Jimmy Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 1 minute წინ, kvipriane said: „... და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად ...“ (საქმე მოციქულთა, 2:1-4). სენიორ მომიტევეთ მაგრამ ეს რას ჰგავს იცით? აი როცა ბავშვობაში რაღაცზე გამომიჭერდნენ და - ეს შენ გატეხე? - აი იქ ძაღლი იყეფებოდა - რა შუაშია ძაღლი? მე გეკითხები ეს შენ გატეხე? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 1 minute წინ, Eric said: აქ გამოდის რომ იესო ფლობს სულიწმინდას და გადასცემს მოსწავლეებს ხომ? არ გამოდის და აგიხსნით რატომ, - თქვენი ამგვარ ინტერპრეტაციას თუ დავუჯერებთ სულიწმინდა ასევე შეიძლება გამოვიდეს თითოეული ქრისტიანი მღვდლისაგანაც (თქვენი ინტერპრეტაციით ასე გამოდის) პაპისგანაც, კარდინალისგან და ა.შ. ეხლა რატომ გამოდის თქვენი ინტერპრეტაციიდან ასე დამაცადეთ აგიხსნათ თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 (შესწორებული) @Eric სენიორ ერიკ, ვერ დავდებ თავს კომპეტენტურობაზე, სახარების განმარტება და მით უფრო შეცდომით განმარტება და ისიც საჯარო სივრცეში არასერიოზულობა იქნება ჩემის მხრივ, თუმცა ახლა რასაც დავწერ ეს იქნება ჩემი აზრი და მეტი არაფერი, 23 minutes წინ, Eric said: გამოდის რომ იესო ფლობს სულიწმინდას აღმდაგარი იესო სხვა ძალმოსილებისაა - იმჰო. სავარაუდოდ მოხდა მოციქულთა სულიერი განახლება და არა სულიწმიდით აღვსება - იმჰო. ზემოთ დაწერილი ჩემი აზრია და გამეხარდება თუ სიმართლე იქნება. Edited 7 აგვისტო, 2021 by ASIA Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 1 minute წინ, kvipriane said: არ გამოდის და აგიხსნით რატომ, - თქვენი ამგვარ ინტერპრეტაციას თუ დავუჯერებთ სულიწმინდა ასევე შეიძლება გამოვიდეს თითოეული ქრისტიანი მღვდლისაგანაც (თქვენი ინტერპრეტაციით ასე გამოდის) პაპისგანაც, კარდინალისგან და ა.შ. არა სენიორ. ეს არსად წერია. რადგან თითიეული ქრისტიანი მღვდელი არ ჩადის სასწაულებს. სასწაულებს ახდენდა იესო და იესოს შემდეგ მისი მოციქულებიც უშუალოდ. რადგან იესომ გადასცა მათ სულიწმინდა და იესოს მამისგან ჰქონდა გადაეცა სულიწმინდა ნათლობის დროს მტრედის სახით. ნათლობამდე იესო სასწაულებს არ ჩადიოდა. არც იესოს მოსწავლეები ჩადიოდნენ სასწაულებს სანამ იესომ მათ არ გადასცა სულიწმინდა 7 minutes წინ, Eric said: და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. აგერ აქ წერია გამართული ძველი ქართულით სენიორ და არა იეღოვურად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 2 minutes წინ, Eric said: სენიორ მომიტევეთ მაგრამ ეს რას ჰგავს იცით? აი როცა ბავშვობაში რაღაცზე გამომიჭერდნენ და - ეს შენ გატეხე? - აი იქ ძაღლი იყეფებოდა - რა შუაშია ძაღლი? მე გეკითხები ეს შენ გატეხე? სენიორ , ადამიანი რომ დანარცენი შენაქმნისავით მხოლოდ ხორციელი არსება იყოს მასინ მე მოვკაკვავდი თეთს და დაგეთანხმებოდით, რომ დიახაც ეს ასეა როგორც თქვენ გეჩვენებათ, და ვჭამოთ ვსვატ და მოვიხვეჭოთ სიმდიდრე, იმიტომ რომ ხორციელი თვალით და გრძნობებით მართლაც ასე სჩანს, მაგრამ რა ვქნა რომ ადამიანს გარდა ხორცისა უკვდავი სულიც გააჩნია და ამ სულის საკვები სწორედ უფლის სწორი გაგებაა რომლის ამოკითხვა წმიდა წერილშია მხოლოდ შესაძლებელი თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 1 minute წინ, ASIA said: სენიორ ერიკ, ვერ დავდებ თავს კომპეტენტურობაზე, სენიორა გუშინდელს აქეთ დავინტერესდი მეც მაგრამ ამ მარტივ ფრაზას საპატრიარქოს შვიდი ეპისკოპოზი ვერ ამიხსნის სხვანაირად ვიდრე ისე როგორც წერია 1 "იეღოველების" ვერსია იოანეს სახარება 20:1_31 "იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!+ როგორც მე გამომგზავნა მამამ,+ მეც ისე გგზავნით თქვენ!“+ 22 ეს რომ თქვა, სული შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული!+ 23 ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც არ აპატიებთ, არ ეპატიება“. 2. "მართლმადიდებლური" ვერსია "რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ 22და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ." Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 13 minutes წინ, Eric said: 17 minutes წინ, kvipriane said: არ გამოდის და აგიხსნით რატომ, - თქვენი ამგვარ ინტერპრეტაციას თუ დავუჯერებთ სულიწმინდა ასევე შეიძლება გამოვიდეს თითოეული ქრისტიანი მღვდლისაგანაც (თქვენი ინტერპრეტაციით ასე გამოდის) პაპისგანაც, კარდინალისგან და ა.შ. არა სენიორ. ეს არსად წერია. რადგან თითიეული ქრისტიანი მღვდელი არ ჩადის სასწაულებს. მაგ ინტერპრეტაციით გამოდის ასე სამწუხაროდ , და აი რატომ, ქრისტემ სული რომ შთაბერა და მიიღეთ სულიწმიდაო, ამით მესამე საღვთო პირის სულიწმიდის მისაღებად განამზადა მოციქულები, ანუ მის მიერ შთაბერილს რომელიც თქვენ სახარების ტექსტი მოიყვანეთ სამღვდელმსახურო ცეცხლი ეწოდება, რომელიც ხელდასხმისას გადაეცემა ეპისკოპოსიდან მღვდელს, ასე ხდება ხელდასხმა ორთოდოქსალურადაც და კათოლიკურადაც, (ანუ ? მესამე საღვთო პირი სულიწმიდა ეპისკოპოსებისაგან და კარდინალებისაგანაც გადადიის ???) - ხოლო ის სულიწმიდა რომელიც 50-ე დღეს გადმოვიდა მოციქულებზე , ესაა მესამე საღვთო პირი სულიწმიდა, რომელმაც საერთოდ შეცვალა (თითქოს) მოციქულები, მათ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი , ეშმაკთა განსხმის და სასწაულმოქმედების ნიჭები მიეცათ, ასევე ნათლობის უფლება, რადგან მათ 50-ე დღეს მიიღეს ქრისტეს მიერ მამისაგან გამოთხოვილი მესამე საღვთო პირი სულიწმიდა, რომლის მისაღებადაც ქრისტემ თავად შეამზადა საკუთარი სულის მიცემით ისევე როგორც შექმნისას ადამმა მიიღო სული უფლისა (ქრისტესი) Edited 7 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 1 minute წინ, kvipriane said: ქრისტემ სული რომ შთაბერა და მიიღეთ სულიწმიდაო, ამით მესამე საღვთო პირის სულიწმიდის მისაღებად განამზადა მოციქულები, ანუ მის მიერ შთაბერილს რომელიც თქვენ სახარების ტექსტი მოიყვანეთ სამღვდელმსახურო ცეცხი ეწოდება, რომელიც ხელდასხმისას გადაეცემა ეპისკოპოსიდან მღვდელს, ასე ხდება ხელდასხმა ორთოდოქსალურადაც და კათოლიკურადაც, (ანუ ? სულიწმიდა ეპისკოპოსებისაგან და კარდინალებისაგანაც გადადიის ???) - ხოლო ის სულიწმიდა რომელიც 50-ე დღეს გადმოვიდა მოციქულებზე , ესაა მესამე საღვთო პირი სულიწმიდა, რომელმაც საერთოდ შეცვალა (თითქოს) მოციქულები, მათ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი , ეშმაკთა განსხმის და სასწაულმოქმედების ნიჭები მიეცათ, ასევე ნათლობის უფლება, რადგან მათ 50-ე დღეს მიიღეს ქრისტეს მიერ მამისაგან გამოთხოვილი მესამე საღვთო პირი სულიწმიდა, რომლის მისაღებადაც ქრისტემ თავად შეამზადა საკუთარი სლის მიცემით ისევე როგორც შექმნისას ადამმა მიიღო სული უფლისა (ქრისტესი) აი ეს რაც თქვენ დაწერეთ არაფრით უკავშირდება ამ მარტივ ფრაზას "რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ 22და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ." რადგან როცა იესომ ეს გააკეთა არ არსებობდნენ ქრისტიანი მღვდელმსახურები და მათი ცეცხი (არვიცი რა არის), არ არსებობდნენ ორთოდოქსები და კათოლიკეები , არ არსებობდნენ ეპისკოპოსები და კარდინალები და ა.შ მხოლოდ ქრისტე და 12 მოციქული ))) და სახარებაში წერია რომ იესომ სული შეჰბერა და გადასცა სულიწმინდა მათ. და ვერანაირი სხვა ტექსტი ამას ვეღარ შეცვლის სენიორ რადგან სახარება იყო ჯერ და შემდეგ ყველა ბასილი დიდი ათანასე თუ ეპიფანე . Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა