Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ოცნება: მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა


Recommended Posts

  • მოდერატორი
fb
clock 1551
 
"მისია შეასრულა და თავი ამოწურა" - კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა. განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით პოლიტიკური საბჭოს წევრები და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იდგნენ. 

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის  შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს.  19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა პოლიტიკური საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა", - განაცხადა კობახიძემ. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე რიგგარეშე არჩევნები 43 პროცენტის აღების შემთხვევაში და მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

კობახიძის თქმით, შეთანხმების ანულირებით ქვეყანა "კონსტიტუციურ ჩარჩოს" დაუბრუნდება:

"მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით, 53 %-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და მართვის ამგვარი რეჟიმი სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს".

აგიზგიზდა ბოდბეში დანთებული სანთელი სერ სეტ? @Seth:user:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Freeman said:

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე რიგგარეშე არჩევნები 43 პროცენტის აღების შემთხვევაში და მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

 

:DD

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას რიგი დათქმები დაურთო:

"რიგგარეშე არჩევნების საკითხზე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველოს ჯანსაღი ტრადიცია და სხვა საკითხებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და ქართული ოცნება ამას მიესალმება. მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და მართვის ამგვარი რეჟიმი სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს. 

ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, კონსტიტუციის შესაბამისად, რაც განვითარებულ ქვეყნებშია დამკვიდრებული. 

19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად გაგრძელდება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ მიშელის შეთანხმებამ "თავი ამოწურა".

:crazy:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ოპა

განგნამ სთაილ.

  

58 minutes წინ, Freeman said:

აგიზგიზდა ბოდბეში დანთებული სანთელი სერ სეტ?

რამხელა აანთო ამ ჩემისამ?

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • მოდერატორი
1 minute წინ, t-90 said:

რამხელა აანთო ამ ჩემისამ?

ცისხელა :hi:

ნუ, თუ იმას გამოვრიცხავთ, რომ ეუ-ში შიდა ფრაქციული დაპირისპირებაა გამძაფრებული და მიშელს ამოსცხეს, ბოდბე და სანთელი რჩება, მითუმეტეს განიხილავდნენ აქ პატივცემული სენიორები, კერი მეტისონის შესაძლო კავშირს კრებით ჯეიქობი+ქ20 ტანდემთან.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Freeman said:

ცისხელა :hi:

ნუ, თუ იმას გამოვრიცხავთ, რომ ეუ-ში შიდა ფრაქციული დაპირისპირებაა გამძაფრებული და მიშელს ამოსცხეს, ბოდბე და სანთელი რჩება, მითუმეტეს განიხილავდნენ აქ პატივცემული სენიორები, კერი მეტისონის შესაძლო კავშირს კრებით ჯეიქობი+ქ20 ტანდემთან.

ხო ნუ მეც ასე მგონია.

წემ ბოლეე რო ამდენს რო ბედამენ სხვანაირად არ გამოვა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share