Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ ზოგადად ეს საკითხი კლასებად დაყოფა, რომში ძალიან მარტივად იყო. პატრიციები (მაღალი კლასი) და პლებსი (ყველა დანარჩენი). ნუ რადგან პლებსი ბევრ ვინმეს აერთიანებდა ამას არეგულირებდნენ რომის მოქალაქეობით. ანუ ესენი უფრო სერიოზული პლებსი იყო ვიდრე დანარჩენი. ამ დანარჩენსაც რაღაც წინსვლის პერსპექტივის განცდა ჰქონდა.

ამაში სერიოზული სიძლიერე იყო რომის, ჯერ მარტო გვარებიც საკმარისია ამის დასტურად. შემდგომში თვით რომის იმპერიის ბოლო სტადიებზე ამან სულ სხვანაირი ფორმა მიიღო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ უფრო გართულდა კლასებად დაყოფა. ცალკე ვაჭრობის სერიოზულმა განვითარებამ, ცალკე ექსპანსიამ, ცალკე იმპერატორის ტიტულმა უკვე გააჩინა ნიშნები იმისა რომ ეს კლასები კიდევ უფრო გაყოფილიყო.

საბოლოო ჯამში, ყველას შეყრა პლებეურ კლასში უკვე აღარ მუშაობდა და ამიტომაც ჯერ სამხედროები და მერე ვაჭრები გამოეყვნენ პლებსს, მერე და მერე უკვე ხელოსნები და ა.შ. ყველა გამოყოფისას პლებსი პატარავდებოდა და პატარავდებოდა. + ამასთანავე სხვადასხვა ქვეყანაში სხვა სახელიც მოუფიქრეს პლებსის ამ დარჩენილ ნაწილს, მაგალითად working class მე-18 საუკუნის ინგლისში. და ასე აღმოჩნდა ერთ დროს ლუკულუსური :დ პლებეი ყველაზე დაბალი social class-ის წარმომადგენელი.

მეტ-ნაკლებად იგივე ხდებოდა პატრიციების კლასშიც თუმცა არა ამ მასშტაბით და სისწრაფით.  ძირითადად იმიტომ რომ შედარებით მცირერიცხოვანი იყო ვიდრე პლებსი. 

 

იმჰო.

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Eric said:

 

ქართულ არისტოკრატიაში ასეთი კანონი იყო

ანზაური უნდა ფლობდეს ციხეს და ეკლესიას, თუ დაკარგა რაიმე მიზეზებით სამი თაობა აქვს დრო, მერე სტატუსს კარგავდა.

უფლებრივი მომენტიცაა.

არისტოკრატს გაქვს კანონიერი უფლება გადასცე შენ შვილს შენი ქონება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. ანუ პრობითად დარბაზში თუ ლორდთა პალატაში ადგილიც იგულისხმება.

აი ცეკას მდივანს არ აქვს ეს უფლება. ანუ გამონაკლისები შეიძლება დადგეს, მაგრამ უფლებრიობა არაა დამტკიცებული.

 

პლებსს რაც შეეხება, ყმა-გლეხი არაა პლებსი. პლებსი ხმას აძლევს, ყმა გლეხს ხმის მიცემას არავინ ეკითხება. არც ომშI წასვლას არ ეკითხება პრინციპში თუ მას ეს არ ევალება.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Posted (შესწორებული)
16 საათის წინ, Seth said:

საბოლოო ჯამში, ყველას შეყრა პლებეურ კლასში უკვე აღარ მუშაობდა და ამიტომაც ჯერ სამხედროები და მერე ვაჭრები გამოეყვნენ პლებსს, მერე და მერე უკვე ხელოსნები და ა.შ. ყველა გამოყოფისას პლებსი პატარავდებოდა და პატარავდებოდა. + ამასთანავე სხვადასხვა ქვეყანაში სხვა სახელიც მოუფიქრეს პლებსის ამ დარჩენილ ნაწილს, მაგალითად working class მე-18 საუკუნის ინგლისში. და ასე აღმოჩნდა ერთ დროს ლუკულუსური :დ პლებეი ყველაზე დაბალი social class-ის წარმომადგენელი.

მეტ-ნაკლებად იგივე ხდებოდა პატრიციების კლასშიც თუმცა არა ამ მასშტაბით და სისწრაფით.  ძირითადად იმიტომ რომ შედარებით მცირერიცხოვანი იყო ვიდრე პლებსი. 

ეს რა შუაშია იმასთან რომ

 

პლებეების არჩეულ ტრიბუნს შეეძლო ვეტო დაედო არისტოკრატების ნებისმიერ კანონზე? )

 

როგორ წარმოგიდგენიათ ჰერცოგის გადაწყვეტილების შეჩერება სოფლის მჭედლების არჩეული ტრიბუნის მიერ შუა საუკუნეებში? ))

 

ან დავუშვათ, რაღა შუა საუკუნეები და საქართველოს ცკ -ს მდივნის გადაწყვეტილების შეჩერება გლდანის თერძთა ამხანაგობის მიერ?

ნონსენს.

 

ასევე წარმოიდგინეთ საქართველოს ცკ -ს მდივანი ანთავისუფლებს თიანეთის რაიკომის მდივანს (თიანეთი იყო თუ როგორც იყო) და რა?

არც არაფერი განთავისუფლებულია და ვსე ესეიგი ნახ )))

ეხლა წარმოიდგინეთ არაგვის ერისთავის განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან :lolz:

ამისთვის მინიმუმ სამხედრო ექპედიცია იყო საჭირო და შედეგი საკმაოდ სათუო

 

ამასთან თუ თიანეთის რაიკომის მდივანი იყო ნამგალაური მისი შემცვლელი შეიძლება ყოფილიყო ტოლი წოწკოლაური ტოლი ჭყონია

ხოლო არაგვის ერისთავის შემცვლელი ისევ მისივე კლანიდან უნდა ყოფილიყო.

 

ამიტომ იყო რომ ურჩ ფეოდალს დაიჭერდნენ გაუშვებდნენ დაიჭერდნენ გაუშვებდნენ და ისტორიკოსები რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში გაიზარდნენ ვერ ხვდებიან

-ბიჯო დაიჭირე? დასაჯე რაღა რატო უშვებ ისევ? :lolz: ჩეკისტურად აზროვნება

იმიტომ უშვებდნენ ისევ რომ მის ადგილზე აუცილებლად ისევ იმ გვარის კაცი იკავებდა იმ არისტოკრატიული სახლიდან და სხვა არავინ.

 

ხოლო არისტოკრატიული სახლის სრული მოშლისთვის საჭირო  იყო სერიოზული სამხედრო ოპერაცია და გვარის სრული გენოციდი და არა მარტო მთავარი გვარის არამედ მისი ვასალი გვარებისაც რაც მთელი საფეოდოს გენოციდი იყო და რაზეც ჯერ ერთი არცერთი სხვა ფეოდალი არ წავიდოდა და მარტო მეფეს ეს არ შეეძლო.

ერთი ასეთი ვინც გვახსოვს ეს იყო ლიპარიტ ბაღვაში, და ამისთვის დავით IV იყო საჭირო, ხოლო ორბელიანების გვარი მაინც არ და ვერ მოიშალა ამის მიუხედავად. ბოლომდე უმაღლეს კლასში დარჩა

 

ხოლო თიანეთის რაიკომის მდივანს მოხსნი და ვსე ორ კვირაში აღარავის ახსოვს

და თუ სადმე ქათმების ფერმის გამგედ გაუშვებდნენ მადლობა უნდა ეთქვა, ვსე, კანეც!

Edited by Eric
Share on other sites

არისტოკრატია რომში იყო გვარებით და ეს გვარები ითვლებოდა რომულის მიერ დაარსებული პირველი სენატიდან.

არისტოკრატებში ვერ შევიდოდა სხვა ვერავინ.

ყველა დანარჩენი რომის მოქალაქე იყო პლებსი მაგრამ პლებსი ვეტოს ადებდა არისტოკრატების მიღებულ კანონებს.

 

შემდეგში გამდიდრებული პლებსის ზედა ფენა და გავლენა შენარჩენებული არისტოკრატების ფენა გაერთიანდა ერთ ზედა ფენაში - ნობილის.

ნობილიტეტი.

 

აქედან გამომდინარე თუ ვიღაცას თბილისში ცკ ს მდივნობის გამო ჰგონია რომ არისტოკრატია ეს სასაცილო და სევდიანი შეცდომაა )))

აქედან გამომდინარე რადგან საკუთარი თავი ჰგონიათ არისტოკრატები დანარჩენებს მასწავლებლებს ინჟინრებს და ა.შ უწოდებენ პლებსს რაც ასევე სევდიანი შეცდომაა )))

Share on other sites

  • ფორუმელი

კარგი პატივცემულო. ისევ იგივეს ამბობთ და მეც იგივე უნდა გავიმეორო 15-ჯერ.

 

შევთანხმდეთ რომ ვერ ვთანხმდებით.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

შევთანხმდეთ რომ ვერ ვთანხმდებით.

შევთანხმდეთ სენიორ.

 

ჩემი აზრით აქედან გამომდინარეობს გურჯული სოციუმის ერთერთი მძიმე ბაგი, გნებავთ კოლონიური დამღა.

ჩვენ ვმართავთ მარა არ ვფლობთ!

ესაა კოლონია.

კოლონიაში არ შეიძლება არსებობდეს არანაირი გარანტია წარმოების საშუალებაზე კერძო საკუთრების დაცვის.

ყველაფერი წარმავალია და დროებითი, დღეს პეტრესია ხვალ გუგუშასი იქნება ან ვანიშას მისცემენ.

და თუ გვგონია ეს მხოლოდ ჩვენი დებილი მმართველების ბრალია  ვცდებით, ასეთია მეტროპოლიის უზენაესი ნება ))

 

რადგან, რომ გადავხედოთ ჩვენი პარლამენტარების მთავრობების და მოკლედ მმართველების ბიოგრაფიებს მათი დიდი ნაწილი , საკმაო ნაწილი მაინც და მნიშვნელოვანი , მათ შორის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებში მართვაში არიან დაახლოებით 50 წელია სხვადასხვა თაობაში. )))

ნუ პრესაში არასოდეს იდება ვინ იყვნენ ამა თუ იმ პოლიტ პერსონის მშობლები მარა 10 დასახელებულიდან 7 - 8 მართვაშია გასული საუკუნის 70 იანი წლებიდან, ნახევარი საუკუნე საკმარისი დროა ძალაუფლების სტუქტურების შესაქმნელად მარა არა და ვერა))

ვერა.

გვაქვს მხოლოდ მართვა.

ძალაუფლება სხვა რამეა და მართვა სხვა რამ.

ძალაუფლება ვისაც აქვს ის მართავს კიდეც, ისე რომ საერთოდ არც ჩანს.

ხოლო მართვა ვისაც აქვს ის აპრიორი არ ფლობს ძალაუფლებას.

ამის მიზეზი ორია

1) ტოტალური გაუნათლებლობა ( სორბონისტების და ოქსბრიჯ მინი კურსების მსმენელების მიუხედავად უამბიციო რეგვენი მმართვის იქით ვერ მიდიან)

2) მეტროპოლიის ნება. ( კოლონია არის სხვა არაფერი თუ არა კოლონია ) )

 

ბნ სტაფილოც კი, რეალურად მხოლოდ მართავს. ფლობით ისიც არ ფლობს, ნებისმიერ მომენტში ჩამოართმევენ მართვას და სხვას გადასცემენ ტელეფონის მხოლოდ ერთი ზარით.

ამ დროს როცა საქართველოს გადაფორმება რუსეთს ნახევარი საუკუნე დაჭირდა

თემურ ლენგმა ვერ შესძლო

შაჰ აბასმა ვერ შესძლო

იმიტომ რომ მაშინ ვინც იყვნენ ფლობდნენ და მართავდნენ.

 

 

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, Eric said:

 

ხოლო თიანეთის რაიკომის მდივანს მოხსნი და ვსე ორ კვირაში აღარავის ახსოვს

და თუ სადმე ქათმების ფერმის გამგედ გაუშვებდნენ მადლობა უნდა ეთქვა, ვსე, კანეც!

ეგ რასაც ზოგიერტი მოესწრო.

აი რასაც ვერ მოესწრო ანუ 20-50იან წლებში პირდაპირი რეისით მიდიოდნენ დახვრეტის პოლიგონ "კომუნარკაზე" და ნომერს თუ მოუძებნიდნენ დასასაფლავებლად ეგ კიდე დიდი რამე იყო. ძირითადად თხრილში აგდებდნენ.

6 საათის წინ, Eric said:

აქედან გამომდინარე თუ ვიღაცას თბილისში ცკ ს მდივნობის გამო ჰგონია რომ არისტოკრატია ეს სასაცილო და სევდიანი შეცდომაა )))

აქედან გამომდინარე რადგან საკუთარი თავი ჰგონიათ არისტოკრატები დანარჩენებს მასწავლებლებს ინჟინრებს და ა.შ უწოდებენ პლებსს რაც ასევე სევდიანი შეცდომაა )))

ეგ საერთოდ ტრაგედიაა.

რა არისტოკრატია 80% გურჯეთის ელიტის მამრობითი ხაზი ბოლო 30 წელია წამლის ორ ტალღას გადაყვა.

ბიძაშვილი და ამიდაშვილი არ ახსოვთ რაის არისტოკრატები :D

 

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share