Jump to content
×
×
  • Create New...

ციფრული ბარათი: მიიღე მაქსიმალური Cashback – გადახდილი თანხის 10%


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს ბანკი Mastercard-ის ციფრული ბიზნესბარათი მფლობელებს Cashback აქციას სთავაზობს, რის ფარგლებშიც ერთ თვეში 1000 ლარით 100 ლარის მიღებაა შესაძლებელი.

რას სთავაზობს საქართველოს ბანკი ბიზნესებს?

საქართველოს ბანკმა Mastercard-თან თანამშრომლობით ბიზნესს Cashback-ის აქცია შესთავაზა. სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე მომხმარებელი თანხის 10%-ს უკან დაიბრუნებს. თანხა ყოველი თვის ბოლოს დაანგარიშდება და Cashback-ის სახით 5 სამუშაო დღის განმავლობაში, კვლავ ბიზნესბარათზე აისახება. შესაბამისად, ბიზნესს საშუალება ექნება, დაბრუნებული თანხა საკუთარ განვითარებას მოახმაროს.

აქციის ფარგლებში ბიზნესბარათით სარგებლობისას, ერთი თვის განმავლობაში Cashback-ის სახით მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებაა შესაძლებელი, 3-თვიანი აქციის განმავლობაში – 300 ლარის Cashback-ის.

ციფრული ბიზნესბარათის უპირატესობები

გარდა მიმდინარე აქციისა, ციფრული ბარათის მთავარი უპირატესობა მისი დაცულობაა. მის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით ბარათის გამოყენებას მობილურიდანვე შეძლებთ, რაც ბარათის დაკარგვის საფრთხეს გამორიცხავს.

გარდა ამისა, მისი გამოყენებით შეძლებთ თანხის განაღდებას, ჩარიცხვა-გადარიცხვას, შეტანასა და უკეთესი კურსით კონვერტაციას.

სად ისარგებლებთ ციფრული ბიზნესბარათით?

ციფრული ბიზნესბარათით ყველა საჭირო საგადასახადო ოპერაციის შესრულება და ონლაინ ანგარიშსწორებაა ხელმისაწვდომი: თანხის განაღდება ბანკომატიდან, გადარიცხვა, უკეთესი კურსით კონვერტაცია, გადახდა როგორც ონლაინ, ისე სავაჭრო ობიექტებში.

როგორ შევუკვეთოთ ციფრული ბიზნესბარათი?

ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, ბიზნეს ინტერნეტბანკში. 31 აგვისტოს ჩათვლით ბარათის აღება სრულიად უფასოა. ასევე, უფასოა გამოყენება ბარათის ვადის გასვლამდე. შეკვეთის მარტივ ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

რა ოპერაციებზე არ ვრცელდება აქცია?

აქცია არ ვრცელდება თანხის განაღდებაზე, თანხის გადარიცხვა-ჩარიცხვასა და სახელმწიფო სერვისების/აზარტული თამაშების მიმართულებით შესრულებულ გადახდებსა და გადარიცხვებზე.

The post ციფრული ბარათი: მიიღე მაქსიმალური Cashback – გადახდილი თანხის 10% appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share