Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ოცნება: მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ხიბლში არ ჩავვარდეთ სენიორ კვიპრიანე ))

ადამიანს რომ უთხრა : - ღმერთმა დაგლოცოსო, ეს ხიბლი არაა სენიორ ერიკ ....

1 საათის წინ, Eric said:

ჰოდა რაზე გინდათ ვიმუაშაოთ? რა სტარტაპში? დავუშვათ გამოდგა ვინმე სულელი და ტვინნაღრძობი და ჩადო ფული

ჭეშმარიტების, სიმართლის თქმაა დღესაც და ყოველთვისაც ყველაზე დიდი სტარტაპიც და საქმეც ...

1 საათის წინ, Eric said:

რისი გამკეთებლები ვართ ამჟამად?

ამჟამად ერთი რამ მოგვეთხოვება მეც , თქვენც და ყველასაც, - ასემც უქნიათ და დაუჭამიათ ჩვენს გარშემო სამ-წყება კბილებიანებს ერთმანეთი, ხოლო ჩვენ მოთმინებით და სიმშვიდით დაველოდოთ ღვთის განგებას, სხვას მაინც ვერაფერს ვცვლით ... მომავალითაობა იზავს იმას რაც ჩვენ ვერ ვქენით ... მონობაში აღზრდილი და მონური აზროვნების ხალხი თავისუფლებას ვერ მოიპოვებს , გამორიცხულია ... უდაბნოში და თავისუფლებაში დაბადებული თაობა იზავს მაგას !!! 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

@mikheil ხო, დაკოპირებულს გავს, შრიფტიც და ფონიც. ნუ ეგ არაფერი

=

ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

  •  30.07.2021 06:07
225259032_410760837017898_34530221350908

ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებას ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ავრცელებენ.

„გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვართ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასევე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას უხსნის გზას.

ეს შეთანხმება მიემართება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ან ძალაუფლების განაწილება პარლამენტში.

საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მიზნები და ამიტომ ამოწურა თავი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც განსახორციელებელი და განსამტკიცებელია წლების განმავლობაში და არამხოლოდ ეპიზოდურად.

არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს, ასევე აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ უკანდახევაზე, ასევე ვაფასებთ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და განაგრძობენ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებას.

მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია თბილისი პრაიდის ღონისძიების გაუქმება, მმართველი პარტიის გუშინდელი განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა დავინახოთ, რომშეთანხმება სრულყოფილად სრულდება, როგორც სიტყვით, ასევე არსობრივად.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, დემოკრატიის მხარდაჭერის ნიშნად, მათ შორის ჟან მონეს დიალოგით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია განცხადებაში

 

 

 

მორჩა, როგორც მიქსერმა თქვა ისე იქნება  :user:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Eric said:

მოკლედ არავინ ჩვენ სისტემას არ აგვიწყობს, ფიქრის ეს მიმართულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ.

პლუსერთი

3 საათის წინ, Eric said:

მარა რაღაცას ხომ მაინც წველიან?

გეოგრაფიულ მდგომარეობას და შავ ზღვაზე გასასვლელს

3 საათის წინ, Eric said:

ემირატს მშვენივრად აქვს აწყობილი თავისი სისტემა, კმაყოფილები არიან და აჟურში. 30 წელია შიგნით ვინც საერთო ქართული სისტემის აწყობა სცადა მოანგრია თავზე. ))

ტანმოკლე ფაშას ჰქონდა შანსი, მაგრამ დაბალი IQ ს გამო ამაზე არც უფიქრია და ორჯერ მეტს ხარჯავს ამ ხუხულას შენარჩუნებაზე შეშინებული ვიდრე რომ სისტემის შექმნა ეცადა დაუჯდებოდა )))

რეგიონული ელიტები ქვის ხანაში არიან და მამონტის ბარკლებს დაათრევენ იმავე რესტორნებში რომლებსაც ემირატის მიბაძვით ხსნიან. და პატარ პატარა რეგიონალურ ემირატებს იწყობენ.

ე.წ ქართული ეკლესია კიდევ, ... ჯერ კიდევ ფრონელი წერდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, კაცმა ვარძიაში სადღაც ქვაბულში ვიღაც ბერი იპოვნა რომელიც ძველი ქართული ეკლესიის წესებით მოღაწეობდა და ფრონელს უხარია ესო ძველი ნამდვილი ქართული ეკლსიის წესებით წირავსო და ცხოვრობსო და პირველად ვხედავო, პირველადო ( XIX საუკუნის მეორე ნახევარია !!! ) და ესენი დანარჩენებიო პეტერბურგში დაბეჭდილ პრატაკოლოებზე არიან გზრდილებიო არა წამდა მათი და ეხლა ვინ არიან ესენი მე არვიცი, ვინც იცით და დარწმუნებულები ხართ ღმერთმა შეგარგოთ. მარა ჭამა სმა უყვართ და პრაქტიკულად იმეორებენ იგივეს ანუ ემირატის და რეგიონულ ელიტების ყოველდღიურობას.

საშუალო კლასი პირდაპირ ჭიპლარითაა მიკრული ზევით აღწერილ კლასებზე, კორუმპირებულია, უვიცი, ამპარტავანი ბეყეჩა კრიმინალური მენტალიტეტით.

ლუმპენი გაუნათლებელი და ბნელი. მაგრამ საშოვარზე გასული საუდის არაბეთიდან ბრიტანეთამდის და კანადიდან ჩინეთამდის. მაგრამ ეს გასული ხალხი აქტივში აღარ ითვლება რადგან მათი უკან ჩამოყვანა ინტერპოლის და საერთაშორისო სამხედრო ძალების გარდა კაციშვილს არ ძალუძს.

დარჩენილი ლუმპენი დილიდან საღამომდე ჭინთვაშია ვისაც გაუმართლა ორ და რამდენიმე ადგილას.

ვინ უნდა შექმნას სისტემა?

პლუსერთი

 

2 საათის წინ, Eric said:

ჰოდა რაზე გინდათ ვიმუაშაოთ? რა სტარტაპში? დავუშვათ გამოდგა ვინმე სულელი და ტვინნაღრძობი და ჩადო ფული

რისი გამკეთებლები ვართ ამჟამად?

ბევრი მიფიქრია ამაზე სენიორ. მეტიც საკუთარი თვალით მინახავს გურჯისტანში წარმატებული და პროფესიონალი ტიპები, როგორ წარუმატებელი და არაპროფესიონალები ჩანან/არიან დასავლეთში იგივე პოზიციებზე. გამონაკლისები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს მხოლოდ წესს ამტკიცებს.

ერთადერთი რაც მოვიფიქრე :დ არის ის რომ საქართველოში დარჩენილმა ადამიანმა საკუთარი შვილები უნდა გაზარდოს სხვანაირად. მესმის რთულია, მესმის შეუძლებლის ზღვარზე გადის, მაგრამ მე პირადად სხვა გზას ვერ ვხედავ. და გაზარდოს არა იმ მიზნით რომ ვიღაცა ტვინნაღრძობი აქ ფულს ჩადებს და მერე რაღაცა სისტემა აეწყობა (ეს შორეული პერსპექტივაა და არცთუ რეალური).

არა, იმ მიზნით რომ თუ მიეცემა გაღწევის საშუალება, ცარიელი ხელებით არ დახვდეს ამ საშუალებას. არ ვლაპარაკობ მარტო საქმის/პროფესიის ცოდნაზე, უფრო ვლაპარაკობ მენტალიტეტზე. ვლაპარაკობ მაგალითად უფროსი გუბაზასგან განთავისუფლებაზე, ვლაპარაკობ ე.წ. ქართული გაგებით საძმაკაცო/სადაქალოსგან განთავისუფლებაზე, იგივე დამახინჯებული ნათესაური ურთიერთობების განთავისუფლებაზე და ა.შ. მოკლედ ვლაპრაკობ იმაზე რომ ქართველი ბავშვი უნდა განთავისუფლდეს "ქართველობის" მარწუხებისგან და დარჩეს ქართველად.

Share on other sites

  • ფორუმელი

ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე საუბარი რეალური იქნება | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

 

:seth:

წმინდა მიხეილის სკოლაში რომ აღარ ასწავლიან ამათ, იმიტომ არ იციან არაფერი. ე.ი. ამ განცხადებიდან რა გამოდის? რომ მისის კრამონს წარმოდგენა არ ჰქონდა მისი "კლიენტი" რისი მკადრებელი იყო, არა? თან ის კლიენტი ვისაც გუშინწინ შეპირდა 4 მლრდ-ს :დ არც იმაზე ჰქონდა თურმე წარმოდგენა, რომ მისი კილიენტი ლოთურ საქმეს გააკეთებდა. 

მოკლედ არაფერზე ჰქონია წარმოდგენა, თან შეთანხმებაში დაბრუნების თხოვნა/მოთხოვნით კიდევ ერთელ პოლიტიკურ სირცხვილში ამოჰყო თავი :დ 

ინებეთ

ირაკლი კობახიძე - არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ - მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი, არასერიოზულია | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ვიოლას გერმანული პარტია მერკელსაც აკრიტიკებს, ნორდ სტრიმის გამო :scratch:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

ვიოლას გერმანული პარტია

მ, სჯობს 2-ჯერ 2 ისწავლოს :rolf: რასაც 2 დღეა ეს პატივცემული აცხადებს არის უბრალოდ სირცხვილი და თავის მოჭრა მე თუ მკითხავთ :დ

რაც შეეხება ბებერშას ოპოობას - ბებერშამ თავისი ყველა ოპო ისეთი ათრია 2 ათწლეული, რომ მისი ოპოობა ნამდვილად არაა საამაყო :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Moor said:

მწვანეა ისე, ცუდი შანსები არ აქვთ

არ აქვთ. თუ სასწრაფოდ არ გაემგავრება გურჯისტანიდან უკან, შეიძლება უკლენშპიგელივით დაემართოს :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share