Jump to content
×
×
  • Create New...

50 ახალი მილიარდერი სამედიცინო სფეროში - პანდემიის კიდევ ერთი შედეგი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-039b68c40f107da4b842107c1296fae1.jpeg

კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სფეროს ბევრი წარმომადგენელი მნიშვნელოვნად გამდიდრდა. ნაწილი იმდენად, რომ მილიარდერების სიაში წელს პირველად მოხვდა. გამოცემა "ფორბსმა" ყველა მონაცემი შეაჯამა და საზოგადოებას წარუდგინა სია, თუ ვინ რამდენი ფული იშოვა და რით გამდიდრდა 2020 წელს. გაირკვა, რომ მსოფლიოს სამედიცინო სფეროდან 50 ახალი მილიარდერი ჰყავს.  ახალი მილიარდერების ტოპ ათეული ასე გამოიყურება: 1. პირველი სიაში უგურ შაჰინია, რომლის ქონებაც 4.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 55 წლის გერმანიის მოქალაქე კომპანია "ბიონტექის" ერთ-ერთი მფლობელია. დასავლეთის მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, სწორედ "ფაიზერისა" და "ბიონტექის" მიერ არის შექმნილი. ვაქცინა უკვე იყიდა დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. "ფორბსის" ინფორმაციით, თურქეთში დაბადებული ექიმი საცხოვრებლად გერმანიაში 2008 წელს ჩავიდა და ის კომპანია "ბიონტექის" 17 პროცენტს ფლობს. კომპანიის აქციები კი წელს 160 პროცენტით გაიზარდა. 2020 წლამდე უგურ შაჰინი მილიონერთა სიაში იკავებდა პოზიციას, წარმატებული ვაქცინის გამოშვების შემდეგ კი მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.  2. სტეფან ბანცელი 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარით სიაში მეორე ადგილს იკავებს. ფრანგი ბანცელის გამდიდრებაც ვაქცინას და პანდემიას უკავშირდება. საფრანგეთის მოქალაქე კომპანია "მოდერნას" აქციების 6 პროცენტს ფლობს და ის ამავე კომპანიის გენერალური დირექტორია. მან პირველი მილიარდი 2020 წლის მარტში დააგროვა. მისი ქონება ყოველდღიურად ხსნის რეკორდებს. კომპანიის აქციების ფასი "ფორბსის" მონაცემებით 550%-ით არის გაზრდილი. "მოდერნას" ვაქცინა პირველად მსოფლიოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, შემდეგი იყო კანადა. ამ დროისთვის "მოდერნას" მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით მოსახლეობის აცრა ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს. ამერიკა პირველ ეტაპზე კომპანიისგან 200 მეორე ეტაპზე კი 300 მილიონ დოზას მიიღებს.  3. იუან ლიპინი იუან ლიპინი - 2020 წელს კანადაში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. კანადის მოქალაქე ფარმაცევტული კომპანიის მფლობელია და მან მიმდინარე წელს 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ქონება დააგროვა. ლიპინი ჩინური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის 24 პროცენტს ფლობდა და მან მილიარდები მას შემდეგ იშოვა, რაც ივნისში პარტნიორთან კონტრაქტი გაწყვიტა. კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა და ის ყოველთვიურად ახალ რეკორდებს ამყარებს. 4. ჰუ კუნი 3.9 მილიარდი ამერიკული დოლარით, ახალი მილიარდერების სიაში მოხვდა ჩინეთის მოქალაქე ჰუ კუნი. მისი გამდიდრების წყარო 2020 წელს სამედიცინო აღჭურვილობები გახდა. ჰუ კუნი ფლობს სამედიცინო სისტემების კომპანიას, რომელიც ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთში ოპერირებს. კომპანიის აქციების ფასი 150% არის გაზრდილი. კომპანია შეკვეთების 70%-ს უცხოეთიდან იღებს.  5. კარლ ჰანსენი  2.9 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონება დააგროვა კანადის მოქალაქემ კალ ჰანსენმა. ის ვანკუვერში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური ფირმის "აბსელერას" აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია. კომპანია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს და ატარებს სწავლებას დაავადებების ანტისხეულებზე. კომპანია ამ გზით ცდილობს გამოძებნოს გზა, თუ როგორი მკურნალობა იქნება უფრო პერსპექტიული. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა და ჰანსენი აქციების 23%-ს ფლობს. კომპანიის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის სქემამ კოვიდ19-თან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30 000 დოზა "ბამლანივიმაბის" ანტისხეულები სწორედ ჰანსენის კომპანიისგან მიიღო.  6. ტიმოთი სპრინგერი  ახალ მილიარდერთა სიაში მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ტიმოთი სპრინგერი. სპრინგერი კომპანია "მოდერნას" აქციების მფლობელია. მისმა ქონებამ 2020 წელს 2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ტიმოტი სპრინგერი ჰარვარდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი და ბიოლოგიური ქიმიის პროფესორია. მან 2010 წელს ახალდაფუძნებულ კომპანიაში "მოდერნა" 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ათი წლის შემდეგ ის კომპანიის აქციების 3.5 პროცენტს ფლობს, რაც 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.  7. სერჯიო სტევანატო  ახალ მილიარდერთა ათეულში მოხვდა იტალიის მოქალაქე სერჯიო სტევანატოც. მისმა ქონებამ 2020 წელს 1.8 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. საქმიანობის სფერო სამედიცინო შეფუთვებია. მას აქვს წილი კომპანიაში, რომელიც ვენეციის გარეუბანში 1949 წელს მისმა მამამ დააარსა. კომპანია "სტევანატო გრუპი" ვაქცინებისთვის სპეციალურ ფლაკონებს ამზადებს და მსოფლიოში ამ ეტაპზე სიდიდით მეორე მწარმოებელია.  8. კრობერტ ლენგერი  ახალ მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ამერიკის მოქალაქე რობერ ლენგერი მოხვდა. ის ბიომედიცინის სფეროს ინჟინერია და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიური ინჟინერიის პროპესორი. მან კომპანია "მოდერნაში" ინვესტიცია 2010 წელს ჩადო. დღეს ლენგერი კომპანიის აქციების 3 პროცენტს ფლობს. "ფორბსის" მონაცემებით, რობერ ლენგერის ქონება ამ დროისთვის 1.5 მილიარდი დოლარია.  9. პრემჩანდ გოდჰა  ახალი მილიარდერების ათეულშია ინდოეთის მოქალაქე პრემჩანდ გოდჰა. მისი ქონება ამ დროისთვის 1.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გამდიდრების წყარო მედიკამენტებია. გოდჰამ 1975 წელს მუმბაიში დაფუძნებული კომპანია "იპქა ლაბსი" შეიძინა. 2020 წლის განმავლობაში კომპანიის ფასი გაორმაგდა. მან კოვიდ19-თან საბრძოლველად მსოფლიოს ჰიდროქსიქლოროქინი წარუდგინა, რომელიც რეალურად პოტენციურ სამკურნალო პრეპარატად ითვლებოდა პანდემიის დასაწყისში. კვლევების შემდეგ კი გაირკვა, რომ ის ნაკლებად ამცირებდა კოვიდ19-ით ინფიცირებულთა სიკვდილობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-ზე პრეპარატის მოხმარების რეკომენდაციას ახლა არ გასცემს.  10. აუგუსტ ტრონდლი  ფარმაცევტული კომპანიის მომსახურებით 2020 წელს მილიარდერთა სიას შეუერთდა ამერიკის მოქალაქე აუგუსტ ტრონდლიც. "ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. ტრონდლი ფლობს კომპანიას "მედფეისს" რომელიც საკონტრაქტო სამუშაოებს და კლინიკურ კვლევებს აწარმოებს ფარმაცევტული ფირმებისთვის. კომპანია 1992 წელს დაფუძნდა, აუგუსტ ტრონდლი ამ დროისთვის აქციების 21% ფლობს. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share