Jump to content
×
×
  • Create New...

ჩრდილით გამიჯნულნი

Recommended Posts

  • ფორუმელი

მიგელ ვარგასს კარგად ახსოვს მომენტი, როდესაც პირველად გაიაზრა, რამოდენა ძალა აქვს ჩრდილს. მაშინ სკოლაში სწავლობდა და ჰანტინგტონ-პარკში – ლოს-ანჯელესის სამხრეთში მდებარე, ლიანდაგებითა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით დასერილ პატარა ქალაქში – ბუჩქნარით დაფარულ საფეხბურთო მოედანზე წინ და უკან დარბოდა. თაკარა მზეში იმდენი ირბინა, რომ დაისიცხა.

თვალზე ბინდი გადაეკრა. გული აუჩქარდა. გაშტერებული იქვე, მოედანზე აღმართული წითელი ფიჭვისკენ – ყველაზე დიდი და ახლომახლოს ფაქტობრივად ერთადერთი ხისკენ – წალასლასდა.

ჩრდილს თავი რომ შეაფარა, თავბრუსხვევამ გაუარა. გულისცემა დაურეგულირდა. ღრმა, გრილი ჩრდილის წყალობით გამოცოცხლდა და თავის თავს დაემსგავსა.

thumbnail_ElliotRossFINAL2-2-1024x576.jpThe National Geographic Society-მ, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, დააფინანსა მკვლევარ ელიოტ როსის ფოტოგადაღება ალასკის მკვიდრ ხალხთა გამძლეობაზე კლიმატის ცვლილების მიმართ. ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი

მოგვიანებით, როდესაც ხეების დამრგველად დაიწყო მუშაობა, შეიტყო, რომ ლოს-ანჯელესის ოლქის სხვა დასახლებებში, მით უმეტეს მდიდრულ, ძირითადად თეთრკანიანთა უბნებში, ეს მარტივი ბედნიერება ძალიან ხშირია. ამის საპირისპიროდ, მეტწილად ფერადკანიანი ადამიანებით დასახლებულ უბნებში, როგორიცაა ჰანტინგტონ-პარკი – 97%-ით ლათინოამერიკული დასახლება – ჩრდილი უფრო და უფრო იშვიათია.

ლოს-ანჯელესი არ არის ფინიქსი ან დალასი. აქ ზომიერი კლიმატია, თუმცა მომაკვდინებელი სიცხეც გვხვდება და, აშშ-ის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს დაატყდეს თავს. პრობლემას კლიმატის ცვლილებაც აუარესებს. ლოს-ანჯელესის ქალაქმგეგმარებელ კრისტოფერ ჰოთორნის თქმით, უკვე ისედაც დროა, „გამოვრთოთ მზე“. მისი აზრით, ქალაქმა აუცილებლად უნდა დაამატოს გამაგრილებელი საჩრდილობელი, რომელმაც, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეც კი გადაარჩინოს.

თანამედროვე ლოს-ანჯელესი მზეზე აშენებული ქალაქია და არა – ჩრდილში. 1800-იანი წლების დასასრულს და 1900-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიის ქომაგები აღმოსავლეთიდან ხალხს „თითქმის მუდმივი მზის შუქის“ დანაპირებით იზიდავდნენ. ლოს-ანჯელესის განუმეორებელი სინათლის ხიბლი არც გამქრალა – ის ჰოლივუდის ფილმებშიც ჩანდა.

ლოს-ანჯელესის ურბანული დაგეგმარების პრიორიტეტი მზეა. ქალაქის კოდექსი ხშირად იმასაც განსაზღვრავს, სად ან დღის რამოდენა მონაკვეთში შეუძლია შენობას ჩრდილის შექმნა, რათა ეზოებს, პარკებსა და ბაღებს ზედმეტი ჩრდილი არ მიადგეთ. არქიტექტორები შენობებსა და კომპლექსებს ისე აგებდნენ, რომ მათში მაქსიმალურად შესულიყო მზე. 1970-იანი წლების ენერგოკრიზისის შემდეგ ქალაქს კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზეს ყველგან შეეღწია: დღეს ლოს-ანჯელესს მზის ენერგიის უფრო დიდი წარმადობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქს აშშ-ში.

MM9267_201212_11659.jpgლოს-ანჯელესის გეგმარება, რომელიც პრიორიტეტს მანქანებს ანიჭებს, ისეთია, რომ გეგონება, ქალაქი კონდიციონერიანი მანქანიდან უნდა ათვალიერო. ფეხით მოსიარულეები ჩრდილის გარეშე ხშირად მზეში იხრუკებიან.

მაგრამ კლიმატის ცვლილების ხანაში ლოს-ანჯელესის მზეს უარყოფითი მხარეებიც აქვს. თუ ნახშირბადის ემისიების შესაჩერებლად საერთაშორისო ძალების მობილიზაცია არ მოხდება, საუკუნის შუა ხანებში ლოს-ანჯელესში, სავარაუდოდ, 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იქნება წელიწადში 22 დღის განმავლობაში, რაც დღევანდელ რიცხვზე სამჯერ უფრო მაღალია. ლოს-ანჯელესში სიცხე უკვე ზრდის სიკვდილის ალბათობას – ეს იმ შემთხვევებსაც ეხება, რომლებშიც ცალსახად არ ჩანს, რომ სიკვდილი დასიცხვამ გამოიწვია. მოკლე სითბური ტალღის დროს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ით მაღლა იწევს. ოთხი-ხუთი დღის შემდეგ რიცხვი 25%-საც აღწევს, უფროს შავკანიან და ლათინოამერიკულ მოსახლეობაში კი – 48%-ს.

როდესაც ცხელა, მზეში დგომისას ბევრად უფრო დაგცხებათ, ვიდრე ჩრდილში, ჰაერის ტემპერატურა იგივეც რომ იყოს. აღნიშნული ტემპერატურა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ ჰაერის მოლეკულები და გათბობენ, როდესაც გეჯახებიან, მაგრამ თქვენს სხეულს ხომ მზის სხივებიც ახურებს. თაკარა მზეში შეიძლება 11 გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურა იგრძნოთ, ვიდრე მახლობელ ჩრდილში.

იგივე ეხება შენობებს, ტროტუარებსა და სხვა დიდ ობიექტებს: მზის პირდაპირი დასხივება კიდევ უფრო მეტ ენერგიასა და, შესაბამისად, სითბოს გადასცემს. ასფალტი სითბოს განსაკუთრებით კარგად შთანთქავს. ბეტონის მსგავსად, ამ შთანთქმულ სითბოს ისიც საათობით უშვებს ჰაერში – მზის ჩასვლის შემდეგაც კი, რაც „ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტს უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ, სტრატეგიულად დარგულ ხეს მზეში აღმართული შენობის ტემპერატურის 10 გრადუსით შემცირება შეუძლია. ჩრდილი ყველაფერს აგრილებს, რასაც ეს დასიცხული ქალაქიც ამჩნევს.

როდესაც ესპანელი კოლონიზატორები ლოს-ანჯელესის აუზს მიადგნენ, მათ ტონგვას ხალხისა და სხვა აბორიგენების მიერ გულმოდგინედ მოვლილი ლანდშაფტი დახვდათ, მდიდარი, მრავალფეროვანი ეკოლოგიური მოზაიკა ულევი ჩრდილით. მდინარეებსა და მაღლობებს, რომლებიც დღეს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილს იკავებს, ტყეები ჩაუყვებოდა და აქაურებს ჩრდილით ანებივრებდა.

ესპანელებმა ტყეები გაჩეხეს. ჩრდილს, ხეების მაგივრად, შენობებით ქმნიდნენ: ქუჩები ისე განალაგეს, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ ღერძთან დაახლოებით 45-გრადუსიანი კუთხე შეექმნათ, რათა წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მზე და ჩრდილი ჰქონოდათ. რელიგიური მისიების შენობებისა და რეზიდენციების გარეთა კედლებს გრძელი, თაღოვანი ლოჯიები მიუყვებოდა.

MM9267_201210_08519.jpgლოს-ანჯელესში ჩრდილი ძირითადად იქაა, სადაც ადამიანებს ხეების მოვლის ფინანსური საშუალება აქვთ. დაბალშემოსავლიან, უმცირესობებით დასახლებულ ზონებში საჯარო ინვესტიციების ნაკლებობა ხეების ნაკლებობას ნიშნავს.

აღმოსავლეთ აშშ-დან ჩამოსულებმა XIX საუკუნეში ჩრდილის ლანდშაფტი კიდევ ერთხელ შეცვალეს და ახალი მარცვლეული და ციტრუსის პლანტაციები გააშენეს. ბოლოს, XX საუკუნეში, ლოს-ანჯელესის აუზის გარედან მოზიდული წყლით მათ „ურბანული ტყე“ შექმნეს, როგორც გვიამბობს ტრევის ლონგკორი, გარემოს შემსწავლელი მეცნიერი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში. განსაკუთრებით II მსოფლიო ომის შემდეგ, კოხტა, ერთოჯახიანი სახლი, გასასვლელში მანქანითა და ეზოში – ლამაზი ხით – ამერიკული ოცნების განსხეულება გახდა და ის ლოს-ანჯელესის მზარდმა მოსახლეობამაც აიტაცა. 1920-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე თითო ჰექტარზე ხეების რაოდენობა 150%-ით გაიზარდა, 2000-იანი წლების დასაწყისისთვის კი ქალაქს 10 მილიონზე მეტი ხე ფარავდა.

მაგრამ ურბანულ ტყეებს ფული სჭირდება, ფული კი თანაბრად არაა განაწილებული. ლოს-ანჯელესის ჩრდილის უმეტესობა კერძო მიწას ეცემოდა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ლოს-ფელისი, ჰოლივუდი ან ბრენტვუდი – დასახლებები, რომლებშიც ადამიანებს ხეებისა და მათი ხშირად ძვირადღირებული მოვლის საშუალება ჰქონდათ. დღეს ქალაქის ხეების თითქმის 20% ზუსტად ხუთ რაიონშია კონცენტრირებული, იქ, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1% ცხოვრობს.

ამის საპირისპიროდ, უფრო ღარიბი, ფერადკანიანებით დასახლებულ უბნებში ხეები ასე არ აღმოცენებულა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ე.წ. „რედლაინინგის“ გამო ფერადკანიან ადამიანებს იპოთეკური სესხის აღებისა და ამერიკული ოცნების ასრულების შანსს არ აძლევდნენ, საჯარო ფონდების უდიდეს ნაწილს კი საზოგადოებრივ სიკეთეებში, მათ შორის ხეებში, აღარ აბანდებდნენ. ასეთ უბნებში დარგულ ხეებს ხშირად ტყის დეპარტამენტი (რომელსაც ფინანსები აკლდა) არც უვლიდა. ამას გარდა, სამანქანო გზების გასაყვანად ქალაქმა ხეები ქუჩებიდან და დავიწროებული ტროტუარებიდანაც გააქრო.

საგრძნობი უთანასწორობაა: ქალაქის ზოგიერთ ყველაზე ღარიბ უბანში, როგორიცაა ჰანტინგტონ-პარკი, ხეები ზედაპირის 10%-ზე ნაკლებს ჩრდილავენ, მდიდრულ უბნებში კი, როგორიცაა ლოს-ფელისი, ჩრდილი თითქმის 40%-ს აღწევს. ეს საზოგადოების ჯანმრთელობაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. „რედლაინინგის“ ფარგლებში „გაწითლებულ“ უბნებში საშუალოდ 4,2 გრადუსით უფრო ცხელა, ვიდრე უმდიდრეს დასახლებებში.

„გაწითლებულ უბნებში სიმწვანეს ვერ შეხვდებით“, – ამბობს ვივეკ შანდასი, ურბანული ეკოლოგი პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ლოს-ანჯელესს მდიდრულ და ღარიბულ უბნებში ხეების ერთნაირი რაოდენობის დარგვაზე უწევს კონსულტაციას.

  • MM9267_201205_06258-1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201208_06984-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201205_06218-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201205_06222-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201206_06611-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201206_06598-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201206_06605-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201207_06874-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9267_201207_06920-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება.

გააზიარეთ ფოტო

ლოს-ფელისის ვერმონტის ხეივანის რამდენიმე მონაკვეთში ათეულობით წლის ფიკუსების ფესვები ორნახევარი მეტრის სიგანის მიწას ფარავს წყნარი, გაყოფილი გზის ორივე მხარეს. ხშირი ტოტები 12 მეტრის სიგანის სამანქანო გზის თავზე ერთმანეთში იხლართება. ქვემოთ, ბალახზე, იდუმალი, ცივი შუქი კიაფობს, ხოლო იმავე ქუჩაზე 11 კილომეტრით სამხრეთით, სამხრეთ ცენტრალურ ლოს-ანჯელესში, მზე დაუბრკოლებლად აცხუნებს.

გასულ ზამთარში მზემ რეიჩელ ო’ლირისა და სინდი ჩენსაც დააჭირა – არაკომერციული ორგანიზაცია City Plants-ის წარმომადგენლებს, რომლებიც სამხრეთ ცენტრალურ უბანში ხეების დასარგველად ადგილს ეძებდნენ. ერთ გრძელ კვარტალში 33 საცხოვრებელი ნაკვეთით, მათ ქუჩაში მხოლოდ ცხრა ხე იპოვეს. აქედან ექვსი იმდენად მოუმწიფებელი იყო, რომ მხოლოდ პატარა ჩრდილს ქმნიდა. აქეთ ზედმიწევნით გასხლული ჟაკარანდას ჩრდილში თეთრი ძაღლი წამოგორებულიყო, იქით კი მუშები ორი სქელტანიანი ფიკუსის ხის ქვეშ ისვენებდნენ. კვარტლის დანარჩენი ნაწილი მზეს ეფიცხებოდა.

ჩენმა კომპიუტერული მოდელი შექმნა, რომელიც მიწის იმ პატარა მონაკვეთებს პოულობს, სადაც ქალაქს ხეების დამატება წაადგებოდა – ეს ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ კვარტალში (მათ შორის ქუჩაზე) საჯარო მმართველობაში არსებული 8220 კვადრატული მეტრიდან პოტენციურად ხის ჩარგვა მხოლოდ დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე შეიძლება. ჩენის მოდელმა ამოარჩია ადგილები, სადაც ხე ვერ დაეტეოდა გზის, სახანძრო ჰიდრანტის, ხეივნების და სხვა ისეთი წინაღობების გამო, როგორიცაა ბოძები. დარჩენილი სივრცე – ერთი მეტრის სიგანის მონაკვეთები ვიწრო ტროტუარებზე – საკმარისი იყო 16 ხის ჩასარგველად.

ეს საერთოდ არ არის ბევრი, დასძენს ო’ლირი, მაგრამ ახლა ამ ტერიტორიის 3%-ზე ნაკლებია დაფარული ხის საფარით. „ჯობს ცოტა ხე, ვიდრე არც ერთი“, – ამბობს იგი.

ლოს-ანჯელესი 2021 წლის ბოლოსთვის კიდევ 90 000 ხის დარგვას აპირებს, 2028 წლისთვის კი ხე-ტყის საფარის 50%-ით გაზრდა იგეგმება სამხრეთ ცენტრალურის მსგავს უგულებელყოფილ უბნებში. ქალაქის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რეიჩელ მალარიჩი, პირდაპირ ამბობს, რომ ეს კამპანია პანაცეა საერთოდ არ არის. ხეებს გასაზრდელად წლები (ან ათლწეულები) და ბევრი მორწყვა სჭირდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეიჩელის თქმით, მათი სარგებელი ნამდვილად აჭარბებს ხარჯს.

კრისტოფერ ჰოთორნი ჰოლისტურ მიდგომას გვთავაზობს, რომელიც ლოს-ანჯელესში ურბანული საჯარო სივრცეების პროექტირების ყველა გადაწყვეტილებაში საჩრდილობლებს გაითვალისწინებს. „მზისა და მზის შუქის მიღების ნაცვლად, – ამბობს იგი, – ისეთ პროექტებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომლებიც მზისა და სიცხისგან დაგვიცავს“.

ამ შემთხვევაში ყველაზე მასშტაბური სტრატეგია იქნებოდა, მანქანებზე მორგებული ქალაქის ორიენტაცია შეგვეცვალა და სივრცე ფეხით მოსიარულეებისა და ხეებისთვის დაგვეთმო; დაგვევიწროებინა ქუჩები და ისინი უფრო მაღალი შენობებით დაგვეჩრდილა, ვიდრე დღევანდელი კოდექსითაა გათვალისწინებული. არსებობს კანონები, რომლებიც შენობებში სითბოს უფლებას არეგულირებს; ევროპაში მზის შუქის მიღების უფლებაც კი რეგულირდება. იქნებ დროა, ჩრდილისა და სიგრილის უფლებაც დავიცვათ, ამბობს ჰოთორნი.

MM9267_201103_01090-1024x576.jpgლადეილ ჰეისი, ლოს-ანჯელესის კამპანიის ფარგლებში, ვარდისფერ ტაბებუიას რგავს. კამპანია 2021 წლის ბოლომდე 90 000 ხის დარგვას ითვალისწინებს. ჰეისი ახალგაზრდების ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელთა უმეტესობაც ხეებს თავისივე უბანში რგავს. ხეებს მრავალწლიანი მოვლა დასჭირდებათ, სანამ მათი ჩრდილი მოსახლეობას შეეშველება.

ჯერჯერობით ქალაქი მხოლოდ პატარა ნაბიჯებით იწყებს სვლას. ქუჩის განათების ახლებური დიზაინის კონკურსის მონაწილეებს ორმაგი ან სამმაგი დავალება ჰქონდათ – უნდა შეექმნათ ქუჩის განათება და, თუ შეძლებდნენ – დეკორატიული ელემენტებით დატვირთული საჩრდილობელი. რიგში შემდეგია ავტობუსის გაჩერების ახალი დიზაინის შექმნა, მანამდე კი ქალაქი ეცდება, ყველაზე ცხელ ქუჩებზე, გადატვირთულ გაჩერებებზე, 750 გადახურული სადგომი დაამატოს.

ნებისმიერი საჩრდილობელი მისასალმებელია, ამბობს ესმერიტა გომესი, სანამ ცენტრალურ ლოს-ანჯელესთან ახლოს, ვერმონტის ხეივანსა და ვენის-ბულვარის გადაკვეთაზე, ავტობუსს ელოდება. „აქ ადრე სამი ხე იყო, მაგრამ მოჭრეს“. ის ბოძის ვიწრო ჩრდილს ეფარება, სანამ ავტობუსი მის წინ ხმაურით გაჩერდება.

ხეების მრგველი ვარგასი ამ ყველაფერს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს. მან იცის, რა ფასი აქვს თუნდაც ერთ წუთს ჩრდილში და რომ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფეხით მოსიარულეთათვის, ყველასთვის, ვისაც არ აქვს კონდიციონერი. „ეს არაა მოკლევადიანი პროცესი. შედეგს არც წელს ვიგრძნობთ, არც მომავალ წელს და, შესაძლოა, არც 10 წელიწადში. სხვაობას შემდეგი თაობა იგრძნობს“. – ამბობს იგი.

შტატიანი ავტორი ალეხანდრა ბორუნდა წერს კლიმატის ცვლილებასა და მასთან ადაპტირების მცდელობებზე. კოლორადოში მცხოვრები ფოტოგრაფი ელიოტ როსი მუშაობს ამერიკულ ყოფასა და გარდამავალ სივრცეებზე.

The post ჩრდილით გამიჯნულნი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   350 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 349 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(8)
    • t-90
    • Googlebot(4)