Jump to content
×
×
  • Create New...

რონ პოლი ბიტკოინის დაბეგვრის მომხრეა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_777544078-300x199.jpg

ყოფილი კონგრესმენი, რონ პოლი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი უნდა დაიბეგროს.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და კონგრესმენმა, რონ პოლმა განაახლა მოწოდება, რომელიც ბიტკოინის ლეგალიზებას შეეხება. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ბიტკოინის ერთგული მხარდამჭერია.

ყოფილი კონგრესმენი ასევე ისახავდა მიზნად ფედერალური სარეზერვო სისტემის გარდაქმნას.

რონ პოლი გამოთქვამდა პროტესტს სისტემის წინააღმდეგ, პანდემიის დაწყებისთანავე ფულის უკონტროლო დაბეჭდვის გამო.

მაიამიში ბიტკოინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის წინ Kitco News-სთან რონ პოლმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია დაეხმაროს კონკურენციის ჩამოყალიბებას.

ყოფილმა კონგრესმენმა ოქრო და ბიტკოინი აღწერა, როგორც ფული და “კონკურენცია” აშშ დოლარისთვის.

მან ხაზი გაუსვა, რომ ინვესტორების ფულის ასეთი ალტერნატიული ფორმების ძიების მთავარი მიზეზი არის აშშ დოლარის შემცირების ღირებულების დაცვა.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ასევე მიიჩნევს, რომ ამ მიზეზით, ფულის ალტერნატიული ფორმები ისევე უნდა დაიბეგროს, როგორც ტრადიციული ვალუტა იბეგრება.

The post რონ პოლი ბიტკოინის დაბეგვრის მომხრეა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share