Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ოცნება: მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Chigurh said:

სინამდვილეში ადამინები არსად იცვლებიან იცვლება სისტემა და ქცევის მოდელი.

დიდწილად გეთანხმებით რაც დაწერეთ. საინტერესო პოსტი იყო და აუცილებლად გავაგრძელოთ ცოტა მოგვიანებით. იმჰო, ჯერ პირველი რიგის საკითხით დავიწყოთ:

ადამიანი არის ყველგან ადამიანი, აფრიკაშიც ბრიტანეთშიც, კამბოჯაშიც და ნორვეგიაშიც. ერთი და იგივე საბაზისო ინსტინქტებით და მოთხოვნილებებით. აბა რაშია განსხვავება? სწორად აღნიშნეთ, ამა თუ იმ ქვეყანაში დამკვიდრებულ სისტემასა და ქცევის მოდელში. შემდეგი ლოგიკური კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში - რანაირად და/ან რის ხარჯზე დამკვიდრდა ესა თუ ის სისტემა და ქცევის მოდელი? საიდან მოდის ინტელექტუალური კონსტრუქცია? საიდან იცის პატარა ნორვეგიელმა რომ უნდა გააკეთოს ა და ბ?

ერთადერთი სწორი პასუხი ჩემი აზრით არის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სოციუმის როგორც ზოგადი (საზოგადო) ასევე ინდივიდუალური მენტალიტეტიდან. ეს მენტალიტეტი თავის მხრივ არ არის ერთი ჩამოყალიბებული "რაღაც" რაც არ იცვლება და კონსტანტაა. უფრო პირიქით, ის მუდმივ განახლებას (გნებავთ პროგრესს) განიცდის და ცდილობს მუდმივად "პროგრესის" (ამაზე კამათი შეიძლება სწორია თუ არა, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ) ავანგარდში.

როდესაც საგადოებრივი და ინდივიდუალური მენტალიტეტის განახლებაზე ვლაპარაკობთ ერთ საგულისხმო დეტალია გამოსაყოფი. კონკრეტულად ეს განახლება არ ხდება რაღაც რევოლუციური გზებით და/ან ერთ ღამეში და დებატების გარეშე. პირიქით უფრო ხანგრძლივი და ინტელექტუალურად ძალიან საინტერესო პროცესია. ასევე ის ძირითადი მომენტები რომელიც ამ მენტალიტეტის ე.წ. პილარებს წარმოადგენს თითქმის არ (ან საუკუნეების განმავლობაში) იცვლება. მაგალითისთვის მოვიყვან ბრიტანული მენტალიტეტის ე.წ. პილარს - fairness. ჩემთვის პირადად, ამ ფენომენთან შეჯახებამ სერიოზულად შემოატრიალა ჩემი შეხედულება დასავლურ (ამ შემთხვევაში ბრიტანულ) მენტალიტეტზე. არ არსებობს (გამიონაკლისები აქაც არის როგორც ყველგან) რომ ბრიტანელმა გინდათ საქმეში, გინდათ საზოგადოებრივ აქტივობებში, გინდათ ბავშვის სკოლაში ან აქტივობებზე არათანაბარი პირობების განოყენებით დაგჩაგროთ ან არასამართლიანი მიდგომა გამოიყენოს თქვენს მიმართ. ეს იმდენად გამჯდარია ბრიტანულ მენტალიტეტში რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ჩართული ამ თუ იმ კონკრეტულ ურთიერთობაში მეგობარი, ოჯახის წევრი, ნათესავი, კოლეგა თუ ნებისმიერი სხვა. სამართლიანობა არის ერთი და იგივე ყველასთვის.

მოკლედ, ამდენი იმისთვის დავწერე რომ მეთქვა - დიახ, დიდწილად მართალი ხართ რასაც გულისხმობთ, მაგრამ მაქამდე მისვლა შესაბამისი მენტალური ცვლილელების გარეშე (განსაკუთრებით საქართველოსთვის) თითქმის შეუძლებელია. თავის მხრივ, ამ ტიპის მენტალური ცვლილელების მასობრიობა კი წარმოუდგენელი, გარდა იმ პირობისა რომ ეს ცვლილებები დაიწყება ადრეული ასაკიდან.

Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, Chigurh said:

უფრო სწორი იქნება სიტყვა "კოლაბორაცია" ან ჯენტლმენური შეთანხმება ))

სენიორ ჩიგურჰ, ახალი არაფერია მაგაში, 1089 წლიდან იცოდა ეგ ამბები დავითმა და გიორგიმ (ჭყონდიდელმა)

დღევანდელობისათვის კი განსასხვავებელია ორი მიმართულება :

1. სახელმწიფო სტრუქტურებში შესაბამისი ცოდნა-გამოცდილების პერსონაჟებია მოსაზიდი და პრიორიტეტი უნდა ეძლეოდეს არა ნათესაურ-კლანურ კავშირებს, არამედ პირადი ღირსებით შემკულ ადამიანებს , - ანუ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ურთიერთ კონსესუსუს საფუძველზე პირადი ღირსებით და შესაბამისი ცოდნა-გამოცდილების ადამიანების საუბრის მეშვეობით გამოტანილი ანალიზით

2. როგორც ბატონი ტანკი ამბობს, ბიზნესში ეგრე არ გამოვა : შენი ბიზნესი რომ გაქვს იქ შენიანს ენდობი , მართალია სპეციალისტიც გჭირდება, მაგრამ მთავარი ნდობის საკითხი მაინც შენიანზე გაქვს ? - ანუ საკუთარ ბიზნესში ავტორიტარიზმი გჭირდება , გადაწყვეტილების მიმღები პირადად შენ ხარ , დანარჩენებისგან მხოლოდ რჩევებს და კონსულტაციებს იღებ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

დიდწილად გეთანხმებით რაც დაწერეთ. საინტერესო პოსტი იყო და აუცილებლად გავაგრძელოთ ცოტა მოგვიანებით. იმჰო, ჯერ პირველი რიგის საკითხით დავიწყოთ:

ადამიანი არის ყველგან ადამიანი, აფრიკაშიც ბრიტანეთშიც, კამბოჯაშიც და ნორვეგიაშიც. ერთი და იგივე საბაზისო ინსტინქტებით და მოთხოვნილებებით. აბა რაშია განსხვავება? სწორად აღნიშნეთ, ამა თუ იმ ქვეყანაში დამკვიდრებულ სისტემასა და ქცევის მოდელში. შემდეგი ლოგიკური კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში - რანაირად და/ან რის ხარჯზე დამკვიდრდა ესა თუ ის სისტემა და ქცევის მოდელი? საიდან მოდის ინტელექტუალური კონსტრუქცია? საიდან იცის პატარა ნორვეგიელმა რომ უნდა გააკეთოს ა და ბ?

ერთადერთი სწორი პასუხი ჩემი აზრით არის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სოციუმის როგორც ზოგადი (საზოგადო) ასევე ინდივიდუალური მენტალიტეტიდან. ეს მენტალიტეტი თავის მხრივ არ არის ერთი ჩამოყალიბებული "რაღაც" რაც არ იცვლება და კონსტანტაა. უფრო პირიქით, ის მუდმივ განახლებას (გნებავთ პროგრესს) განიცდის და ცდილობს მუდმივად "პროგრესის" (ამაზე კამათი შეიძლება სწორია თუ არა, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ) ავანგარდში.

როდესაც საგადოებრივი და ინდივიდუალური მენტალიტეტის განახლებაზე ვლაპარაკობთ ერთ საგულისხმო დეტალია გამოსაყოფი. კონკრეტულად ეს განახლება არ ხდება რაღაც რევოლუციური გზებით და/ან ერთ ღამეში და დებატების გარეშე. პირიქით უფრო ხანგრძლივი და ინტელექტუალურად ძალიან საინტერესო პროცესია. ასევე ის ძირითადი მომენტები რომელიც ამ მენტალიტეტის ე.წ. პილარებს წარმოადგენს თითქმის არ (ან საუკუნეების განმავლობაში) იცვლება. მაგალითისთვის მოვიყვან ბრიტანული მენტალიტეტის ე.წ. პილარს - fairness. ჩემთვის პირადად, ამ ფენომენთან შეჯახებამ სერიოზულად შემოატრიალა ჩემი შეხედულება დასავლურ (ამ შემთხვევაში ბრიტანულ) მენტალიტეტზე. არ არსებობს (გამიონაკლისები აქაც არის როგორც ყველგან) რომ ბრიტანელმა გინდათ საქმეში, გინდათ საზოგადოებრივ აქტივობებში, გინდათ ბავშვის სკოლაში ან აქტივობებზე არათანაბარი პირობების განოყენებით დაგჩაგროთ ან არასამართლიანი მიდგომა გამოიყენოს თქვენს მიმართ. ეს იმდენად გამჯდარია ბრიტანულ მენტალიტეტში რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ჩართული ამ თუ იმ კონკრეტულ ურთიერთობაში მეგობარი, ოჯახის წევრი, ნათესავი, კოლეგა თუ ნებისმიერი სხვა. სამართლიანობა არის ერთი და იგივე ყველასთვის.

მოკლედ, ამდენი იმისთვის დავწერე რომ მეთქვა - დიახ, დიდწილად მართალი ხართ რასაც გულისხმობთ, მაგრამ მაქამდე მისვლა შესაბამისი მენტალური ცვლილელების გარეშე (განსაკუთრებით საქართველოსთვის) თითქმის შეუძლებელია. თავის მხრივ, ამ ტიპის მენტალური ცვლილელების მასობრიობა კი წარმოუდგენელი, გარდა იმ პირობისა რომ ეს ცვლილებები დაიწყება ადრეული ასაკიდან.

   დიახ, უბრალოდ "მენტალიტეტია" ის საკვანძო სიტყვა თუ სხვა ჯერ არ ვიცი.

 ზუსტად ვერ ვიპოვე ის სრულყოფილი სიტყვა რომელიც ურთიერთობის ჯენლტმენურ  შეთანხმებას აღწერს ერთ სიტყვაში.

 ერთ რამეს ვხვდები, რომ ამ ომის მთავარი ფრონტი სკოლებში გადის.

და ვინც განათლების ძალიან მტკინვეულ და რადიკალურ რეფორმაზე წავა (რომელიც ბევრ კბილებს და თავს დაყრის უკან), იმას ექნევა შანსი ეგ მენტალიტეტი გადატეხოს 

იმჰო

  

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

სენიორ ჩიგურჰ, ახალი არაფერია მაგაში, 1089 წლიდან იცოდა ეგ ამბები დავითმა და გიორგიმ (ჭყონდიდელმა)

დღევანდელობისათვის კი განსასხვავებელია ორი მიმართულება :

 

 კი ჭყონდიდელნა ნამდვილად იცოდა ეს ტექნოლოგია.

  სამეცნიერო და საგანმანათლებლო აკადემიები ამის შედეგია. საბოლოო შედეგით იმპერია.

  კიდე ერთმა ორმა იცოდა.

მერე დაიკარგა იმჰო.

  მსგავსი დახვეწილი პოლიტიკური ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება ( დაკარგვაც) შესანიშნავადაა ძველი გრანდების ნაწარმოებებში გაშიფრული.

 მაგ. აზიმოვის "დასაბამში" ძალიან საინტერესო დეტალების დაჭერა შეიძლება)

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Chigurh said:

კი ჭყონდიდელნა ნამდვილად იცოდა ეს ტექნოლოგია.

  სამეცნიერო და საგანმანათლებლო აკადემიები ამის შედეგია. საბოლოო შედეგით იმპერია.

აგაშენებს ღმერთი ! - და ჭყონდიდელის ნაშრომი, ციტატა, ნაწერი ან რჩევები თუ შეგხვედრიათ სადმე , ან სკოლაში, ან უმაღლეს სასწავლებელში ან რომელიმე კათედრეზე, ისტორიულზე მაინც ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Chigurh said:

უბრალოდ "მენტალიტეტია" ის საკვანძო სიტყვა თუ სხვა ჯერ არ ვიცი.

გასაგებია. არც მე ვარ დიდად ტერმინების ბრახა ბრუხის მოყვარული (რბილად რომ ვთქვათ) მთავარია ერთი და იმავეზე ვსაუბრობდეთ თორემ მენტალიტეტს დავუძახებთ თუ ქცევის ნორმათა მიზეზ-შედეგრობრივი კავშირის განმსაზღვრელი ინტელექტუალური რესურსი :დ დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

5 minutes წინ, Chigurh said:

ერთ რამეს ვხვდები, რომ ამ ომის მთავარი ფრონტი სკოლებში გადის.

და ვინც განათლების ძალიან მტკინვეულ და რადიკალურ რეფორმაზე წავა (რომელიც ბევრ კბილებს და თავს დაყრის უკან), იმას ექნევა შანსი ეგ მენტალიტეტი გადატეხოს 

სამწუხაროდ ეს ასე ვერ იქნება ფიზიკურად. სკოლაზე რომ გაიაროს ეს უნდა ნიშნავდეს რომ ვიღაცას საქართველოს მმართველ ელიტაში გააზრებული უნდა ჰქონდეს რას აკეთებს და რა არის საჭირო რომ გაკეთდეს. ეს თავის მხრივ კი იმას უნდა ნიშნავდეს რომ ესენი ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა (ქვეყნის შიგნით) იმავეზე თანახმა უნდა იყვნენ. აქ გვაქვს ნესტიკოვკა :დ თუ ესენი მაგაზე თანახმა იქნებიან, ეს ნიშნავს რომ საკუთარ თავს განაჩენი უნდა გამოუტანონ :დ რაც დამეთანმხმებით ცოტა რთულია :დ

შესაბამისად ისევ ინდივიდზე გადის ეს ფრონტის ხაზი.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

აგაშენებს ღმერთი ! - და ჭყონდიდელის ნაშრომი, ციტატა, ნაწერი ან რჩევები თუ შეგხვედრიათ სადმე , ან სკოლაში, ან უმაღლეს სასწავლებელში ან რომელიმე კათედრეზე, ისტორიულზე მაინც ??? 

არა.

ისე სერიოზული ისტორიული სტატიაც არ შემხვედრია ისტორიკოსისგან))

უკვე ეჭვი მაქვს, რომ ისტორიულ კათედრაზე უკაცრავად ვარ და  ჩუკენობის გარდა არაფერს აკეთებენ ))

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

 

 

აქ გვაქვს ნესტიკოვკა :დ თუ ესენი მაგაზე თანახმა იქნებიან, ეს ნიშნავს რომ საკუთარ თავს განაჩენი უნდა გამოუტანონ :დ რაც დამეთანმხმებით ცოტა რთულია :დ

 

 კი ეს მქონდა მხედველობაში. რა თქმა უნდა კუთხეში მონწყვდეული მორიელი იგესლება.

  განათელების რეფორმა, რომელიც ომს გამოიწვევს და არა უბრალოდ რეფორმა, ჩვენს ჩინოვნიკებს რომ უყვართ ყოველი არჩევნების წინ გამეორება))

კიდე რუსულიდან  ცუდად თარგმნილი სახელმძღვანელოები))

 იმგვარ რეფორმას ვგულისხმობ, რომელიც ყოველთვის კონფლიქტს იწვევს.

 ნუ ამის რესურსის მქონე ინდივიდები რომ არ არიან აქ, ეს ცალკე ტრაგედიაა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share