Jump to content
×
×
  • Create New...

ბობის 3 მილიონიანი სპორტკომპლექსი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო


Recommended Posts

  • ფორუმელი
ბობის 3 მილიონიანი სპორტკომპლექსი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო admin Fri, 06/04/2021 - 17:46

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წელს ხობში, კინოთეატრის შენობაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის დაწყების მეხუთე წელს მოსახლეობას არც სპორტკომპლექსი აქვს და აღარც კინოთეატრი.

მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ 2018 წელს სამუშაოების 33% შეასრულა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყდა.

დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ჯერ 2020 წელს, შემდეგ კი 2021 წელს გამოცხადდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს მესამედი უკვე შესრულებული იყო, თავდაპირველი სატენდერო თანხა, 2.7 მილიონი ლარი, ბოლოს 3.2 მილიონამდე გაიზარდა.

2016 წელს ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა დღესაც დაუსრულებელია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება მიიღო, ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ამ დაფინანსების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო სწორედ ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა იყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სპორტკომპლექტის მშენებლობა სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ვარჯიშისა და სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირების გამართვის შესაძლებლობას მისცემდა. სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებული იყო საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად პირველი ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა, ტენდერის ღირებულება კი 2,971,370 ლარი იყო. ტენდერში ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიამ, შპს ფერლით-ჯორჯიამ (404503863) გაიმარჯვა, რომელიც აზერბაიჯანული კომპანიის ქართულ ფილილს წარმოადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წელს შპს ფერლით-ჯორჯიასთან 2,521,314 ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებდა სამუშაოები სრულად დაესრულებინა 18 თვეში. შესაბამისად, 2018 წელს ხობის მაცხოვრებლებს უნდა შესძლებოდათ სპორტკომპლექსით სარგებლობა.

2018 წელს კომპანიას, ნაცვლად სრული სამუშაოებისა, მხოლოდ 840,887 ლარის ღირბულების სამუშაოები ჰქონდა შესრულებული, რაც სრული სამუშაოების მხოლოდ 33%-ია. ამავე წელს კომპანიასა და მუნიციპალურ განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და სამუშაებიც შეჩერდა.

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა, დარჩენილი სამუშაოების დასრულების უზრუნვესაყოფად მომდევნო ტენდერი მხოლოდ თითქმის 2 წლის შემდეგ, 2020 წელს გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტენდერის შედეგად 840,887 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე განხორციელებული იყო, ამჯერად ფონდმა პირველ ტენდერის საწყისი თანხა, 2,521,314 ლარი გაზარდა და 2,524,538 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომლის დისკვალიფიკაციაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო განხორციელდა, შესაბამისად ტენდერი არ შედგა.

მესამედ ტენდერი განვითარების ფონდმა 2021 წელს გამოაცხადა, ამჯერად ხელშეკრულების ღირებულება ისევ გაზარდა და 3,201,198 ლარით განსაზღვრა. ამ ეტაპზე (20.05.2021) ტენდერის სტატუსია “მიმდინარე”, შესაბამისად ჯერ არ მომხდარა სატენდერო წინადადებების მიღება, განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხის, 3,201,198 ლარის 82% გრანტს/კრედიტს წარმოადგენს, ხოლო თანხის 18% ბიუჯეტიდან გამოიყო.

კინოთეატრის შენობაში სპორტკომპლექსის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ ხობის მოსახლეობას აღარც კინოთეატრი აქვს და არც დაპირებული სპორტკომპლექსი.

წყარო:

ტენდერი 1 DEP160000052

ტენდერი 2 DEP200000032

ტენდერი 3 DEP210000015

ხობის მერიის პასუხი https://bit.ly/3u7nUvB

სამინისტროს განცხადება https://bit.ly/3u6Qa1w

 

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-06/195448456_2967023220239775_4236800956237110591_n.jpegივნისი 2021სამეგრელო-ზემო სვანეთი 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

მშენებლობის დაწყების მეხუთე წელს მოსახლეობას არც სპორტკომპლექსი აქვს და აღარც კინოთეატრი.

:lol::lol:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share