Guest Georgia Posted 3 ივნისი, 2021 Posted 3 ივნისი, 2021 ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა. ილიე ოანას სტადიონზე საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს, რუმინელთაგან კი თავი ანდრეი ივანმა გამოიჩინა. საქართველომ რუმინეთის ნაკრები პირველად დაამარცხა. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ვილი სანიოლის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მომდევნო შეხვედრას ქართველები ნიდერლანდების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში, 6 ივნისს გამართავენ. გიორგი სანაძე Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა