Jump to content
×
×
  • Create New...

სუს-ს პრეზიდენტის, დეპუტატების, არასამთავრობოების, ბიზნესმენებისა და სასულიერო პირების თვალთვალში ადანაშაულებენ


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ერთ-ერთი უცხოური საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრების სავარაუდო მოსმენების, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და სასულიერო პირების, მათ შორის ჰომოსექსუალი მოქალაქეების ინტიმურ ცხოვრებაზე სავარაუდო თვალთვალის შესახებ ისაუბრა.

პირველი აგვისტოს საღამოს, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის გადაცემაში 30 წუთი დაუთმო სუს-ის სავარაუდო მოხსენებითი ბარათების კითხვას. გადაცემა სიმბოლურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის მე-6 წლისთავს დაემთხვა.

გვარამიას მიერ ამოკითხული სუს-ის ერთ-ერთი სავარაუდო მოხსენებითი ბარათის თანახმად, რომელიც 2020 წლით თარიღდება, ქართული ოცნების ერთ-ერთ დეპუტატს, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც „ვ.“სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა „ე.“-სთან და რომ სუს-მა მათზე „ოპერატიული დაკვირვება“ განიზრახა. მეორე სავარაუდო ბარათში კი დეტალურადაა აღწერილი, როგორ სთხოვდა ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი შეხვედრას ინტიმურ  პარტნიორს. 

გვარამიას თქმით, სუს-ის თვალთვალის სამიზნე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც გახდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ფიგურირებს მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი „მ.“, მისი თანაშემწე „მ.“ და ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი, ასევე „მ.“ სავარაუდო მოხსენებითი ბარათის თანახმად, „მ.“ დაინტერესებული იყო მისი სქესობრივი პარტნიორის მამის საქართველოში დაბრუნების საკითხით, რაშიც დახმარება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველს სთხოვა. კიდევ ერთი ჩანაწერი გახარიას მრჩეველ „ი.“-სქესობრივ პარტნიორთან სატელეფონო საუბარს შეეხება.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ ამოკითხული ერთ-ერთი სავარაუდო ბარათის თანახმად, სუს-ი აკვირდებოდა ერთ-ერთ პირს და მის შესაძლო ჰომოსექსუალურ კავშირებს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. 

 

აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული მასალები ბიზნესმენებზე, მათ შორის ჰომოსექსუალებზე სავარაუდოდ განხორციელებული თვალთვალის რიგ შემთხვევებსაც მოიცავდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა თბილისის ღამის საათებში ბიზნესმენისა და მსახიობის სასტუმროში შეხვედრას ეხებოდა.  

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, შპს […] დამფუძნებელი და დირექტორი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ა. ესაუბრა ინტიმურ გეი პარტნიორ ბ.-ს და სთხოვა მის საცხოვრებელ ბინაში […] მისვლა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა თანხმობა. ორიენტირი: კავშირის ოპერატიულ-ტექნიკური მეთვალყურეობით უზრუნველყოფა“, – კითხულობს გვარამია სუს-ის სავარაუდო მოხსენებით ბარათში.  

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“, გავრცელებული „იმ ე.წ. მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.“ „ეს არის ტექსტები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს“, დასძინა მან.  

„სამოქალაქო საქართველომ“კომენტარისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.   

პრეზიდენტის, მინისტრებისა და არასამთავრობოების სატელეფონო საუბრები  

გვარამიას თქმით, ერთ-ერთი სავარაუდო მოხსენებითი ბარათი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართული ოცნების დეპუტატ გია ვოლსკის სატელეფონო საუბარს შეეხება ამერიკელი კონგრესმენების წერილების შესახებ. პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, განაცხადა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან გაკეთებული ინდივიდუალური განცხადებები ამერიკელი კონგრესმენების წერილებზე.  

მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ წაკითხული სხვა სავარაუდო მოხსენებითი ბარათების თანახმად, სუს-ი პრეზიდენტის ადმინისტრატიის კომუნიკაციების დირექტორს, ნათია პავლიაშვილსაც უსმენდა. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო ჩანაწერში, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პავლიაშვილს ეუბნება, რომ პრეზიდენტმა მას საპატრიარქოსთან დაკავშირებული აღშფოთება გაანდო, რაზეც იგი საპატრიარქოს საქმის კურსში ჩააყენებდა. გვარამიას ამოკითხული სუს-ის სავარაუდო ბარათების თანახმად, იწერებოდა პავლიაშვილის სატელეფონო საუბრები ქართველ ჟურნალისტებთანაც.  

გვარამიას მიერ გავრცელებული კიდევ ერთი სავარაუდო მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წელს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა და მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ახლანდელი კულტურის მინისტრი სატელეფონო საუბრისას რუსეთის მოქალაქის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეს განიხილავენ.  

კიდევ ერთი სავარაუდო მოხსენებითი ბარათი ეხება საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს დირექტორის მოადგილეს, გიორგი ონიანსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გურამ იმნაძეს შორის 2021 წლის ივნისში განხორციელებულ სატელეფონო საუბარს, ასევე ონიანის საუბარს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი მშვენიერაძესთან. სამივე მათგანმა გუშინ სოციალურ ქსელებში დაადასტურეს, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრები ნამდვილად შედგა.  

გვარამიას თქმით, თვალთვალის სამიზნე ულტრამემარჯვენე ლიდერებიც გახდნენ. კერძოდ, ერთ-ერთი სავარაუდო ბარათის თანახმად, ულტრამემარჯვენე აქტივისტს, გურამ ფალავანდიშვილს და პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც „ს“., რათა მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწე ჰომოსექსუალი სასულიერო პირების შესახებ ესაუბრათ. ჩანაწერში ნათქვამია, რომ ლორთქიფანიძის განმარტებით, საზოგადოებაში ღიად საუბრობენ ერთ-ერთი ეპისკოპოსის, ასევე სამების საკათედრო ტარძის მღვდლისა და ერთ-ერთი მამათა მონასტრის წინამძღვრის „არატრადიციულ“ ორიენტაციაზე. გვარამიას თქმით, სუს-მა ამ სასულიერო პირებზე თვალთვალის ბრძანება გასცა. 

სუს-ის პასუხი

ბრალდებებს 2 აგვისტოს ნაშუადღევს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც მთავარი არხის ეთერში გასულ მასალებს მცდარი ინფორმაცია“ უწოდა. 

სუს-ის თქმით, აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“.

განცხადებაში სუს-მა ასევე აღნიშნა, რომ საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს“.

სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის“, დაასკვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   132 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 131 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(12)
    • YandexBot(1)