Jump to content
×
×
  • Create New...

"შვონდერ-შარიკოვის" სინდრომის ეპიდემია, რომელიც კოვიდზე უფრო სახიფათოა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო დაკვირვება ქართულ საზოგადოებაზე, უფრო სწორად პოლიტიკურ ელიტაზე, შემდეგ კი ელიტიდან მომდინარე ძალაუფლების ვერტიკალზე, რომელიც უკანასკნელ პოლიტიკურ და ვიტყოდი, სოციალური კრიზისის ფონზე აშკარად შეიმჩნევა__ ეს არის „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომი. მიხეილ ბულგაკოვის გენიალურ მოთხრობაში ძაღლი შარიკი ექსპერიმენტის შედეგად ხდება ადამიანი, რომელიც შვონდერის გავლენის ქვეშ ექცევა და უპირიპირდება მის შემნქნელ პროფესორ პრეობრაჟენსკის. შარიკოვი არის უნამუსო ოპორტუნიზმის საუკეთესო განსახიერება, რომლის განკურნება ისევ ძაღლად გადაქცევაშია. ვაკვირდები რა საქართველოს უახლეს ისტორიას, ეს სინდრომი ყველაზე ზუსტად ხსნის ადამიანთა უსინდისობას და შემდეგ უეცარ სინდისისკენ ფერიცვალებას, რომელიც ისეთივე სწრაფია როგორც ნამუსის დაკარგვა, თითქოს ეს ორი ადამიანი სხვადასხვაა. ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს, მაშინ ვიტყოდი რომ ადამიანი თვალთმაქცობს, მაგრამ იმდენად საყოველთაოა, რომ იძულებული ვარ ვაღიარო, „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომი ქართველი ერის დაავადებაა რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, ეპიდემიის გავცელებების განსხვავებული სიმძიმით გვხვდება.

უახლეს ისტორიაში პირველად „შვონდერ-შარიკოვის“ დამპალი ვირუსი გამოვლინდა სამოქალაქო ომის დროს. ადამიანებმა უცებ დაკარგეს ზნეობა და თანემემულეების ძარცვა შევიწროება და წამება იკადრეს. ზვიად გამსახურდია ქვეყნიდან გააქციეს. „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომის სიმპტომია ფარდობითი მორალის განვითარება, დაავადებულს მიაჩნია, რომ სწორად იქცევა ხოლო მტერი ყველაზე ამაზრზენი სიცოცლის ფორმაა რომელიც არ იმსახურებს არსებობას. ამ სიმპტომით დაავადებულმა ქუჩის საძმოებმა, მხედრიონმა და ხუნტამ ქვეყანას სისხლი ადინეს, მაგრამ როგორც კი იმ ეპოქის შარიკოვებს „ძაღლის ტვინი“ დაუბრუნეს (ანუ განიკურნენ) ყველა მათგანი 90 იანი წლების შეცდომებს ინანიებს, საერთოდ ვერ ხვდება რამ გადარიათ, აცნობიერებენ რომ მაშინ ყველაფერი უნდა ეღონათ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. მინდა გაგახსენოთ „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომისგან „განკურნებული“ სიგუა რომელიც ზვიადს სასოებით იხსენიებს ტელე-ეთერებში, რაც რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელია.

„შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომი გამოვლინდა ე.წ. „ცხრა წლიანი“ მმართველობის დროს: საზოგადოების პოლარიზაცია, ჩარეცხილების, წითლების და ბანძების წოდებით, საზოგადობის აუტსაიდერები შევქმენით. შვონდერ შარიკოვის სინდომმა შექმნა ძალადობის ფაქტთა გაპრავების მთელი სისტემა. ეხლა კი ვხედავთ „განკურნებულთა“ მონანიებას, რომ მაშინ პრობლემები მართლაც იყო და საჭირო იყო სხვაგვარი მოქმედება.

მძიმე შეცდომების მიუხედავად „შვონდერ შარიკოვის“ ეპიდემია „9 წლიანი“ მმართველობის დროს არ გვქონდა, რადგან პრობლემათა მისამართი ოფიციალური ინსტიტუტები იყო, შესაბამისად პათოლოგიისგან განკურნება თანამდებობის დაკარგვისთანავე მყისიერად შედგა. 2012-2021 წლის პერიოდი კი შვონდერ-შარიკოვის სინდრომის გაფურჩქვნის ხანაა, მიზეზი არაფორმალური მმართველობის პრაქტიკაა. პრაქტიკულად ქართული ოცნების ელიტაში შესვლის წინაპირობად „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომით დაავადებაა ეს არახალია, ასეთი პრაქტიკა საბჭოთა კავშირიდან მოგბყვება, მაგრამ რაც ახალია, თანამდებობიდან გადაყენებული პირთა ნაწილი, ინარჩუნებს ხელისუფლებასთან ასოცირებას, რადგან ფლობენ კომუნიკაციურ კაპიტალს არაფორმალურ პირებთან, ვინც განაგებს თანამედროვე ქართულ პოლიტიკას, ასე და ამდაგვარად ხელისუფლებიდან წასული პირების ნაწილი კვლავ შარიკოვად რჩება.

სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს რომ, გვყავს „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომისგან განკურნებული ადამიანებიც. ხელისუფლებაში მყოფი პირები, რომლებიც უპატიოდ გამოაგდეს. ეს ადამიანები პირუთვნელ სიმართლეს ღაღადებენ, მათი კომენტარი დღეს საყურადღებოა, რადგან ისინი განიკურნენ.

„შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომის ეპიდემიას ახასიათებს ახალი მორალური კატეგორიების წარმოშობა და გავრცელება. ასე მაგალითად, 30-იანი წლების გერმანიაში გავრცელდა მორალური გამონაკლისი ებრაელების მიმართ, რომ ისინი ადამიანები არ არიან, ეპიდემიამ მთელი საზოგადოება ჩააბა სიძულვილის სამსახურში და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაიმეტა ყოფილი მეზობელი საკონცეტრაციო ბანაკებისთვის. საყურადღებოა რომ, „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომის საზოგადოების შიგნით შენარჩუნებულია მორალის ნორმები, რომელიც არ ეხება „ებრაულ გამონაკლის“ და ერთმანეთის მიმართ კვლავ „ზნეობრივები“ არიან და მორალი ჩვეულებრივ რეჟიმში არეგულერებს „თავისიანებს“ შორის ურთიერთბებს. ასე ამდაგვარად, „შვონდერ-შარიკოვის“ ეპიდემიით შეპრობილი საზოგადოება ერთდროულად არის აბსოლუტურად უზნეო და ზედმიწევნით ზნეობრივიც!

ქართულ საზოგადოებაში საგანგაშოდ მატულობს „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომით შეპყრობილი ადამიანების რიცხვი და ვუახლოვდებით ეპიდემიას. ჩვენს გარშემო გაჩნდა სიძულვილის ჯგუფები და დაპირისპირებული ადამიანები, რომელიც განსხვავებულებს ზოგად სტიგმაში მოიაზრებენ როგორიცაა: ნაცი, ქოცი, „ელჭიპიტი“, ლიბერასტი და ასე შემდეგ. ქართულ საზოგადოებაში „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომმა გამოჟონა სახელისუფლებო ინსტიტუტებიდან (სადაც ამ დაავადების არსებობა ნორმაა) და გავრცელდა მოქალაქეებში, ასე ამდაგვარად, შეიძლება „შარიკოვმა“ ცემაში მოგკლათ, იმიტომ რომ, გრძელ თმას ატარებთ, „ებრძვით ეკლესიას“, ხართ „ელჭიპიტი“, ან ჟურნალისტი. შვონდერ შარიკოვის სინდრომის ეპიდემიურმა აფეთქებამ ჟურნალისტის გარდაცვალებაც „გააპრავა“ და ჟურნალისტებზე აგრესია მაინც გრძელდება!

ჩემო კარგო ქართველებო, მინდა გაგახსენოთ დისქავერის არხზე გავრცელებული დოკუმენტურ ფილმთა ეპიზოდები, სადაც ყოფილი ნაცისტი, ცრემლების ღვარღვალით იხსენებს გასული საუკუნს 30-40 იანი წლების გერმანიას და გვიმტკიცებს რომ არ იცოდნენ ასეთი დანაშაულები რომ ხდებოდა. ჩემი ღრმა რწმენით იცოდნენ, მეტიც შესაძლოა ფილმში ნაჩვენები რესპოდენტი, შესაძლოა ყოფილი ჩამშვებია ვინც ებრაელი თანამოქალაქე გასცა, ან მისი საკუთრება მიიტაცა, მაგრამ დღეს რცხვენია, იცით რატომ? იმიტომ რომ „ძაღლის ტვინი“ დაუბრუნეს, ის განიკურნა და ცდილობს დანაშაული არცოდნით დამალოს. ქართველო შვონდერ-შარიკებო, თქვენც შეგრცხვებათ, წინასწარ ვიცი, იტყვით მე იქ არ ვიყავიო, ან იტყვით არ ვიციო, ზუსტად ისე, როგორც ყოფილი მხედრიონელი გვატყუებს არ მინახავსო, ან ზოგადი პასუხით გვიცილებს ასეთი დრო იყო, რა ვიციო, განკურნება გარდაუვალია, ისევე როგორც სირცხვილი გარანტირებული.

ინგლისური ტექსტი აქანე

ძაღლის გული.png

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share