Jump to content
×
×
  • Create New...

185 ქვეყნიდან 62 ბლოკავს ან ზღუდავს წვდომას სოციალურ ქსელებზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მთავრობები მოსახლეობას სოციალურ ქსელებზე წვდომას ან ნაწილობრივ, ან სრულად უზღუდავენ. 185 ქვეყანაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები კომპანია Surdshark-მა გამოაქვეყნა. მისი ავტორები ამბობენ, რომ ამ დროისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდულია 62 ქვეყანაში.  62 ქვეყნიდან სრულად სოციალურ ქსელებზე წვდომას მხოლოდ 3% ბლოკავს, ყველა ქვეყანა აზიის კონტინენტზეა. ყველა უცხოური სოციალური ქსელი იბლოკება ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთსა და ირანში. მათ შორის, ამ ქვეყნებში დაბლოკილია "ტვიტერი" და "ფეისბუქი" ჩინეთი პრიორიტეტს ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ ქსელებზე ანიჭებს. ერთ-ერთი ასეთი საკომუნიკაციო საშუალება სოციალური ქსელი "ვი-ჩეთია". ყატარში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სოციალურ ქსელებზე წვდომა სრულად შეზღუდული არ არის, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ დრომდე ძალაში რჩება.  მკვლევარები ამბობენ, რომ სოციალური ქსელების დაბლოკვა ან მათზე გარკვეული წვდომის შეზღუდვა ძირითადად არადემოკრატიულ ქვეყნებში ფიქსირდება.  არადემოკრატიული მთავრობების პირობებში, აფრიკისა და აზრიის ქვეყნების ნაწილი ბოლო 5 წლის განმავლობაში ხშირად ზღუდავენ წვდომას სხვადასხვა სოციალურ მედიაზე და საინფორმაციო სააგენტოზე. 2020 წელს შეზღუდვები სოციალურ ქსელებზე კუბამაც დააწესა. მიზეზი 30 ნოემბერს ჰავანაში საპროტესტო გამოსვლები გახდა. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის პირობებში, სოციალურ ქსელებზე წვდომა დროებით შეზღუდა აზერბაიჯანმაც. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share