Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Deutschland said:

ესენი ვერ არიან, აეეე მთავრობა. 

ჰერ დოიჩ, მთავრობაა ეგ მახარაძე (მომავალი) ;)

დააკვირდით, მაგათი პირით რეაქცილი რუსეთი გველაპარაკება ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს "საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო დღეს უწოდებს". 

მისი თქმით, აშშ-მ ბევრი იმუშავა სამართალდამცავ უწყებებთან, რათა გაეუმჯობესებინა მასებთან გამკლავების შესაძლებლობები.

"ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ. 

ვფიქრობ, ძალიან იმედგამაცრუებელი დღე იყო ქართველებისთვის და ბევრმა თქვა კიდეც, როგორი მოულოდნელობა იყო ქვეყანაში, რომელიც, როგორც წესი, იცავს ადამიანის უფლებებს, ცნობილია ტოლერანტობით, იმის ხილვა, რომ უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან". - თქვა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წაახალისა 5 ივლისს აგრესიული ჯგუფების ძალადობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, დეგნანმა უპასუხა: 

"პრემიერმინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. 

ძალადობრივმა, პრორუსულმა, ჰომოფობიუმა ჯგუფებმა რუსთაველის მეტროსთან შეკრება 4 ივლისის საღამოდან დაიწყეს. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათზე ისინი ჯერ ქაშვეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციის კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. მათ სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები. 

მოძალადე ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. მათ სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

ადგილზე ცოტა რაოდენობის პოლიციელი იყო, რომლებმაც ვითარების განმუხტვა ვერ შეძლეს. 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

პრორუსულმა ჯგუფებმა იძალადეს 6 ივლისსაც, როცა პარლამენტის წინ 5 ივლისის მოვლენების გასაშუქებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოძალადეებმა მათ ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 

 
 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
23 საათის წინ, Deutschland said:

დასაწყისს უყურეთ რამდენიმე წუთს. 

ესენი ვერ არიან, აეეე მთავრობა. 

 

აუ ამათ რაღაც გადაცემას ვუყურე და იმდენი სიძულვილი აფრქვიეს :facepalm: მთელ სამყაროზე დაბოღმილები სხედან ტვ ში და იმუქრებიან იფურთხებიან...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

"პრემიერმინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

აბა როგორ აიღოს 43%? :დ 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, Seth said:

აბა როგორ აიღოს 43%? :დ 

 

მილორდ ჯეკობა ყოფილა გრანდი და ვერ ვაფასებდით აქამდე

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Chigurh said:

მილორდ ჯეკობა ყოფილა გრანდი და ვერ ვაფასებდით აქამდე

:დ

ჯეკობას გრანდობაზე რა გითხრათ მაგრამ ისეთი გაჭირვება უნდა იყოს ბანძბანაკში რომ ერთი 7 -10%ჰაერივით უნდა სჭირდებოდეთ. ჰოდა ჯეკობა კიარადა შიო უზრუნველყოფს წესით მაგას, იმჰო

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

4 საათის წინ, Seth said:

ჯეკობას გრანდობაზე რა გითხრათ მაგრამ ისეთი გაჭირვება უნდა იყოს ბანძბანაკში რომ ერთი 7 -10%ჰაერივით უნდა სჭირდებოდეთ. ჰოდა ჯეკობა კიარადა შიო უზრუნველყოფს წესით მაგას, იმჰო

ხო, ჯეკობას არ აქვს მაგის რესურსი, მარა საინტერესო ავანტიურისტია :დ

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share