძლეს პრივილეგიების მოპოვება ეგ მაგათი დამსახურებაა. 

2 საათის წინ, Eric said:

მარა მერწმუნეთ არც პანდორაზე მოხდებოდა მშვიდობიანად რომ ომატიკაის კლანმა საცხოვრებლად ბაობაბის ხე დაითრია იქაც ვიღაცას აჯობეს

და არც მაგ ინდიელებმა მშვიდობიანად ეგ ლამაზი ადგილი.

ყველგან ასეა.

იქ პირდაპირ ამბობენ რო ვიღაცის ბაბუა მოაჯდა ტურუკს და გახდა ტურუკ მაკტო და დაიწყო დანარჩენების გაერთიანება.

გაერთიანება ნიშნავს დღვნას და შიმშილს. :D

2 საათის წინ, kvipriane said:

ბუნება კეთილია სენიორ, - იგივე ხდება ბუნებაში რაც მაღლა დავწერე ოღონთ საკუთარი ნებით, სიხარულით ასრულებ ამას და რის გამო იცით ???

სენიორ.

აი ჯუნგლებში რო ჩაგაგდონ ორი დღე მერე ნახამთ რა "კეთილია" ბუნება :D

1 საათის წინ, kvipriane said:

პირველმა მიიღო მომხვეჭელობით, მეორემ გაცემით - ამაშია სხვაობა

რა გაცემით ? სკალპის აღბეა არის ინდიელების მოგონილი.

მანდ ორ ასოს თუ შევცვლით კიდე შეიძლება სიმართლეს დაემსგავსოს :D

1 საათის წინ, Eric said:

ჯონმა მიატოვა პოკაჰონტასი, მედეა , ნეიტირი და დაადგა იმ გზას რასაც დაბადებიდან ადგა, სისტემის იერარქიას რადგან სისტემის ნაწილია თავად.

ხოლო პოკაჰონტასი სხვა ინგლისელს გაჰყვა ცოლად და საბოლოოდ ბრიტანეთში დედოფალთანაც წაარსდგა და კეთილმოწყობილ ინგლისურ მამულის დიასახლიად მოკვდა.

ცოტა ხნით ადრე ინგლისში ერთმანეთსაც ხვდებიან პოკი და ჯონი, პოკი ეკითხება

- იპოვე ინდოეთი?

-ვერა

დონია მარინს ისტორია ეგრე არაა?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Eric said:

მხოლოდ მომხვეჭელობით ინგლისის დედოფალი სამ წელიწადსაც ვერ გაზლებდა ტახტზე სენიორ.

და ამასთან თუ დღევანდელ ბრიტანეთში მოსახლეობის ყოფას შევხედავთ ვერ ვიტყვით რომ დედოფალმა გაცემა არ იცის )

სენიორ წაგართმევთ თქვენ 1000 ფუნტს და გადმოგიგდებთ იქედან 100-ს , - ესაა გაცემა ????

 

4 საათის წინ, Eric said:

და ვერც ინდიელების ბელადზე ვიტყვით რომ გასცემდა მხოლოდ, და ყველა მეზობელი და იმის იქითა ტომები მასთან მოდიოდნენ ხალიავას არიგებსო)))

ხალიავა , როგორც ასეთი, ანუ "პოტლაჩზე" არიან ეგენი გაზრდილები, მაგათთან ადამიანად ის ითვლება ვინც გასცემს, დადგენილია ეს, ანუ თუ გინდა რომ ადამიანად მიგიჩნიონ "პოტლაჩი" (გაცემა) უნდა ჩაატარო, იყო შემთხვევები როდესაც ყველაზე დიდი ადამიანები მათ შორის მთელ ქონებას გასცემდნენ რაც კი ებადათ ... 

 

4 საათის წინ, Eric said:

ის იდეა რაც თქვენ მოგწონთ, ყველაფრის გაცემა, ამას ველურებში ჰქვია -> პოტლაჩ

და ემსახურება ისევ ძალაუფლების შენარჩუნებას. და არა რაღაც ზეჰარმონიას))

უბრალოდ ველურებმა პრიმიტიული საზოგადოების გამო ძალაუფლების შენარჩუნების სხვა მექანიზმი ვერ მოიფიქრეს.

ასე ყველა ერთხმად სენიორ ? ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიის, ახალ ზელანდიის, სხვადასხვა კუნძულების ხალხები ასე ერთ ჭკუაზე რამ დააყენათ არ გიკვირთ ? მათ ხომ ერთმანეთთან კონტაქტი არასოდეს ქონიათ ... პლიუს ამას , როდესაც ეკითხებოდნენ ვინ გასწავლათ, საიდან ასეთი რიტუალიო? - ყველა ერთხმად აღიარებდა რომ ღმერთი ასეთია, უანგაროდ გამცემი და ჩვენ ამ რიტუალით მას უნდა მივემსგავსებითო ...

 

3 საათის წინ, t-90 said:

სენიორ.

აი ჯუნგლებში რო ჩაგაგდონ ორი დღე მერე ნახამთ რა "კეთილია" ბუნება :D

ჩამაგდებ და ცოტა ხანში იმ ჯუნგლების გაქრისტიანებული ხალხით რომ დაგადგები ალილუიას ძახილით მერე ნახამ  :D :up: 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, kvipriane said:

ასე ყველა ერთხმად სენიორ ? ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიის, ახალ ზელანდიის, სხვადასხვა კუნძულების ხალხები ასე ერთ ჭკუაზე რამ დააყენათ არ გიკვირთ ? მათ ხომ ერთმანეთთან კონტაქტი არასოდეს ქონიათ ... პლიუს ამას , როდესაც ეკითხებოდნენ ვინ გასწავლათ, საიდან ასეთი რიტუალიო? - ყველა ერთხმად აღიარებდა რომ ღმერთი ასეთია, უანგაროდ გამცემი და ჩვენ ამ რიტუალით მას უნდა მივემსგავსებითო ...

ველური ველურია სენიორ კანადაშიც და ახალ ზელანდიაშიც.

ჯერჯერობით ბრიტანეთიდან დედოფლით შეწუხებული  ხალხის მასიური გადინება ჩდრილოეთ ამერიკის ინდიელებთან ამაზონის თუ პაპუა ახალი გვინეის ჯუნგლებში არ შეინიშნება სენიორ.

 

როგორც ბადეჯუნიორები იტყვიან ხოლმე - იფიქრეთ ამაზე ))

2 საათის წინ, kvipriane said:

ჩამაგდებ და ცოტა ხანში იმ ჯუნგლების გაქრისტიანებული ხალხით რომ დაგადგები ალილუიას ძახილით მერე ნახა

ეს იერუსალიმში გაშლილი დროშები ბულგარეთში და საბერძნეთში ქართული ტაძრები ასე რომ ვამაყობთ

ფსალმუნების კითხვით არ მოსულა სენიორ.

განჯა ერევან არზრუმ ირან ავღანეთ ტრაპიზონის ველებზე სისხლის ქცევით და ხმლის ქნევით მოვიდა.

ხმლის ქნევით მიღებულ მაყუთს აგზავნიდნენ მეფეები მაგ მონასტრების შესანახად და აურაცხება მაყუთი იგზავნებოდა

როგორც კი ხმლის ქნევა ვეღარ შევძელით გასაგზავნი მაყუთიც გაქრა და მაგ მონასტრებშ ეხლა ისინი სხედან ვისაც მაყუთი ჰქონდა და აქვს.

თორემ ფსალმუნებს წესიერად კიდევ კაი ხანს ვკითხულობდით ))

2 საათის წინ, kvipriane said:

ხალიავა , როგორც ასეთი, ანუ "პოტლაჩზე" არიან ეგენი გაზრდილები, მაგათთან ადამიანად ის ითვლება ვინც გასცემს, დადგენილია ეს, ანუ თუ გინდა რომ ადამიანად მიგიჩნიონ "პოტლაჩი" (გაცემა) უნდა ჩაატარო, იყო შემთხვევები როდესაც ყველაზე დიდი ადამიანები მათ შორის მთელ ქონებას გასცემდნენ რაც კი ებადათ ... 

)))

საიდან და როდის ჩაგვიდეს ეს ბაგი თავში და ვინ დაიდო ჩვენი ცოდვა?

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

ველური ველურია სენიორ კანადაშიც და ახალ ზელანდიაშიც.

კეთილი, ნება თქვენია სენიორ ...

1 საათის წინ, Eric said:

ეს იერუსალიმში გაშლილი დროშები ბულგარეთში და საბერძნეთში ქართული ტაძრები ასე რომ ვამაყობთ

ფსალმუნების კითხვით არ მოსულა სენიორ.

ნამდვილად ასე ფიქრობთ სენიორ რომ ფსალმუნების კითხვის გარეშე ანუ იდეის გარეშე რაიმე დიდი შესაძლებელია ?

1 საათის წინ, Eric said:

საიდან და როდის ჩაგვიდეს ეს ბაგი თავში და ვინ დაიდო ჩვენი ცოდვა?

არაა ეს ბაგი სენიორ, თუმცა ამ წუთას და ამ ქვეყანაში ეს არ სჩანს, - ჩადებით კი თავიდანვე ჩაიდო ადამიანში როგორც სჩანს , ველურებს რომ შევეშვათ, როგორც გახსოვთ ჯერ იყო და აბელ-კაენი გასცემდნენ (გაიღებდნენ) შესაწირს, შემდეგ ებრაელების მამამ (და არამარტო ებრაელების) აბრაამმა მელქოსედეკს რომ მეათედი შესწირა , რის შემდეგაც იკურთხა ებრაელების მამამთავრად (და არა ისე როგორც ებრაელები გვატყუებენ) ამით დაწესდა მეათედის გაღება , დღემდეა ეს წესი და ბოლოს თავად ქრისტემ გვაუწყა რომ გაცემაა მთავარი ხორციელი საქმეო , სახარებაში რამოდენიმე ადგილია ამის დამადასტურებლად, მოკლედ

- აბორიგენები (სადაც დღევანდელმა ცივილიზაციამ ვერ შეაღწია) გაცემით ღმერთს ბაძავენ

- მელქისედეკი, აბრაამი ადგენენ მეათედის წესს (მთელი ხალხები ბაძავენ მათ)

- 2000 წლის წინ იგივეს გვიდასტურებს ქრისტე (დაურიგე ღატაკებს და მე გამომყევიო) მოციქულებზედა და წმინდა მამებზე აღარაფერს ვამბობ

- დღესაც , უმრავლესობა ადამიანებისა როდესაც მოწყალებას გაიღებენ-ხოლმე რაღაც სასიამოვნო შეგრძნება ეუფლებათ მათ

არის ხომ რაღაც საკრალური უფლის სახელით გაღებაში ??? 

 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share