Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

2 minutes წინ, ASIA said:

მართალი ხართ ახლა ვნახე.

დიახ სენიორა.

 

ძალიან მარტივი და გასაგები წინადადებაა ორივე ვერსიაში

1. "იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!+ როგორც მე გამომგზავნა მამამ,+ მეც ისე გგზავნით თქვენ!“+ 22  ეს რომ თქვა, სული შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული!+ 23  ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც არ აპატიებთ, არ ეპატიება“.

2

"რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ

22და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ."

 

მეორე ვერსია მხოლოდ ძველი ენითაა დაწერილი მაგრამ აზრობრივად ორივე ერთი და იგივე უმარტივეს სცენას გადმოსცემს კითხვის ნიშნების გარეშე.

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

@Eric

იოანეს სახრება  15-26

6ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

 

იოანე 20-22

22და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.

 

მეთხუთმეტე თავში იესომ აღუთქვა ნუგეშინისმცემელი - იესო ჯერ კიდევ არ არის ჯვარცმული.

მეოცე თავში უკვე აღმდგარი იესო ასრულებს დანაპირებს  - იესო  ჩავიდა ჯოჯოხეთშიც და ავიდა მამასთანაც!

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

 

1 საათის წინ, Eric said:

"იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!+ როგორც მე გამომგზავნა მამამ,+ მეც ისე გგზავნით თქვენ!“+ 22  ეს რომ თქვა, სული შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული!+ 23  ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც არ აპატიებთ, არ ეპატიება“.

რაღა იეჰოვას მოწმეების (უკვე გადაწერილ ვარიანტს) გვთავაზობთ სენიორ, აგერ მთაწმინდელების რედაქციით , ძველი ქართულით შემოგთავაზებთ.

იეჰოვას მოწმეებს ენდობა კაციიი ??? ;)

„და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (მუხლები 22-23).

უფალმა განაცხოველა ადამიანი მისი შექმნის დღეს სიცოცხლის უშუალო შთაბერვით, შექმნა რა იგი შემძლედ საღმრთო ჭეშმარიტებათა აღსაქმელად, მისაღებად.

და აი, ამ დიად დღეს, როცა შეიქმნება „ქმნილებაი სხუაი“, ახალი (კორინთ. 5,17), უფალი ახალ, უაღმატებულეს განვითარებას ანიჭებს ადამიანის სულს თავის ყოვლადწმიდა ბაგეთაგან შემოქმედისმიერი შთაბერვით, მსგავსით თავდაპირველი, შექმნათა დროინდელი შთაბერვისა, და ანიჭებს ადამიანის სხეულით შემოსილი უფალი; და უფლის სუნთქვას ხილული სახითაც და საიდუმლო სახითად გადმოაქვს მათში საღმრთო მადლის უწმიდესი ნიჭი, რომელსაც იგი შემდეგი სიტყვებით აძლევს „მიიღეთ სული წმიდაი“.

უფალი სულიწმიდის ნიჭთ მოჰმადლის თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომისთანავე, რათა აღამაღლოს ისინი, დაიახლოვოს და გონება განუხსნას მათ საღმრთო წერილის გულისხმის-საყოფად და თავისი საუბრების გასაგებადაც ორმოცი დღის განმავლობაში, ზეცად თავის ამაღლებამდე, რათა ეკლესიის მწყემსებად მოამზადოს ისინი, - ეკლესიისა, რომელზეც ნუგეშინის-მცემელი სულიწმიდის ნიჭნი გადმოიღვარა მეერგასის - სულთმოფენობის დღეს (შდრ. იოანე ოქროპირის 86-ე ჰომილია, რომელშიც იგი ამბობს, რომ სასწაულთმოქმედებათა ნიჭი მოციქულებმა მეერგასის დღესაც მიიღეს, „რამეთუ სხვადასხვაგვარია სულიწმიდის საბოძვარნი“). ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომის პირველსავე დღეს უფალი ამკვიდრებს იმ სულიერ იერარქიას, რომელმაც მთელს ქრისტიანულ მსოფლიოს უნდა უწინამძღვროს მისი ზეცად ამაღლების შემდგომ ქვეყნის დასასრულამდე და მის - ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

ამიტომაც სულიწმიდის მონიჭებასთან ერთად მოწაფეებს ცოდვათა მიტევების ხელმწიფებაც ეძლევათ ქვეყნად, ანუ საღმრთო ხელმწიფების ნაწილი, რამეთუ როგორც ბასილი დიდი ამბობს, „არავის ძალუძს ცოდვათა მიტევება, თვინიერ ერთისა ღმრთისა, ხოლო სული წმიდა, რომელი არის ღმერთი და რომელს ერთი და იგივე ქმედება აქვს მამისა თანა და ძისა თანა, მოციქულთა მეშვეობით მიუტევებს ცოდვებს“ (ევნომიუსის წინააღმდეგ, წ.V „სულიწმიდისათვის“).

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

1 minute წინ, kvipriane said:

რაღა იეჰოვას მოწმეების (უკვე გადაწერილ ვარიანტს) გვთავაზობთ სენიორ, აგერ მთაწმინდელების რედაქციით , ძველი ქართულით შემოგთავაზებთ.

სენიორ აქამდე წესებით ვსაუბრობდით ხომ? ))

რად გვინდა ეს დაბრალებები?

4 minutes წინ, kvipriane said:

და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ;

ეს იგივე არაა? ))))

 

რად მინდა დანარჩენი ტექსტებს რომ მიდებთ ღიმილით და იეღოველობის ბრალდებით? )))

Share on other sites

Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, ASIA said:

22და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.

დიახ, იგიეა რა ანუ შეჰბერა და გადასცა სულიწმინდა ხომ?

 

11 minutes წინ, ASIA said:

მეთხუთმეტე თავში იესომ აღუთქვა ნუგეშინისმცემელი -

ეს არ მაინტერესებს სენიორა, ეს სხვა  საკითხიაა უკვე.

Edited by Eric
Share on other sites

@Eric

14 minutes წინ, Eric said:

ეს არ მაინტერესებს სენიორა, ეს სხვა  საკითხიაა უკვე.

ზუსტად ის არის, რასაც ეს დღეები ვარჩევთ = სულიწმიდა მამისაგან გამოვალს და იესომ მამის ძალით აღუთქვა მოციქულებს სულიწმიდის მოვლენა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე!

თქვენი ნებაა თუ არ გაინტერესებთ - მე მგონია მე-15 თავშია პასუხი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ჰეჰ :D

მაშ ეს რაღა სულიწმიდაა 50-ე დღეს რომ გარდამოვიდა მოციქულებზე და მას შემდეგ დაიწყეს ქადაგებაც და სხვადასხვა ქვეყნებში გამგზავრებაც და შეპყრობილების განხ=სხმაც ? ;)

„... და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად ...“ (საქმე მოციქულთა, 2:1-4).

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

2 minutes წინ, ASIA said:

ზუსტად ის არის, რასაც ეს დღეები ვარჩევთ = სულიწმიდა მამისაგან გამოვალს და იესომ მამის ძალით აღუთქვა მოციქულებს სულიწმიდის მოვლენა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე!

რათქმაუნდა სენიორა

იესო რასაც აკეთებს მამის ძალით აბა სხვა როგორ?

 

მაგრამ აქ კონკრეტულ ამ მომენტში

16 minutes წინ, Eric said:

და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.

)

 

აქ გამოდის რომ იესო ფლობს სულიწმინდას და გადასცემს მოსწავლეებს ხომ?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   85 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 85 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(4)