Guest Genetic Miracle Posted 16 ივნისი, 2021 Posted 16 ივნისი, 2021 https://www.washingtonpost.com/politics/2021/06/16/biden-putin-live-updates/ Biden says he told Putin his agenda is ‘not against Russia,’ but U.S. will always speak out on human rights live https://www.youtube.com/watch?v=B75EVxJXRlg Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 16 ივნისი, 2021 Posted 16 ივნისი, 2021 აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინის მსგავსად დაადასტურა, რომ შეხვედრის ტონი დადებითი იყო და არა ხისტი. მისი თქმით, დაშინების რიტორიკა არ ყოფილა. „უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი. საბოლოო ჯამში ვუთხარი, რომ გვჭირდება საბაზისო წესები, რომლებსაც დავექვემდებარებით, ასევე აღვნიშნე, რომ გვჭირდება საერთო ინტერესები თანამშრომლობისთვის, ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვუთხარი, რომ თუ გინდთ, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც შინაპატიმრობაშია, უნდა გაათავისუფლოთ“, - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს. „შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 ივნისი, 2021 Posted 18 ივნისი, 2021 ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პუტინს მოუწევს დაემორჩილოს საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს . Მეტიც, პრეზიდენტი ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს ამერიკასთან ახალი ცივი ომი ჰქონდეს. „არ მგონია, რომ მას სურს ცივი ომი ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, ამერიკა კრემლის ქმედებებს პასუხს გასცემს. Მეტიც, ბაიდენი აცხადებს, რომ პირისპირ შეხვედრის დროს მან რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უთხრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სამიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა, ადამიანის უფლებები იყო. „მე ნათლად ვუთხარი მას, რომ ჩვენ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით მკაფიო პოზიცია გვაქვს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს თემა მაგიდაზე ყოველთვის იდება. როგორ შეიძლება ვიყო ამერიკის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევებზე? მე მას ვუთხარი, რომ სხვა ქვეყნებისგან გასხვავებით, როგორიც რუსეთია, ჩვენ ვართ იდეის შედეგი... რა არის ეს იდეა? ჩვენი უფლებები მთავრობიდან არ მოდის, ჩვენ ეს უფლებები გვაქვს დაბადებიდან. ჩვენ ამას მთავრობას ხმამაღლა ვუცხადებთ. სწორედ ამიტომ ვისაუბრებთ ალექსეი ნავალნის მსგავს შემთხვევებზე. მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ, ფუნდამენტური ადამიანის უფლებების საკითხებზე ყურადღების გამახვილებას“- ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი. ასევე ნახეთ: ბაიდენი: "ნავალნის სიკვდილი აშშ-რუსეთის ურთიერთობას ავნებს" ამავე კონტექსტში, როდესაც ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებაც ისაუბრა, მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მისი მკაფიო პოზიცია გაუზიარა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა იქნება ამერიკის საპასუხო ქმედება, თუ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპა, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ „ეს დამანგრეველი იქნება“ ადამიანის უფლებების კუთხით, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთში დაკავებული ამერიკელების განთავისუფლების საკითხზეც ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბაიდენმა აღნიშნა, ამ კუთხით მოლაპარაკებები გრძელდება და ის არ აპირებს ამ მოლაპარაკებების მიტოვებას. საუბარია 2 ამერიკელზე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მათ 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დაკავებულების გათავისუფლების თხოვნით ამერიკის პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფი პიერების ოჯახის წევრებმა მიმართეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა, უკრაინის საკითხი იყო. ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მან პუტინთან საუბრის დროს უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „მე მას გავაცანი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მინსკის შეთანხმების გარშემო დიპლომატიურ ქმედებებს გავაგრძელებთ. მე მას ვაცნობე ჩვენი შეშფოთება ბელარუსის საკითხზე,“- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან მზარდ კიბერთავდასხმებზე. ჯო ბაიდენის განცხადებით, შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობას დიდი დრო დაეთმო. ჯო ბაიდენის განცხადებით ის გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს კონკრეტული „კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროები, სადაც კიბერთავდასხმები არ განხორციელდება. Ასეთი, ბაიდენის თქმით 16 ობიექტია. მათ შორის არის ელექტროენერგია და წყალი. ასევე ნახეთ: ამერიკის და რუსეთის ლიდერები ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს ნათლად უთხრა, რომ თუ არ შეწყდება კიბერშეტევები ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა თავდასხმას ადეკვატურად უპასუხოს. „მან იცის, რომ ეს ქმედებები უნდა შეწყდეს და ისიც იცის, რომ თუ ეს არ მოხდება ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვება. ამერიკას აქვს კიბერ შესაძლებლობები და ჩვენ პასუხს გვაცემთ შემდგომ თავდასხმებს,“- ამბობს ბაიდენი. რაც შეეხება ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ამის შესახებ მან პუტინთან ისაუბრა და მან ის გააფრთხილა. “მე ნათლად ვთქვი, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენი დემოკრატიული სუვერენიტეტის დარღვევას ან ჩვენი დემოკრატიული არჩევნების დესტაბილიზაციას და ჩვენ [ამაზე] ვუპასუხებთ”, - თქვა ჯო ბაიდენმა. ორი ლიდერის შეხვედრა, ჟენევაში, მე-18 საუკუნის ვილაში გაიმართა. შეხვედრა 93 წუთი გრძელდებოდა. ლიდერებმა საერთო პრესკონფერენცია არ გაუმართავთ და ჟურნალისტების შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს. ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ვლადიმერ პუტინმა კი შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 18 ივნისი, 2021 Posted 18 ივნისი, 2021 მიშა რომ ყოფილიყო უკრაინა ბელორუსიამდე პირველს საქართველოს თუ არა უკრაინასთან ერთად მაინც დაგვასახელებდნენ. ვოტ არ უნდა ეხლა ამას ოხვრა ხვნეშა და "იცი? მაგრამ ... " " და ამასთან რო ...." " გნაცი ხარ და ბაიდენი არაა ნაცი ..." "ბე ბე ბე მიშამ ჩააბარა ყველაფერ რუსებს და ბაიდენი რა ვალდებულია ...." ... ხა ხა ხიიიი ..." დიახ, ასე იქნებოდა. დღეს კი კლოაკაში ვართ, რუსული შესასვლელით და თურქული გამოსასვლელით Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 18 ივნისი, 2021 Posted 18 ივნისი, 2021 (შესწორებული) მიშა რო ყოფილიყო შვეიცარიის პოლიცია იმენნა ჟენევაში დაიჭერდა შეხვედრის ვილაზე ღობეზე გადამძვრალს ხელში ტრანსპარანტით "პუტინი მკვლელია" ბაიდენ - პუტინის კონფერენციის პარალელურად ჟენევაში გაიმართებოდა მიშას კონფერენცია როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიბერალური პლანეტა სადაც წარმოადგენდა ქართლელ გლეხს ვინმეს კისერზე შემოხვეული მავთულხლართებით და დალურჯებული თვალით ეეჰ მაგრად გვაკლია ეგ გადარეული. როგორ უნდა შეედარონ ეს მცონარა ჩანჩურები გინდ იქიდან გინდ აქედან გინდაც ვაბშე ეს რაინდია თუ მარკიზი თუ ცხვირგძრელა Edited 18 ივნისი, 2021 by Eric 2 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა