Jump to content
×
×
  • Create New...

ნონა ახალაკაცის წარმატების ისტორია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან. შესაბამისად, ქალ ავტოინსტრუქტორებს ყველაზე პროგრესულ ქვეყნებშიც კი ნაკლებად შეხვდებით. საქართველოში ამ სტერეოტიპს ნონა ახალკაცი ამსხვრევს, რომელიც უკვე 18 წელია ახალბედა მძღოლებს ქალაქში მანქანის მართვას ასწავლის.  

ნონამ ავტომობილებისადმი ინტერესი პატარა ასაკში გამოავლინა. იხსენებს, როგორ სთხოვდა ხოლმე მამას, საჭესთან დაესვა მეორეხარისხოვან გზებზე, მაგალითად, სოფელში წასვლისას. სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მამა უარს ვერ ეუბნებოდა. პირველი ავტომობილი, რომელზეც მართვა ისწავლა, ლადას მარკის 06 იყო.

მოსწავლეებთან შეხება ყოველთვის ჰქონდა. ჯერ თბილისის ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის, ეკონომიკისა და საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების მიმართულებით. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც კერძო რეპეტიტორობას ეწეოდა. სწავლებისა და სხვებისთვის ცოდნის გაზიარების პროცესი ყოველთვის ძალიან სიამოვნებდა.

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, 2003 წელს, საინტერესო სამსახურის ძიებაში იყო, როცა მეგობარმა უთხრა, რომ ერთ-ერთი ავტოსკოლა ინსტრუქტორ ქალს ეძებდა. რადგან ავტომობილები ყოველთვის ძალიან უყვარდა და მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონდა, გადაწყვიტა დათანხმებულიყო. თავდაპირველად მართვის მოწმობის მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდა მსურველებს. მალევე მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან მოწონდა. მოსწავლეებისგანაც დადებით უკუკავშირს იღებდა. მზარდი მოთხოვნის გამო, არჩევანის გაკეთება მოუწია – მომავალი მძღოლები ან საგამოცდოდ, ან ქალაქში ავტომობილის მართვისთვის უნდა მოემზადებინა. არჩევანი ქალაქზე შეაჩერა.

ავტოინსტრუქტორი ქალინონა ახალკაცი

ახლა ნონას მოსწავლეების ძირითად ნაწილს ქალები შეადგენენ. გენდერული ბალანსი თანაბარი იყო მაშინ, როცა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანაზე ასწავლიდა მართვას. მაშინ მოსწავლეების ნახევარი კაცი იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ავტომატიკა უფრო მოთხოვნადი გახდა, ამიტომ ნონაც მხოლოდ ავტომატიკის სწავლებაზე გადავიდა. თუმცა, აღნიშნავს, რომ მექანიკა ძალიან უყვარს. მისი თქმით, ქალ პედაგოგთან ურთიერთობა ბევრისთვის უფრო კომფორტული და ნაკლებად სტრესულია. ნონა ამბობს, რომ მოსწავლეები მასთან გახსნილები არიან და არ ერიდებიან ემოციების გამოხატვას, თუნდაც თავდაპირველი შიშის, რაც ყველას აქვს. 

ნონას სწავლების მეთოდოლოგია წლების განმავლობაში შემუშავებული და დახვეწილია. ჯერ მოსწავლის ფსიქოლოგიურ და შემდეგ ტექნიკურ მომზადებაზე მუშაობს. პირველი გაკვეთილისთვის მოსწავლეებს ის დიდ დიღომში, სასწავლო მანქანით ხვდება, რომელსაც ინსტრუქტორისთვის დამატებითი მუხრუჭი აქვს. ეს უბანი სპეციალურად შეარჩია, რადგან აქ ძალიან კარგი და მრავალფეროვანი სავარჯიშო ელემენტებია დამწყებებისთვის – საცობებისა და სხვადასხვა შეფერხების გარეშე. აქ მოსწავლეები მნიშვნელოვან საბაზისო უნარებს ივითარებენ, ხოლო შემდეგ ქალაქის ცენტრალურ გზებზე მოძრაობას იწყებენ. 

ქალი ავტოინსტრუქტორი

ნონა მძღოლებს რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს: უვიცი მძღოლი, რომელმაც არაფერი იცის; ცუდი მძღოლი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს; კარგი მძღოლი, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზეც და სხვაზეც; პროფესიონალი მძღოლია ის, ვინც ფიქრობს საკუთარ თავზეც, სხვაზეც და სხვის მაგივრადაც. ამბობს, რომ მოსწავლეებს ასწავლის ყველა პატარა დეტალსა თუ ოქროს წესს, რომელიც მანქანის მართვისას შეიძლება დასჭირდეთ. ამასთან ერთად, უხსნის ქართველი მძღოლების ფსიქოლოგიასაც, თუ რატომ შეიძლება მოუჭრან გზა ან სახიფათო მონაკვეთში მოინდომონ გასწრება. მისი გაკვეთილები მოიცავს ისეთ სახალისო და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როგორებიცაა „სურამის ნაზუქები“, „მთვრალი ალუბლები“, „სამი გოჭი“ და „მასპინძელო“. მაგალითისთვის, „სურამის ნაზუქები“ გულისხმობს უკუსვლისას ღრმა ზონებში გახედვის სწავლებას, ხოლო „მასპინძელო“ არის ვიწრო ჩიხში, ჭიშკართან მანქანის მოტრიალების უნარი. 

ავტოინსტრუქტორი ქალინონა ახალკაცი

ავტოინსტრუქტორობასთან ერთად, ნონა დედა და მეუღლეა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული გრაფიკით მუშაობს, ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის დაცვას მაინც ახერხებს. თავისი პროფესია ძალიან უყვარს და თითოეულ მოსწავლესთან მაქსიმალურად იხარჯება. ამას მოსწავლეებიც გრძნობენ და ამიტომ ის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინსტრუქტორია. ფიქრობს, რომ ავტომობილის მართვის სწავლა ყველას შეუძლია, უბრალოდ, ან კარგი მძღოლი გამოვა ან პროფესიონალი.

The post ნონა ახალაკაცის წარმატების ისტორია appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share