ფორუმელი Moor Posted 16 ივნისი, 2021 Posted 16 ივნისი, 2021 ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება - მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისთვის განახლებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობისკენ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, გაგრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ. ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ 36 პუნქტიან განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი. „ჩვენი პოლიტიკისა და მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის დამყარებას რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვას რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ“ , - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 16 ივნისი, 2021 Author Posted 16 ივნისი, 2021 ჯინ შაჰინი - სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს, უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ პირველი ნაბიჯები რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით გადადგა, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში წერს, რომელიც ამერიკულ გამოცემა USA Today - ში გამოქვეყნდა. სენატორი საქართველოში მის ვიზიტს იხსენებს და წერს, რომ მან ვიზიტისას „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ ნახა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%-ს განსაზღვრავს. სენატორის თქმით, საოკუპაციო ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები და საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაში ხელს უშლიან, რაც ადგილობრივების საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს ქმნის. „პირველი ნაბიჯები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ რუსეთმა სწორედ საქართველოსთან მიმართებით გადადგა, რომელსაც მე ასევე ვეწვიე. ვნახე „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი“, რომლითაც მონიშნულია რუსეთისა და მისი ადგილობრივი ინტერესების გამტარების მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%. აქ რუსული ძალები ცდილობენ ქართველთა დაშინებას, რისთვისაც პერიოდულად ახორციელებენ მავთულხლართის გადაწევას და ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებას გამყოფ ხაზზე, რითაც აბრკოლებენ წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებაზე. რუსები ასვე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ჩვენთვის - ამერიკელებისთვის ესოდენ ნაცნობია არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ნატო-ში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული ნატო-ს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით - არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში - დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 16 ივნისი, 2021 Posted 16 ივნისი, 2021 ვიცით ჩვენ მაგათი მხარდაჭერა. კისრამდე ვართ პატივისცემით. Share on other sites More sharing options...
Guest Civilian Posted 21 ივნისი, 2021 Posted 21 ივნისი, 2021 On 6/16/2021 at 12:00 PM, ChariotGod said: ვიცით ჩვენ მაგათი მხარდაჭერა. კისრამდე ვართ პატივისცემით. ანუ? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა