Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
6 minutes წინ, ASIA said:

ასე თუ ისე, არის იმერეთშიც სოფლები, მეცხოველეობით და ყველის დამზადებით მშვენივრად არიან

ზუსტად ეს ვთქვი სენიორა წინა პოსტებში. 

6 minutes წინ, ASIA said:

ქართლელი ფერმერის უპირატესობაა რელიეფი, რომელიც სარწყავი სისტემის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და აქვთ კიდევაც სარწყავები. იმერეთში , განსაკუთრებით ზემო იმერეთში, რელიეფი არ იძლევა ამის საშუალებას. ახლა საშინელი სიცხეებია და ყანებში სიმინდი საცოდავადაა დახვეული. იმერლბს ყველაზე უიმედო მდგომარეობა გვაქვს.

ესეც მართალია. იმერეთში სხვა რამეა მოსაფიქრებელი. არ ვფიქრობ რომ მიმდინარე თემები რაცაა (რამდენიმეს გამოკლებით), სიცოცხლისუნარიანია. 

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

იმერეთში სხვა რამეა მოსაფიქრებელი.

მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა  - ამას ყველაფერს ისედაც აკეთებენ იმერლები, მაგრამ შედეგები არც თუ სახარბიელო. ზემო იმერეთის რაიონები  ბაღდადი და ხარაგაული  - საკურორტო ზონაა ფაქტიურად. არც მიწას აქვს ფასი იმერეთში, არც, არც, არც ! შესაბამისად იცლება იმერეთი - უბანში ახალგაზრდას ვეღარ ნახავთ - ყველა წავიდა ან მიდის. 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ASIA said:

ბაღდადი

ბაღდათი სენიორა :) ამდენი წლის მერე ჩემი ბეიზ ფოინთი იყო სანამ დასავლეთში ვიყავი. 

2 minutes წინ, ASIA said:

იცლება იმერეთი - უბანში ახალგაზრდას ვეღარ ნახავთ - ყველა წავიდა ან მიდის. 

სამწუხაროდ ასეა.

3 minutes წინ, ASIA said:

მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა  - ამას ყველაფერს ისედაც აკეთებენ იმერლები, მაგრამ შედეგები არც თუ სახარბიელო

მიდგომა არის შესაცვლელი და რაც ისე როგორც  ქართლში ნელ-ნელა დაიწყო თბილისიდან გადინება, ფულის და კონტაქტების, მაქეთაც არის საჭირო იგივე. მესმის შედარებით შორსაა და უფრო რთულია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. 

მანამდე სანამ ეს კატეგორია ხალხისა არ ჩამოვა მაქეთ, მანამდე სულ ასე იქნება. მეორეცაა რომ ეს კატეგორია არაა იმდენად დიდი რომ იმერეთსაც გაწვდეს ჯერჯერობით. რაჭაში დაიწყეს ასვლა, მაგრამ ეგ სპეციფიკურია იმერეთისგან განსხვავებით.

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

მანამდე სანამ ეს კატეგორია ხალხისა არ ჩამოვა მაქეთ, მანამდე სულ ასე იქნება.

ამიტომ თავად მდიდარმა იმერლებმა უნდა მოიფიქრონ რამე - ყველაზე მდიდარს ვგულიხმობ, შეუძლია ერთი გაპიარებით დაძრას საქმე და სხვებიც აიყოლიოს...

ნეტა ვინმე მისიანი კითხულობდეს ამ თემას - კარგი იქნებოდა.

ონლაინ, Seth said:

ბაღდათი სენიორა

სულ მეშლება:D

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ASIA said:

ყველაზე მდიდარს ვგულიხმობ,

პირიქით სენიორა. ეგ რაც უფრო ნაკლებად იქნება მით უკეთესი. 

ჯერ იდეაა საჭირო და მერე განმახორციელებელი ჩვეულებრივი გურჯი.

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

ჯერ იდეაა საჭირო

იდეაა საქმე, თუ არა ქართველები მართლა ზარმაცები კი არ არიან, ეგრევე აიტაცებენ - უშედეგო შრომამ დაჩაგრა იმერლები.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ASIA said:

იდეაა საქმე

იგივე ვაშლის თემას თუ ავიღებთ სენიორა - რამდენიმე ჩვეულებრივი გურჯი, იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, გ. ადაეყარა ვაშლის ბაღს რომელიც უბრალოდ ვიზუალურად მოეწონა. გადაუღეს სურათები და მერე ინტერნეტით დაუკავშირდნენ. ასე გაჩნდა რამდენიმე სახეობის გერმანული ნერგი ქართლში. წლიდან წლამდე იზრდება მათი რაოდენობა. რენტაბელურობა როგორც ზევით ვთქვი არის ძალიან მაღალი ქართულთან შედარებით.

პრინციპულად იგივე უნდა მოხდეს მაქეთაც, მაგალითად მეფუტკრეობა სულაც არაა ურიგო საქმე. უბრალოდ ვიღაცამ უნდა ევროპულად მოაწყოს ეგ საქმე = ჯერ უნდა გაარკვიოს როგორაა იქ, მერე მოძებნოს კონტაქტები, მერე ფული ჩადოს. ესაა და ეს.

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

მაგალითად მეფუტკრეობა სულაც არაა ურიგო საქმე.

ის რაც მეფუტკრეობას დამართეს გაყალბებული პრეპარატებით, იმას ქვია მტრობა.

მეფუტკრეობაც ყველგან ვერა - მაგალითად ზესტაფონი არ არის სახარბიელო ამ მხრივ ზოგიერთი სოფლის გარდა, სხვა რაიონები ზედგამოჭრილი. ამ რამდენიმე წლის წინ იყო რაღაც მცდელობები თითქოს, მაგრამ ძლიერი პატრონი არ გამოუჩნდა ამ სფეროს. ყალბი პრეპარატები მაინც მოაშორონ  . . . 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   207 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 207 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)