Guest Merlin Posted 11 ივნისი, 2021 Posted 11 ივნისი, 2021 პარასკევს, 11 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასების დრამატული დაცემა არ დაიფიქსირებულა. ანალიტიკოსების თქმით, ბოლო ორი დღეა ბიტკოინი 36.000 დოლარის ნიშნულს მყარად ინარჩუნებს. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ ფასის მატების შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარი გახდეს. თუმცა, მანამდე, საჭიროა, რომ კრიპტოვალუტამ 38.000 დოლარის დონეს მიაღწიოს. ბიტკოინის ფასის კლების ტენდენციის დაფიქსირებისას კი, მოსალოდნელი დონე 30.000 დოლარია. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 3%-ით გაიზარდა და 37.300 დოლარის ნიშნულს მიაღწია. კვირის განმავლობაში კურსის შემცირების მაჩვენებელიც ოდნავ გაუმჯობესდა. ბოლო შვიდი დღის მანძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1%-ით არის მომატებული. ამ ეტაპზე, ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 44.6% შეადგენს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 ივნისს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 669 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post ბიტკოინის სამიზნე ფასი 40.000 დოლარია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა