Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთმა პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

????რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს რუსეთის მიერ შეტანილი პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში. 

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, უკრაინის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 

რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსეთი უკრაინას უჩივის შემდეგ სახის ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში: 

?კიევის ცენტრში - მაიდანზე, ქ. ოდესაში პროფკავშირების სახლში და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, განვითარებული მოვლენებისას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოქალაქეების მიმართ სასტიკ მოპყრობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 

? რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაცია, საზოგადოებრივი სფეროებიდან, მათ შორის საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემებიდან  რუსული ენის განდევნა; 

?რუსული კომპანიებისა და რუსი მეწარმეების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება; 

?მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნა; 

?ჩრდილო ყირიმის არხის ბლოკირება, რომლითაც ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობას შეუწყდა სასმელი წყლის მიწოდება; 

?უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიურ, საკონსულო და სხვა წარმომადგენლობებზე თავდასხმა; 

?სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, რუსეთის საზღვრისპირა რაიონების დაცხრილვა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში მოსახლეობისთვის საარჩევნო უფლების წართმევა. 

????წარმოებაში მიღების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული ყურადღებითა და გაკვირვებით განიხილავენ რუსეთის პირველ სახელმწიფოთაშორის სარჩელს უკრაინის წინააღმდეგ, რაც არცთუ მცირე დროს წაიღებს. ამასთან, რუსეთის ეს სახელმწიფოთაშორისო  სარჩელი ალბათ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს სამართლებრივი თავხედობების ისტორიაში. 

 

:lol: :love:

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share