Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

საოცრებაში ვცხოვრობთ სენიორას და სენიორეს, ყოველდღიურობის მატრიციდან რომ გამოვიდეთ და ჩიტის კი არა და სატელიტის სიმაღლიდან რომ დავხედოთ ცისფერ პლანეტას ...

საოცრებააა, ცოცხალი ორგანიზმები, ავიღოთ ძროხა, დადის ჭამს და კუკავს (უკაცრავად), და ნუ რძეს გვაძლევს მაგრამ ეს არ ითვლება რადგან მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და ჰომო საპიენსმა ბევრი იშრომა ცხოველისგან ბიოქარხანა მიეღო, მაგრამ ამოვაგდოთ ჯერჯერობით ეს ჰომო

დადის ჭამს ბალახს კუკავს, ესეიგი ბალახი ამოდის იზრდება მერე გადადის ძროხის მომნელებელ სისტემაში მერე გამოიყოფა და შემდეგ კვების ჯაჭვი მიკროსამყაროში გადადის სადაც ათასგვარი მცოცავმოხავი უფეხო თუ ფეხებიანი ბაქტერიები თუ ამება ამ კუკებს ამუშავებს თვითონაც კვდება იზილება მიწაში წყალთან ერთად და შემდეგ ისევ ბალახის სახით ამოდის ... საოცრებაა

და აქვე ქარი რომელსაც მტვერის სახით გაადააქვს ეს ყველაფერი და ფუტრები და ათასგვარი ბზუილა და წუილა

და უყურეთ, ძროხებს ხომ შეუძლიათ მთელი ბალახის შეჭმა? შეუძლიათ რადგან სხვა საქმე არ აქვთ ჭამენ და კუკავენ მარა ნურას უკაცრავად, ძროხების პოპულაციის საკონტროლებლად ბუნებაში არის მტაცებელი, რომელსაც სხვა საქმე არ აქვს გარდა იმის რომ დადის ძროხებს ჭამს და კუკავს, და იგივე პროცესი მეორდება და ამ დროს ხომ შეიძლება მტაცებლებმა ყველა ძროხა შეჭამონ?

ნურას უკაცრავად, მტაცებლები თვითონვე აკონტროლებენ პოპულაციას, განსაზღვრულ ფართობზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობა მტაცებელი ცხროვრობს და იქაც მხოლოდ ბანდის მეთაურს აქვს გამრავლების უფლება!!! - > საოცრებაა

და ეს მტაცებლები დასდევენ ძროხებს ეს ძროხები დარბიან უმჯობესდება კუნთოვანი სისტემა სისხლძარღვები ძროხები ვარჯიშობენ და ყოველ ახალ თაობაში უფრო ძლიერ ღონიერ და ჭკვიანი ძროხები იბადებიან რადგან მტაცებელს ასეთი უფრო გაექცევა და გადარჩება და გამრავლდება ვიდრე სუსტი და მტაცებლის შეჭმული ძროხებიდან ათიდან რვა ასეთია , ორს უბრალოდ არ გაუმართლა ...

და ეს ყველაფრი მუშაობს თავისით!

საშინელი წონასწორობით, საშინელი იმ თვალსაზრისით რომ მისი გათვლა წარმოუდგენელ მაშტაბებს წვდება და რეგენერაციის ასევე საშინელი მაშტაბებით

... და ამ ყველაფერში ადამიანი არის სრულაიდ ზედმეტი სენორას და სენიორეს!

ამ ყველაფერს შეუძლია ბრწყინვალედ იმუშაოს ადამიანის გარეშე!

არანაირი ჩარევა ადამიანისგან ბიოსფეროს არ ჭირდება პირიქით იქ ყველაფერი საშინლად წარმოუდგენელ მაშტაბების მიკომიკრომიკრისპოპულ დონეზეც კი გათვლილია თავისი ალარმების, კონტროლის  და რეგენერაციების შესაძლებლობებით.

 

აბა რა არის ადამიანის ფუნქცია?

ერთადერთი ->  ი ა ზ რ ო ვ ნ ო ს

ადამიანი ამ ბიოსფეროს მოწინააღმდეგეა, საიდანაც არ უნდა შევხედოთ

ჰომო საპიენსი მიეკუთვნება მტაცებელთა ოჯახს, რამდენიც არ უნდა იძახონ ჰომოსაპიენსების ერთმა ნაწილმა არა არაო, დაიცვან ათასნაირი დიეტა ირბინონ პლაკატებით და არა ჩვენ ჰომო კი არა ვეგან საპიენსები ვართო ეს არაფერს ცვლის და

თუმცა არ ზის ბიოსფეროს კანონებში ალარმების რეგულაციების რეგენერაციის ოპერაციებში პირიქით ის სრულაიდ მონდომებულად სპობს ამ ყველაფერს ასევე ერთადერთი მიზეზით რომ სხვა ბიოორგანიზმივით მანაც ჭამოს და კუკოს.

 

და ერთადერთი რაც მას განასხვავებს არის -> აზროვნების უნარი.

 

საოცრებაა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, kvipriane said:

დიდად არ ვუყურებდი ოლიმპიადას

 მაშინ თქვენთვის არ იქნება სერიოზული სენიორ.

4 საათის წინ, kvipriane said:

ოლ ინი და კინგ ედვარდი

ცხენები სენიორ, მსოფლიოში საუკეთესო ცხენების ხუთეულში შედიან. 

ესაა (ქვემოთ) კინგ ედვარდი. ოლიმპიადაზე შოუ ჯამპინგში მოიგო შვედეთმა გუშინ გუნდური ოქრო. ამ ცხენს არცერთი საჯარიმო ფოინთი არ აუღია არც გუნდურში და არც ინდივიდუალურში, რაც ნამდვილად სერიოზულია ამ სპორტში.

პ.ს. ზოგადად ცხენოსნობას რაც შეეხება, ქართველებს გვქონდა დიდი შანსი სერიოზული ადგილი დაგვეკავებინა ცხენების გამოყვანის  (ბრიდინგის) ამბავში. ჩვენთან იყო ცხენების ძალიან ცნობილი ჯიში ე.წ. ახალთექური.  ზუსტად ხტომისთვის ზედგამოჭრილი. და როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, არაბული ჯიშის ბედაურებზე უფრო უკეთესი პოტენციურად მაგრამ როგორც გვჩვევია ისე მოვიქეცით :(

 

01dc6985b27ed345ca2dae5a0fb8f312.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, Seth said:

ქართველებს გვქონდა დიდი შანსი სერიოზული ადგილი დაგვეკავებინა ცხენების გამოყვანის  (ბრიდინგის) ამბავში.

 

31 minutes წინ, Seth said:

ახალთექური

რა ახალთექური, "ზოგიერთს" გვარს არ დავასახელებ, ახალთექური ახალი დამზადებული თექა ჰგონია , - ეს ამბავი იცით ????? 

http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6985&lang=geo

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
35 minutes წინ, kvipriane said:

 

რა ახალთექური, "ზოგიერთს" გვარს არ დავასახელებ, ახალთექური ახალი დამზადებული თექა ჰგონია , - ეს ამბავი იცით ????? 

http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6985&lang=geo

;(

ჟოკეი კლუბი, ჯაიანი, ყანჩა, თბილინვესტი და ბიჭები. 

მას შემდეგ რაც კოლმეურნეზე გადაყიდეს :დ რამდენიმემ ჭკუა იხმარა და ცივ ქვეყნებში გაგაზა. ჩვენ შეგვრჩა ის რაც შეგვრჩა. გურჯული ისტორიაა ჩვეულებრივი.

ისე ცხენოსნმა ახალი იპოდრომით კარგი საქმე გააკეთა. დასაფასებელია.

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Seth said:

ისე ცხენოსნმა ახალი იპოდრომით კარგი საქმე გააკეთა. დასაფასებელია.

ვითომ, გამოვა მაქედან რამე ?

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

ვითომ, გამოვა მაქედან რამე ?

დღეს აღარ ვიცი როგორაა სენიორ საქმე. რამდენიმე წელია აღარ დავინტერესებულვარ. თავიდან თითქოს დიდი გეგმები ჰქონდა.

ყველა შემთხვევაში საბურთალოს იპოდრომის სიტუაციას ყველანაირად სჯობს.

Share on other sites

შემდეგ რა ხდება? ჰომო საპიენსი მხოლოდ და მხოლოდ იგივე ფიზიკური ფუნქციებისთვის სპობს ბიოსფეროს, და იგივე ძროხებისგან განსხვავებით მაკონტროლებელი მტაცებელი არ ჰყავს, და იგივე მტაცებლებისგან განსხვავებით არ აქვს თვითრეგულაციის მექანიზმი.

და არამარტო სპობს არამედ ცდილობს შექმნას ალტერნატივა ციფრული სამყაროს სახით და აი ეს, ეს უზარმაზარი მომენტია დასაფიქრებლად სენიორას და სენიორას.

ანუ ვასრულებთ იგივე ფუნქციებს მიღება გამოყოფა რასაც სხვები მაგრამ ვსპობთ იმ სამყაროს სადაც ვართ და ვქმნიტ ახალს!

რა არის აქ უზარმააზარი .

ბიოლოგიურ სამყაროს და ციფრულ სამყაროს შორის საწყისი ერთი და იგივე პრინციპია, ცოცხალ სამყაროში ორი სარკისებრი საწყისია - > ინი და იანი, კეთილი და ბოროტი, დღე და ღამე, მამრი და მდედრი ...

ეს არის ანი და ჰოე

და იგივეა ციფრულ სამყაროშიც, იქაც მხოლოდ ორი საწყისია -> 0 და 1, მუხტი არის? მუხტი არ არის?, Yes და No  და ესეც საოცრებაა

და ამიტომ თუ ციფრულ სამყაროში შეუძლებელია პროგრამის შექმნა პროგრამისტის გარეშე (ამ ეტაპზე ავიღოთ, რადგან თავად ციფრული სამყაროს შექმნაა შეუძლებელი პროგრამისტის გარეშე) იგივე გაცილებით გაცილებით  გაცილებით შეუძლებელია ბიოსამყაროში რადგან სირთულით ბიო ბევრად წინაა ციფრულზე და თუ მარტივი ვერ იქმნება პროგრამისტის გარეშე როგორ შეიქმნება რთული?

ამ ორი სამყაროს შექმნა მიუთითებს ორივეგან პროგრამისტის არსებობაზე. სხვაგბარად წარმოუდგენელია.

 

ბიოლოგიური სამყარო ისეთივე პროგრამაა როგორიც ციფრული სამყარო ტექნიკურად, გაცილებით სხვა ლეველის რათქმაუნდა მაგრამ მაინც პროგრამა.

 

და დავუშვათ ვიღაც შემეწინააღმდეგება ტიპა - ეე ციფრული არ ვიცი მარა ეს ბუნებრივი სამყარო თავისით შეიქმნა ესეიგი რაღაც ბიო კანონებით

ოკ

მაგრამ ბიოკანონებით შექმნილი სამყარო არის ჩვენი პლანეტა ადამიანის გარეშე , დავუშვათ ძროხები და მტაცებლები და ბუზები

 

ხოლო ის რომ ჰომო საპიენსი ამ ბიოკანონების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ? ის რომ აზროვნებს? )))

კანონი ხომ იმისთვისაა რომ ესები დაცული იქნას და წესებს იცავენ ძროხებიც მტაცებლებიც

ხოლო ადამიანი?

ეს მიუთითებს რომ ბიოლოგიური სამყარო იგივე პროგრამაა როგორც ციფრული. ორგანული ოპერაციული სისტემა.

Share on other sites

თუ ჩვენი ბიოლოგიური სამყარო თავისით შეიქმნა რაღაც ბიოლოგიური კანონებით მაშინ ადამიანიც ამ კანონებში უნდა იჯდეს, როგორც ძროხებს და მტაცებლებს არ შეუძლიათ სამყაროს მოსპობა რადგან ამავე ბიოლოგიური კანონებით დაიბადნენ და ცხოვრობენ

 

ადამიანიც ასე უნდა იყოს, არ უნდა შეეძლოს და უნდა კონტროლდებოდეს რეგულაციის მექანიზმებით როგორც ძროხები და მტაცებლები, მაგრამ ასე არაა.

ადამიანს შეუძლია მოსპოს პლანეტა და მხოლოდ ქიმიური იარაღის მარაგი გასულ საუკნეში საკმარისი იყო პლანეტის ზედაპირზე მაინც , 40 000 ჯერ მოსპობილიყო სიცოცხლე. სხვა ყველაფერს რომ გავეშვათ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   141 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 139 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(14)
    • Seth