Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი და ამერიკელი ლიდერების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ჯო ბადენმა თეთრი სახლი დაიკავა.

თუმცა ნატოს ამ სამიტზე, წინა სამიტებისგან განსხვავებით, საქართველო და უკრაინა მიწვეული არ არიან. ნატოში ზოგმა ეს ნაბიჯი დროის სიმწირით ახსნა.

„არ ვიცი რატომ მოხდა ეს, თუმცა რეალურად ყველაზე შესაძლო ახსნა ისაა, რომ ეს მოკლე სიმბოლური სამიტი იქნება. თუმცა, იმედია ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით არ იყო მიღებული, თუ როგორ მიიღებდა ამას რუსეთი” - ამბობს ბრუნო ტეტრე, სტრატეგიული კვლევების ფონდიდან.

მისი თქმით, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია ალიანს ძლიერი გზავნილი ჰქონდეს, საქართველოსა და უკრაინისთვის.

“იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეიძლება ეს მოსკოვმა აღიქვას, ნატოს ძლიერი მესიჯი უნდა ჰქონდეს, [უკრაინის და საქართველოს] მიმართ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების გადაადგილება ვიხილეთ... მძიმე შეცდომა იქნება, თუ ეს ასე არ იქნება, რადგან აქ მნიშვნელოვანი რუსეთის წარმოდგენებია. თუ უკრაინაზე და საქართველოზე არ ვისაუბრებთ, ამას მოსკოვში ისე გაიგებენ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის“, - ამბობს ტეტრე, სტრატეგიული კვლევების ფონდიდან.

მალევე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია. ზელენსკი უკანასკნელი პერიოდია, მას შემდეგ რაც მოსკოვმა მის საზღვართან 100,000 სამხედრო გადაისროლა, აქტიურად ითხოვს კიევისთვის, ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემას.

ალიანსში ხშირად ადასტურებენ, რომ კარი ღიაა და თბილისს ხშირად მოიხსენიებენ ხუთოსან მოსწავლედ, თუმცა დეტალებზე, თუ როდის შეიძლება საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხი დაისვას, საუბარი არავის უნდა.

დენიელ ფრიდი, ყოფილი დიპლომატი მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის არ მიწვევას არ ეთანხმება, ამბობს, რომ ბაიდენს საქართველოს მხარდაჭერის გრძელვადიანი ისტორია აქვს.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი
ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

„მე რომ მთავრობაში ვყოფილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. თუმცა, ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია და ამ გუნდს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის დიდხნიანი ისტორია აქვთ, მათ შორის თავად ბაიდენსაც... საქართველომ და უკრაინამ პოლიტიკური კაპიტალი ქვეყნის შიგნით რეფორმებით უნდა მოიპოვოს“, - თქვა ფრიდმა.

მას შემდეგ რაც თეთრი სახლი დაიკავა, თავად პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის სუვერენიტეტზე რუს კოლეგებთან ხშირად საუბრობს, თუმცა საქართველოს ის არ ახსენებს. ეს არ შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტს.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ რთული სათქმელია, თუ რა იწვევს ამას, ეს ამერიკის შიდა ინტერესებით, უბრალოდ უყურადღებობით, თუ საქართველოს შიგნით დემოკრატიის კუთხით არსებული სიტუაციითა განპირობებული.

“ვფიქრობ, ამერიკის მთავრობას არ მოსწონს საქართველოში არსებული ვითარება და შედეგად, ეს ნიშნავს რომ უფრო ნაკლებ ყურადღებას და შეხვედრებს მიიღებ. შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ იტყვიან, რომ ახლა საქართველოს დავსჯით. არა, ისინი უბრალოდ ჩამოგწერენ… ზურგს გაქცევენ და შენ თვითონ უნდა მიხვდე, ‘რატომ არ გვაქცევს შეერთებული შტატები ყურადღებას'? იქნებ ეს იმას უკავშირდება, როგორც ვმართავთ ქვეყანას"?, - ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი.

ორი ქვეყნის სამიტზე არმიწვევას გამოეხმაურა რუსეთიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ამაზე საუბრისას, საკუთარ "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ ეს გავს მშობლის დატუქსვას: „მორჩი ეზოში თამაშს და ამოდი გაკვეთილები ისწავლე“.

ამ ფონზე, ის, თუ რა მესიჯი ექნება ბრიუსელს ორშაბათის სამიტზე, იქნება ინდიკატორი ალიანსის მომავალი პოლიტიკისა საქართველოს მიმართ.

 

Share on other sites

საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე

 15.06.2021 06:06

NATO-ს სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა, რომლის შემდეგაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ერთგული ვართ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის ამ პროცესის ინტეგრირებული ნაწილი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში განათავსა მათი თანხმობის გარეშე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას და ვგმობთ მის დროებით ოკუპაციას.

რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სამხედრო განლაგება და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები უკრაინასა და მის გარშემო, კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და აზიანებს უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება; შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონებში მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი განცალკევების მცდელობები, ბორდერიზაციის მსგავსი დაბრკოლებების შექმნის გზით; ასევე დაასრულოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი საკუთარი დამსახურების შესაბამისად შეფასდება.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი გარეშე ჩარევის გარეშე. როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან, რაც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზაზე და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში.

ერთგული ვრჩებით NATO-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენებისა, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რეფორმებს, რომლებიც საქართველომ გაატარა და რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ეს დაეხმარა საქართველოს ალიანსთან თავდაცვისუნარიანობის და ურთიერთთავსებადობის განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს, რაც აუცილებელია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს განახლებული, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად.

მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

:poke:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

შენი ბლოგია?

კი

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველო გახდება ნატოს წევრი 3021 წელს

მანამდე რუსეთი 20 ის მაგივრად 99% ოკუპირებას მოახდენს და ის დარჩენილი 1% შევა ნატოში

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   285 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 284 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)