ფორუმელი Seth Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 ჩემი მოგონებები შევარდნაძეზე, მიშაზე და ვარდების რევოლუციაზე - Гамцемлидзе Давид / Davit Gamcemlidze (experti.ge) ეჰ ზურიკო, ზურიკო შენ მოგეცა ამათი ცოდვა :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 ნამდვილი მიზეზი გაინტერესებთ, რატომ მოხდა ვარდების რევოლუცია? იხ. ქვემოთ. ასევე სიცრუეში გვაცხოვრებდნენ კმარასთან დაკავშირებით :დ - თურმე სპეცპროექტი კი არ ყოფილა რიგით მეორე, პირველი ოპლოტი იყო, არამედ იხ. ქვემოთ :დ საწყალი ბაბუ ამათ ხელში :დ არსებობს ერთი ნიშანი, ერთი საერთო მნიშვნელი, რომელიც, ამ სხვაობათა მიუხედავად, ურყევად და განუყოფლად აკავშირებს ერთმანეთთან ყველა პოსტსაბჭოურ რევოლუციას – განურჩევლად იმისა, წარმატებულს (უკრაინა, საქართველო, ყირგიზეთი) თუ წარუმატებელს (აზერბაიჯანი): ყველა ეს რევოლუცია უპირველესად სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების სფეროში მწიფდებოდა. მარქსისტულ-ლენინური დოგმების მიუხედავად, რევოლუცია – უმთავრესად საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ატმოსფეროს პროდუქტია. გავიხსენოთ, ამ თვალსაზრისით რა საკვანძო სლოგანები ჟღერდა საქართველოში შევარდნაძის საწინააღმდეგო რევოლუციის მომწიფებისას: «მოყირჭება», «ყავლის გასვლა», «დაჭაობება», «უძრაობა», «დროის მოჭმა», «უიმედობა» და «კმარა» - როგორც მათი აზრობრივი და არსობრივი კვინტესენცია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 47 minutes წინ, Chigurh said: ცოტა ცენტრთან ახლოს მყოფ რეგიონებში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა თბილისთან არ დარდება)) ხოდა მაგაშია საქმე. კაპიტალის ცენტრებთან ვინცაა ახლოს, მეტი გასაქანი აქვს. ინფრასტრუქტურულადაც უფრო ადვილია დაკავშირება მეტნაკლებად აისახება. აი, ზემოთ ნახსენებ წყალტუბოსაც შეეტყო, როცა ქუთაისში იყო პარლამენტი, უმეტესობა მანდ რჩებოდა სანატორიუმებში და ბევრმა დაიწყო განახლება, ინტერესი გაჩნდა მოკლედ. როცა კაპიტალს არ აქვს იტნერესი, არ შედის. მანდ უკვე სახელმწიფომ უნდა იმუშაოს სტიმულირებაზე, მარა ზოგადად რო ბანძი ქვეყანა ვართ, მაგაზე ხო არ ვდავობთ, უბრალოდ რაღაც ემირატის მზაკვრული გეგმის მსხვერპლობა ნამეტანია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 @Seth აფერისტია ჩვეულებრივი. ბეიკერი რო წერილს უგზავნის და ბაბუ რო გამცემლიძესთან წუწუნებს, წარმოვიდგინე. პოლიტიკურ სტრატეგიებზე რო ელაპარაკება, ვიღაც პრესცენტრის თანამშრომელს თან Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 1 minute წინ, Moor said: ბეიკერი რომელი ბეიკერი :დ თვით ჯორჯ უმცროსი :დ პირველივე ჩემი პოსტი ამ თემაში ამ სუბიექტს ეძღვნება :დ თავს ძალა დავატანე და ბოლომდე ვუსმინე, თქვენ იგივეს არ გირჩევთ - მარგალიტი ნომერი 1. - ივანოვი ისე ჩამოვიდა თბილისში რომ აბსოლუტურად არავინ არ იცოდა :დ თავისით ჩამოვიდა და პირდაპირ დაადგა მიტინგზე :დ მარგალიტი ნომერი 2. - ბაბუმ შესთავაზა ნინიჩკას პრეზიდენტობაზე მხარდაჭერა და ნინიჩკამ უარი თქვა იმიტომ რომ მას სრულფასოვანი პრეზიდენტობა უნდოდა და ძალაინ ძლიერი ძალები უჭერდნენ მხარს :დ გავაგრძელო? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 (შესწორებული) ყველაზე სამწუხარო მთელს ამ ამბავში ის კი არაა რომ ეს მსგავს სისულელეებს წერს. სამწუხარო ისაა რომ ეს შემთხვევით შემორჩენილი, ფსევდო ინტლექტუალ/ვითომინფორმირებული ტიპები ისეთი დამაჯერობლით და პოზით საუბრობენ რომ ახალგაზრდა თაობაში ეჭვებს აჩენენ. :დ skimmimg-ით გადავხედე მის რამდენიმე სტატიას, სხვაგანაც სასწაულები უწერია... იქით ის ნომენკლატურშიკის ოტპრისკი ნოდია ყავს ჩასმული ავტორიტეტულ ტიპად :დ ყველაფერს კი ლეიტმოტივად გასდევს, ზ. ჟვანია იყო გადამრჩენელი მაგრამ აბა ჰა... ობმოკიდებული ნარატივი, რომელშიც ეს ვითომ ინტელექტუალი ტიპები ჩარჩნენ და ვეღარ გამოდიან ვერაფრით... ფრიად სევდიანი სანახაობაა... Edited 13 ივლისი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 ეროვნული მოძრაობის ახალ თვისებრიობაში გადასვლა დაიწყო მაშინ, როდესაც ამ «მოძრაობის» ახალგაზრდულმა თაობამ სწორედ ეს «ქუჩურ-ძველბიჭური» ელემენტი შემოიტანა პროცესში. ამით «მოძრაობამ» საკუთარ ნიშას მიაგნო იმდროინდელ სოციალურ სტრუქურაში და შესაბამისი ფენის იდეოლოგიაც შეისისხლხორცა. გარდაქმნა ერთჯერადი აქტი არ ყოფილა - იგი თანდათანობით, ეტაპობრივად, მაგრამ პერმანენტულად მიმდინარეობდა ის, ვინც ციხეში არ ყოფილა, ალბათ მის განწყობასა და სულისკვეთებას ვერასდროს გაიგებს. ჯაბა ათწლეულობით ნატანჯი ადამიანი იყო - ციხე ხომ მართლაც საშინელი ტანჯვაა, განურჩევლად იმისა, რა სტატუსით იმყოფები კამერაში: ქურდის, მუჟიკის თუ ბ....ს. საშინელი ტკივილი ნელ ნელა შემოდის და სამუდამოდ მკვიდრდება ძვალ-რბილსა და სულში. ჯაბას შეურიგებლად სძულდა სახელმწიფო (როგორც ასეთი) - «მოძრაობამ», ინტელიგენციამ და, განსაკუთრებით, ზვიად გამსახურდიას უნიათო რეჟიმმა, მას შურისძიების საშუალება მისცა და ამ ნატვრის დარწყულების შანსს იგი, რასაკვირველია, ხელიდან არ გაუშვებდა. კონკრეტულად ზვიადთან დაპირისპირება და მის «დიქტატურასთან» ბრძოლა ჯაბა იოსელიანისათვის მხოლოდ საშუალება იყო ნეტარი შურისძიებისა - საძულველ სახელმწიფო მანქანაზე. ამ სახელწიფოს «კომუნისტურ» შინაარსს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჯაბა ზოგადად, სახელმწიფოს მოძულე იყო, ვინაიდან სახელმწიფო მანქანამ სტანჯა იგი. მორჩა დავხურე და საზეიმოდ პირობას ვდებ რომ აღარასოდეს გავხსნი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 13 ივლისი, 2021 Posted 13 ივლისი, 2021 1 საათის წინ, Seth said: საპირისპირო მაგალითი არის დანგრეული სიღნაღი - როგორც კი სახ-ფომ ხელი მოკიდა და მიხედა, ემირატიც დაიძრა იქით და წილი წაიღო. იგივე მოხდა ყვარელშიც. უფრო საინტერესო მაგალითი (ჰავტორის ჰაზრების გათვალისწინებით) არის ჯავახეთი - ფაქტიურად სომხეთი, გიჟმა 3 წელიწადში გახდა მაქსიმალურად ქართული, ემირატიც შევიდა და იქაური ელიტაც ემირატის საძმაკაცო გახდა. ეს კაი საქმეები აკეთა მაშინ, მაგრამ ერტი რამეც უნდა ითქვას პირველი პროექტი ხომ სიღნაღი იყო ?! - სიღნაღი იყო ტუპიკი, მანდაური მოსახლეობა , სანამ სიღნაღი გაკეთდებოდა , სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობდა, ტაქსაობა, ვაჭრობა , სახ.სრუქტურებში მუშაობა - ეს იყო მანდ ყველაზე დიდი პრასვეტი. უცებ მოვარდა გიჟი, დაიწყო და 1 წელიწადში ხალხმა ნახა რომ ფულის წყარო გაუჩნდათ, ქალაქი საერთოდ გადაასხვაფერეს, სასტმროები, რესტორნები, ბარები, ღვინის სარდაფები, სახელმწიფო რეკლამა და ტურისტით გაივსო იქაურობა, ხალხმა ფული იშოვნა და არც პატარა ფული, ნორმალური თანხა სრულიად ლეგალურად დაუგროვდათ საოჯახოებს , მოკლედ მთელმა ქალაქმა მოიგო და იხეირა ეხლა რატომ ვწერ ამას ? - 2007-ში თებერვალში დაიწყო და 2008-ში აპრილში გაიხსნა სიღნაღი როგორც ახალი პროექტი და მოაწყდა ტურისტი თუ შინაური და თუ გარეული, ხალხმაც საკაიფოდ იშოვა, - 2008-ში არჩევნებზე არ იკითხავთ მიშამ ამ ქალაქში რამდენი ხმა აიღო ??? 41% !!!!!!!! როცა ელოდებოდა 90%-95%-ს !!!!!!!!! --- კახელებისგან გამიგია ასეთი ანდაზა უმადურ კაცზე : - გინდა წინ მოუ..ვი გინდა უკან ერთიაო !!! და ეს ბიძთხუცესმა ძალიან კარგად იცის !!!!!!!!!!!!!! მაშინ ერთად ჭრიდნენ და კერავდნენ !!!!!!!!!!! კარგად იცის და იყენებს !!!!! თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts