Guest Civilian Posted 26 ივნისი, 2021 Posted 26 ივნისი, 2021 ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერებს სამიტამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის მოწყობა შესთავაზეს. 25 ივნისს, ღამის ორ საათზე, ევროკავშირის ლიდერებმა ეს წინადადება უარყვეს. შევხვედრის აუცილებლობის დასაბუთება პუტინთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე მაკრონსა და მერკელს შორის ურთიერთგაგება დიდი ხანია არსებობს. ამ თემას უფრო აქტიურად და ხშირად ემანუელ მაკრონი ავითარებდა, მისი თქმით, ევროპის სტრატეგიული მნიშვნელობის ასამაღლებლად. როგორც ჩანს, აშშ პრეზიდენტთან რუსეთის ლიდერის ამასწინანდელი შეხვედრა მაკრონმა იმის სიგნალად აღიქვა, რომ რუსეთთან მაღალი დონის დიალოგის აღდგენის დრო მოვიდა. თუმცა, რადგან მაკრონს ამ საკითხში ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა არ ჰქონდა, იდეის ინიციატორად ანგელა მერკელი მოგვევლინა. მიზეზებზე თავად ლიდერებს მოვუსმინოთ: მერკელი: “როგორც აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ გვიჩვენა, დიალოგი კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზაა… ჩვენ საერთო პასუხისმგებლობა გვაკისრია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების, მაგალითად უკრაინისა და ბელარუსის მიმართ, ასევე დასავლეთ ბალკანეთში, ეს კი ნიშნავს რომ ერთიანი პასუხი უნდა გავცეთ რუსეთის პროვოკაციებს. ამისათვის, ჩემი აზრით, საჭიროა პირდაპირი კონტაქტი ვეძიოთ რუსეთთან და მის პრეზიდენტთან.” მაკრონი: “ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, რათა დავიცვათ ევროპელების ინტერესები და ვიყოთ მომთხოვნი [რუსეთის მიმართ]… მემგონი ეს სწორი მეთოდია. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია კონტინენტის სტაბილურობისთვის.” ლიდერების აღშფოთება ევროპელი ლიდერები გააღიზიანა როგორც ამ წინადადების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, წინასწარი განხილვის გარეშე დაყენებამ, ასევე მისმა შინაარსმაც. სამიტამდე ბოლო წამს ასეთი წინადადებით გამოსვლა ორ ლიდერს დიპლომატებმა არ მოუწონეს. გამოცემა EUObserver-ს ანონიმურად დარჩენის მოსურნე ევროპელმა დიპლომატმა უთხრა: “ეს წინადადება პუტინის ხელით დაწერილს გავს, შედეგად, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა გარიყულად გრძნობს თავს. ეს კოშმარია…”, თქვა მან და დაამატა “მაკრონს უნდა, რუსეთთან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მორიგდეს, მერკელს კი სურს, მოსკოვთან ბიზნესის საწარმოებლად გაიხსნას ხელი”. არსობრივად, შეხვედრის წინააღმდეგ ევროპელი ლიდერები სამიტზე აქტიურად საუბრობდნენ. პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ჰიბრუდული შეტევების პირობებში უმაღლეს დონეზე საუბრის დაწყება წარმოუდგენელია. ესტონეთის პრემიერმა კაია კალლასმა კოლეგებს შეახსენა, რომ ჟუზებ ბორელის შეხვედრამ სერგეი ლავროვთან კატასტროფულად ჩაიარა. ლატვიის პრემიერმა არტურს კარინშსმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის პირობებში საუბარი წარმოუდგენელია. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კი კოლეგებს შეახსენა, რომ აშშ-რუსეთის უმაღლეს დონეზე დიალოგი სტრატეგიული ატომური შეიარაღების საკითხებზე გამართლებულია, ევროპა კი “პირველ რიგში პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო შექმნილი კავშირია.” ფინეთის პრემიერმა სანნა მარინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომისა და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებებზე პრინციპული პოზიციის ქონა რუსეთთან უმაღლეს დონეზე საუბარს გამორიცხავს. ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტტემ კი დაამატა, რომ პუტინთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას არ აპირებს. გერმანია-საფრანგეთის წინადადებას მხარს ავსტრია, დანია, იტალია, კვიპროსი და საბერძნეთი უჭერდნენ. საბოლოოდ ღიად მათ მხარეს მხოლოდ ავსტრია და დანია დარჩნენ. რა ჩაიწერა საბოლოო განცხადებაში? სამიტის საბოლოო განცხადებაში მხოლოდ ის ჩაიწერა, რომ “ევროპული საბჭო რუსეთთან დიალოგის ფორმატსა და პირობებზე იმსჯელებს” და ისიც, რომ შესაძლებელია “დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ეკონომიკური სანქციების ჩათვლით” თუკი რუსეთი არ შეწყვეტს თაის “მავნე, უკანონო და დამაზიანებელ საქმიანობას.” შეხვედრის დასრულების შემდეგ კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ “მეტ სიმამაცეს” მოელოდა კოლეგებისაგან, თან დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების დონეზე დიალოგი გამოირიცხა, კარგია, რომ სამუშაო დონეზე კონტაქტების აუცილებლობა დოკუმენტში მაინც აისახა და ამ მხრივ მუშაობას გააგრძელებს. მიზეზები და შედეგები ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ევროპელი ლიდერები კანცლერ მერკელის წინადადებას უარყოფენ. წარსულში მათი ობსტრუქციის მსხვერპლი ევროკავშირ-ჩინეთის ფართო ეკონომიკური შეთანხმება გახდა. როგორც ჩანს, ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური უმრავლესობა ავტოკრატიული რეჟიმებისადმი უფრო კრიტიკული მიდგომისაკენ იხრება. მერკელისათვის დამახასიათებელი რწმენა, რომ ევროკავშირი პირველ რიგში დიალოგითა და ჩართულობით – მათ შორის ეკონომიკური კონტაქტებით – შეძლებს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხის განეიტრალებას სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველია. ისიც მნიშნველოვანია, რომ ანგელა მერკელის კანცლერობის ვადა იწურება, ამიტომაც მის სიტყვას აღარა აქვს ძველებური წონა. გერმანელი მიმომხილველები იმასაც ამბობენ, რომ კოლეგებთან ნიადაგის მომზადების გარეშე ამგვარი წინადადებით გამოსვლა მერკელისათვის დამახასიათებელი არაა და იმაზე მიუთითებს, რომ კანცლერი გერმანიის შესაძლო მომავალი ლიდერის ინსტინქტებს არ ენდობა. მერკელის პოლიტიკიდან წასვლის ფონზე ისიც ცხადი ხდება, რომ ემანუელ მაკრონი, დიდი სურვილისდა მიუხედავად, ვერ ასრულებს ერთიანი ევროპის ლიდერის როლს. მისი სწრაფვა ევროპის გეოპოლიტიკური როლის ზრდისადმი აღმოსავლეთ ევროპელების სიმპატიებს კი გამოიწვევდა, მაგრამ წმინდად ფრანგული, ტრადიციული საგარეო-პოლიტიკური მიდგომები – აშშ-ს სტრატეგიული როლისადმი ეჭვი და მისი დაბალანსება, მათ შორის რუსეთთან სტრატეგიული დიალოგით, უსაფრთხოების პოლიტიკის აქცენტი ჩრდილოეთ აფრიკაზე – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელებისთვის უცხო და საეჭვოა. ამავე დროს, სულ უფრო ნათლად ისმის ხმები (მათ შორის პარიზიდან და ლონდონიდან), რომ რეგიონული ამბიციის მქონე ქვეყნებთან – რუსეთთან და თურქეთთან – ურთიერთობაში ევროპა ერთიანად უნდა მოქმედებდეს. ამ მიდგომის კრისტალიზაციისთვის გადამწყვეტი, ტრადიციულად, ევროპის უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს საგარეოპოლიტიკური კურსის მიმართულება იქნება. Share on other sites More sharing options...
Guest Civilian Posted 26 ივნისი, 2021 Posted 26 ივნისი, 2021 ესეც აქ იყოს გასულ პარასკევს, 18 ივნისს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უმასპინძლა ბერლინში, ევროკავშირის სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება. საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა რუსეთი და თურქეთი იყო. ორმა ლიდერმა ამაზე შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზეც ისაუბრეს. ჰოდა, რა თქვეს? თურქეთის შესახებ: მერკელი: “ერთი მხრივ [თურქეთისაგან] განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მეორე მხრივ კი დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე თუკი გვინდა, რომ გარკვეული საკითხების მიმართულება ერთად ჩამოვაყალიბოთ: ეს ეხება მიგრაციის საკითხს, ეს ეხება ლიბიის მომავალს, და ეს ეხება სირიის მომავალს.” მაკრონი: “რასაკვირველია, ეს პირველ რიგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს შეეხება, მაგალითად საბერძნეთისა და კვიპროსის, ისევე როგორც ჩვენს სტრატეგიულ პოზიციონირებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირიაში, ლიბიასა და კავკასიის რეგიონში.” რუსეთის შესახებ: მერკელი: “რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ, ამავე დროს ევროკავშირის დიდი მეზობელია კონტინენტზე. ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ყველანი [რუსეთის] ჰიბრიდული შეტევების სამიზნე ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი ევროკავშირის უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს, რუსეთთან საუბრის გაგრძელება ჩვენი ინტერესებისთვის დიდად მნიშვნელოვანია – რაც არ უნდა რთული იყოს ეს.” მაკრონი: “რაღა თქმა უნდა ჩვენი საუბრისას [მერკელთან] შევეხებით რუსეთის საკითხს და განვიხილავთ ჩვენს მეზობლებთან ერთად საერთო მიდგომებს, რათა პროვოკაციებს სოლიდარულად ვუპასუხოთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნათლად ვაჩვენოთ რას შეიძლება ნიშნავდეს მომთხოვნი თანამშრომლობა. ცხადია, რომ [რუსეთის მხრიდან] პროვოკაციები რეგულარულია და ახალი კონფლიქტებიც არსებობს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ორივენი ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობისთვის საერთო წესების ჩამოყალიბება.“ როგორ გავიგოთ? ევროპული ამბების ცნობილი მკვლევარი, ულრიხ შპეკი წერს, რომ მაკრონისათვის, ჩანს, რუსეთთან თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი, თურქეთთან კი უფრო კონფრონტაციისკენ იხრება – სხვაგვარად ამ საუბარში კვიპროსისა და საბერძნეთის ინტერესებს უპირველეს ადგილზე არ დააყენებდა. ჩვენთვის საინტერესოა ისიც, რომ მაკრონმა ლიბიისა და სირიის კონტექსტში ახსენა კავკასიაც – ცნობილია, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო ომის დროს პარიზი მკაცრად აკრიტიკებდა თურქეთის როლს. მერკელის გადმოსახედიდან თურქეთთან გერმანიის ურთიერთდამოკიდებულება კონფლიქტურია, მაგრამ მას ცივსისხლიანი მართვა სჭირდება, იმისდა მიუხედავად, რომ მერკელისათვის თურქეთი ძალიან არაკომფორტული პარტნიორიაო, ამბობს შპეკი. რაც შეეხება რუსეთს, მერკელი აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან უფრო ახლოს დგას: მოსკოვთან პრინციპები ნათლად უნდა გამოითქვას, ოღონდაც საუბრისათვის გახსნილობა უნდა შენარჩუნდეს. …და კიდევ ერთი: რუსეთისადმი გერმანიის ტონის გამკაცრება გამოჩნდა თავდაცვის მინისტრის, ანნეგრეტ კრამპ-კარენბაუერის გამოსვლაში გასულ პარასკევს, 18 ივნისს. მან განაცხადა, რომ გერმანიამ “მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” და ამისათვის “მეტი უნდა გააკეთოს ევროპის დასაცავად, რაც ჩვენი უსაფრთხოებისა და ინტერესების შესაბამისია.” მანვე განაცხადა, რომ მთლიანად ევროპაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს “აღმოსავლეთ სამეზობლოს, სადაც რუსეთი – ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ ფარულად – ომს აწარმოებს… და მის მეზობლებს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ემუქრება.” გერმანიის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისაგან უკრაინის კონტესტში “ომის” გამოყენება ფრიად უჩვეულო რამააო, ამბობს შპეკი, საგარეო სამინისტრო,როგორც წესი სიტყვა “კონფლიქტს” იყენებს და ცდილობს რუსეთი საერთოდ არ ახსენოს. სამაგიეროდ ამბობს “კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში” ანდა “კონფლიქტი დონბასში.” Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 29 ივნისი, 2021 Posted 29 ივნისი, 2021 გაერო-ს სამშვიდობო მისიები მთელ მსოფლიოში შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან. იევროპა> რუსეთის, ჩინეთის, ირანის და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ არის უსუსური. ამიტომ ჩვენ ამერიკასთან უნდა გავაფორმოთ რაღაც ორიგინალური ხელშეკრულება და ისრაელის ვარიანტი გავხდეთ. იმედია ღრუსებს არ მიგვიგდებენ. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 29 ივნისი, 2021 Posted 29 ივნისი, 2021 On 6/26/2021 at 10:09 AM, Civilian said: გერმანია-საფრანგეთის წინადადებას მხარს ავსტრია, დანია, იტალია, კვიპროსი და საბერძნეთი უჭერდნენ. საბოლოოდ ღიად მათ მხარეს მხოლოდ ავსტრია და დანია დარჩნენ. ))) Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა