Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ესენი რა უტიფრები არიან

=

„ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდება ზოგადად ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კარგად გვახსოვს ის მრავალთვიანი აქციები, რომელიც შეერთებულ შტატებში ხდებოდა. „შავი სიცოცხლე ფასობს“ – ეს აქციები იყო, როდესაც მოხდა არაერთი პოლიციის, გუბერნიის, მერიის შენობის დარბევა, ხდებოდა მაღაზიებზე თავდასხმები, მანქანების დამტვრევა, უდანაშაულო ადამიანების ცემა, წამება ლამის ქუჩაში. ეს ხდება ყველგან და მთავარია, ამაზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. საქართველოს პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოულოდნელი იყო, რომ 20 სხვადასხვა ადგილას გაიშლებოდა ეს აქციები, მაინც შეძლო, დროულად აღეკვეთა ძალადობა. მეორე დღეს ყველაფერი ჩატარდა გაცილებით მშვიდად და ყველა ადამიანი აგებს პასუხს.

ყველგან უნდა გვქონდეს ერთი და იგივე სტანდარტი. როდესაც ვამბობთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა არის შიდა ტერორიზმი, იგივე სტანდარტი უნდა გვქონდეს საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე და როდესაც ვხედავთ, რომ ხშირად აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში პოლიცია ვერ უმკლავდება ძალადობრივი ჯგუფების აქციას, შეუძლებელი არ უნდა მოვთხოვოთ ქართულ პოლიციასაც, რომელმაც მართლა მაქსიმუმი გააკეთა. მადლობა აშშ-ს იმისთვის, რომ დღეს საქართველოს პოლიციას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და წვრთნაც, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ უფრო მეტი ესკალაცია თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა სუბარმა.

=

„მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა. ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

=

როგორც ჩანს, აშშ-ის ელჩს არ მიაწოდეს ინფორმაცია, 5 ივლისს, დილით რა განცხადება გააკეთა პრემიერმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

=

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ქალბატონ ელჩს არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განცხადება და შეფასება გააკეთა დილითვე პრემიერმა, ასევე არ უთარგმნეს იმ ბრიფინგის შინაარსი, რომელიც ევროკომისართან ერთად ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არც იმ ბრიფინგის შინაარსი, რომელიც შსს-ს ჰქონდა, სადაც ჩვენ ვნახეთ, სწრაფი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე, სადაც კი დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.

=

რისი იმედი აქვთ?სპყ

 

 
Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
  On 7/10/2021 at 6:03 PM, Moor said:

ხო, ჯეკობას არ აქვს მაგის რესურსი, მარა საინტერესო ავანტიურისტია

Expand  

გელას მარჯვენა ხელი რა უნდა იყოს?! :დ ის საწყალი გელა იყო იშვიათი სულელი. სალანძღავად არ ვამბობ, მართლა ვერ იყო :დ

ჯეკობა მაშინაც და ეხლაც პისტოლეროა ჩვეულებრივი, საჭიროების შემთხვევაში შიო და კო უზრუნველყოფს მაგ %-ს დღეის მდგომარეობით.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 7/10/2021 at 6:06 PM, Moor said:

რისი იმედი აქვთ?სპყ

Expand  

გასაგებია რომ ჯერ ადრეა მაგრამ ეს მესიჯ ბოქსი და ალიანსი კორპორაცია ამბრელასთან კიარადა წვეროსთან :დ არაფერს გაგონებთ? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth კომაროველი ყოფილა :დ ჭკუას არ ვგულისხმობდი, რამდენ რამეს მიედმოედოთქო, ლანჩავადან ბერობამდე, მერე ვაშინგტონში დელეგაციები, საპატრიარქოს ინტრიგები. დალევდა კაცი მაგასთან.  

  On 7/10/2021 at 6:28 PM, Seth said:

გასაგებია რომ ჯერ ადრეა მაგრამ ეს მესიჯ ბოქსი და ალიანსი კორპორაცია ამბრელასთან კიარადა წვეროსთან :დ არაფერს გაგონებთ? :დ

Expand  

რას? ალიანსი კაია, მარა  აშკარად უტიფრად ენაგლებიან ელჩს, რასაც არ გაუტარებს მის ამერიკა

 

 
Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 7/10/2021 at 6:34 PM, Moor said:

ალიანსი კაია, მარა  აშკარად უტიფრად ენაგლებიან ელჩს, რასაც არ გაუტარებს მის ამერიკა

Expand  

შესაძლოა მაგიტომაც ენაგლებიან ;) + რას უზამენ რო? თუ ეს ალიანსი ალიანსია უკვე მაშინ დისპოზიცია განსაზღვრული აქვთ ;)  და აწი დიდი ცვლილებები აღარ იქნება.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ბერკეტების მეტი რა აქვთ. თქვენ ამბობთ, რომ რუსული თამაშია?  

 

 
Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 7/10/2021 at 6:46 PM, Moor said:

ბერკეტების მეტი რა აქვთ

Expand  

აბა მითხარით ერთი-ორი... შემოდგომამდე.

  On 7/10/2021 at 6:46 PM, Moor said:

თქვენ ამბობთ, რომ რუსული თამაშია?  

Expand  

ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ ეგ ორი რამ ერთად ძალიან ჰგავს.

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 7/10/2021 at 6:48 PM, Seth said:

აბა მითხარით ერთი-ორი... შემოდგომამდე.

Expand  

მე რა, არ გახსოვთ the U.S. has real leverage in Georgia. Now is the moment to use it, before it's too late. ;)

  On 7/10/2021 at 6:48 PM, Seth said:

ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ ეგ ორი რამ ერთად ძალიან ჰგავს.

Expand  

და პარალელურად ამერიკა და ეუ ერთმანეთს ეჯიბრებიან აქ დაფინანსების გაზრდაში? აგერ დარბევის პარალელურად ეუ კომისარი გვიხსნიდა როგორ დაიხარჯება მილიარდები, და რატო? არ ჯდება არაფერში. 

 

 

 

 
Expand  
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share