Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოიპარა შობა კორონავირუსმა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, ქრისტეს შობას დღეს, 25 დეკემბერს აღნიშნავს. მართლმადიდებლების ნაწილი მოგვიანებით, 7 იანვარს აღნიშნავს ამ დღესასწაულს. თუმცა მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, აღმსარებლობის, ან პოლიტიკური რწმენისები არიან, მსოფლიოს მასშტაბით ახლა ხალხს ერთი, მთავარი სადარდებელი აქვს - კორონავირუსის პანდემია.  მონსერატ პარელოს ქმარი 8 წლის წინ გარდაიცვალა და ქალი მარტო დარჩა. თუმცა, საშობაოდ მასთან შვილები და შვილიშვილები ჩამოდიოდნენ და საყოველთაო მხიარულება მონსერატსაც ეხმარებოდა მარტო ყოფნის სევდასთან გასამკლავებლად. წელს ქალს ეს ერთი შვებაც აღარ აქვს, 83 წლის მოხუცი ბარსელონაში, თავის სახლში მარტო შეხვდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მასთან ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ მივიდა. „პანდემიის დროს, ამ დღეებში მარტოობას და ბრაზს ვგრძნობ“, ამბობს პარელო. შობას, იმის მაგივრად, რომ მოქალაქეები ერთად ხვდებოდნენ და ზეიმობდნენ, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ქაოსისა და გაურკვევლობის გამო, ყველა საკუთარ სახლში, მარტოა შეკეტილი. სეზონზე, რომელიც ადრე ერთად ყოფნის და შეკრებების დროდ ითვლებოდა, უმეტესობა თვითიზოლაციაშია. მოსახლეობის ნაწილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებას, ავადმყოფობას გლოვობს; სამსახურების დაკარგვას დარდობს და ვირუსის ახალი შტამების პოტენციურ საფრთხეზე შიშობს. ლონდონში, მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდის; პერუელებს საშობაოდ მანქანებით გადადგილება აქვთ აკრძალული და უახლოეს დისტანციაზე მყოფ ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც ვერ ნახულობენ, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სანაპიროებზე გასვლა აკრძალეს.  საშობაოდ და საახალწლოდ შემოღებული აკრძალვები ქვეყნების მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავდება, თუმცა ერთი რამ ყველა ქვეყანას აერთიანებს - არსად არ დადგება ტრადიციული შობა-ახალი წელი.  სადღესასწაულო სეზონზე, სამოგზაურო აკრძალვები ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დაწესებულა. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები და ოფიციალური პირები გამუდმებით მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავიდან აირიდონ მოგზაურობა. ზოგიერთ შტატში, მგზავრობის შემდეგ, მოსახლეობას კარატინში გადასვლას, ან ტესტირების პასუხებს სთხოვენ.  მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსმა 1,7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  სადღესასწაულო სეზონზე, განსაკუთრებულად მძიმეა მდგომარეობა გაერთიანებულ სამეფოში. ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია იმედოვნებდა, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა შემსუბუქდებოდა. თუმცა, ინგლისში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენამ გარემოებები შეცვალა. რამდენიმედღიანმა სამოგზაურო აკრძალვებმა კი ინგლისი იზოლაციაში მოაქცია და ამან ქვეყანას ეკონომიკური ზარალიც დაუმატა.  ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ლიბანმა, სადაც ახლო აღმოსავლეთში, ყველაზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობს, გადაწყვიტა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს. საშობაოდ და საახალწლოდ, ქვეყანა ეცდება, რომ ეკონომიკა აამუშაოს, თუმცა მოსახლეობისთვის ეს შვება სულაც არაა.  „დღესასწაულების შემდეგ, ნამდვილი უბედურება მოხდება“, ამბობს 52 წლის დიალა ფარესი. „ხალხი ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. მთავრობას კი ეს არ ადარდებს“, ამბობს ის.  თუმცა, ყველა პრობლემისა და შიშის მიუხედავად, ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - სანტა, წელსაც ბევრთან მივა. ამერიკაში, ექიმმა ფაუჩიმ, ტელეკომპანია CNN-თან საუბრის დროს თქვა, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე იყო და თავად აცრა სანტა კლაუსი კორონავირუსზე.   

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   140 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 139 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(1)