ფორუმელი Seth Posted 11 აგვისტო, 2022 Posted 11 აგვისტო, 2022 1 minute წინ, Eric said: თუ გავყევი პირველყოფილი აზარტია და მოვკლავ სენიორ, უბრალოდ არ დავყვები -------------------------------------------------- გავაგრძელოთ - ლეჩხუმი, როცა ჩამოვდივარ ხოლმე და ღვინო მინდა ჩემთვის ყოველთვის ერთ ადგილას მივიდვარ ხოლმე თუ დრო მაქვს. თან ვისვენებ და თან ღვინოს ვყიდულობ. ამჯერად ფრიად გაკვირვებული დავრჩი პროგრესით. საოჯახო მეურნეობა(ები) მოწყობილი აქვთ თითქმის ევროპულ დონეზე, ისევე როგორც საფრანგეთ/იტალიაში მინახავს. ამ შემთხვევაში უსახელაურზეა საუბარი და რასაც ასხავენ, ყველაფერს ყიდიან ევროპაში, საკმაოდ მაღალ საფასო სეგმენტში. იქვე ახლოსაა ყველის, სულგუნის, წარმოებებიც. საოჯახო მეურნეობები. 3 საათი იყო დაახლოებით და არცერთ მეურნეობას უკვე აღარ ჰქონდა ყველი. რაც კი გაკეთებული ჰქონდათ ყველაფერი წამოღებული იყო თბილისში. რაჭა, რამდენიმე ადგილასაა უკვე დაწყებული პატარა/საშუალო ზომის პროექტები (კახეთის სტილის). ვენახი, პატარა/საშუალო სასტუმრო და თანმდევი აგრობიზნესები. რაც მთავარია, დაფინანსების წყარო ისევ თბილისიდან წამოსული ფულია, ე.წ. საშუალო კლასიდან. ნუ კახეთი ისედაც გასაგებია და აღარ უნდა განხილვა. საერთო ჯამში, ჩემი შთაბეჭდილებით ამ კუთხით გარკვეული წინსვლა არის. ზოგან მეტი და ზოგან ნაკლები. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 11 აგვისტო, 2022 Author Posted 11 აგვისტო, 2022 13 minutes წინ, t-90 said: თქვენ ხაშურში თევზაობა უნდა ნახოთ სენიორ. მტკვრისთვის ერთი ატომური ბომბი არ უსვრიათ მგონი ყველგან ეგრეა. ამიტომ ვეღარ ვიტან ვეღარც თევზაობს ვეღარც ნადირობას. გაუდაბურებულია ადგილები Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 11 აგვისტო, 2022 Posted 11 აგვისტო, 2022 1 minute წინ, Eric said: @Seth მოკლედ უცბად რაც გავარკვიე სენიორ ყუთი ვაშლი იყიდება 4 ლარად მიახლოვებით , ესაა სადღაც 10 - 15 კგ მდე. აგროჰაბი რას იბარებს არვიცითო ეხლა ქოცარიას მეურნეობას თუ ავიღებთ სადაც თავისი თუ გრანტების ფულით მოაშენა სეტყვის საწინააღმდეგო სეტკით დახურა ადგილობრივები დაიქირავა მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ ე.წ "აგროჰაბებთან" რაღაც სხვა კონტაქტებიც აქვს სენიორ. ზოგადად ხილი უამრავია ხალხიც უამრავია მარა არაფერი არ იყიდება -ოოო იმიტომ რომ ჩინეთიდან შემოიტანეს N რაოდენობითო მაგალითად კარტოფილი და პომიდორი ეს ამბავი გადავამოწმე შხამქიმიკატების ბიზნესის ბრუნვასთან სენიორ და იქაც სერიოზულ რეგრესს მიუთითებენ. გასაგებია სენიორ. აგროჰაბი რასაც ყიდულობს ეს არის ა7 (თუ სწორად მახსოვს) ტიპის ვაშლი. ამას ეძახიან საუკეთესო ხარისხს. ამ ტიპის ვაშლი ქართული ნერგიდან მოდის ძალიან იშვიათად. საჭიროა რომ ჰქონდეს იტალიური/გერმანული ტიპის ნერგები მინიმუმ 4 წლის. ჩემი მანდ ყოფნის პერიოდში, პირადად ვესწრებოდი შეხვედრას სადაც აგროჰაბი ამ კონკრეტულ ვაშლში იხდიდა 4 ლარს კილოგრამში ადგილზე მიტანით (თვითონ ყიდდა 7 ლარად :დ ). ასევე თუ სწორად მახსოვს, თვითონ აგროჰაბი დღეში ყიდის დაახლოებით 3 ტონა ვაშლს :დ რაც შეეხება იმპორტს კონკრეტულად ვაშლთან დაკვაშირებით - დიახ ეს პერიოდი, დაახლოებით 3 თვე შემოდის დაბალი ხარისხის ვაშლი საზღვარგარეთიდან. ასე იქნება სანამ მოსავალი არ მოვა სექტემბერ/ოქტომბერში და ბაღებიდან არ დაიწყებენ ქართველები გაყიდვას (ეს ის კატეგორიაა რომელსაც სჭირდება სწრაფი ფული ქეშფლოუსთვის). კარტოფილი არ ვიცი სენიორ, პომიდორს რაც შეეხება - მისი წარმოება მთლიანად საქართველოში ვერ აკმაყოფილებს მთლიან მოთხოვნას, ამიტომაც იმპორტირდება. აქ კიდევ ქართველების მსყიდველუნარიანობის მომენტი მუშაობს იმპორტის სასარგებლოდ. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 11 აგვისტო, 2022 Author Posted 11 აგვისტო, 2022 10 minutes წინ, Seth said: ამ ტიპის ვაშლი ქართული ნერგიდან მოდის ძალიან იშვიათად. საჭიროა რომ ჰქონდეს იტალიური/გერმანული ტიპის ნერგები მინიმუმ 4 წლის. ამას ფინანსური ინექციები ჭირდება სენიორ. რასაც მოგეხსენებათ ვერ შეძლებს მეურნეობაში დაკავებული ხალხის > 95% -ზე. იმაში კი გეთანხმებით რომ ფინანსების და კავშირების მქონე ხალხი ბიზნესს აწყობს. კი ბატონო. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 11 აგვისტო, 2022 Posted 11 აგვისტო, 2022 21 minutes წინ, Eric said: ეხლა ქოცარიას მეურნეობას თუ ავიღებთ სადაც თავისი თუ გრანტების ფულით მოაშენა სეტყვის საწინააღმდეგო სეტკით დახურა ადგილობრივები დაიქირავა მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ ე.წ "აგროჰაბებთან" რაღაც სხვა კონტაქტებიც აქვს სენიორ. ქოცარია ვინ არის არ ვიცი სენიორ. რაც შეეხება მეურნეობებს, მე არ ვგულისხმობ დიდ 15+ ჰექტარის და ა.შ. მეურნეობებს. საუბარი მქონდა 3+ ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობებზე. რაც შეეხება კონტაქტებს, ეს დიახ მართლაც მნიშვნელოვანია და როგორც ვხვდები გარდა ფულისა ესეც არის თბილისიდან ჩასულების კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივებთან შედარებით. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ მეურნეობას (3 ჰექტარი) აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ სუპერმარკეტის ქსელთან, რომელმაც მთლიანად აითვისა მისი პროდუქტი. ბოლო მიწოდება ჰქონდა ივნისში და საშუალო ფასი კილოგრამ ვაშლზე გამოუვიდა 3.6 ლარი კილოგრამზე. შემდეგი კონკურენტული უპირატესობა ასევე მდგომარეობს გრანტებთან ხელმისაწვდომობაში. მაცივრების უმრავლესობა ასე აქვთ ამ ტიპის მეურნეობებს აშენებული. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 11 აგვისტო, 2022 Posted 11 აგვისტო, 2022 4 minutes წინ, Eric said: ამას ფინანსური ინექციები ჭირდება სენიორ. რა თქმა უნდა სენიორ. იტალიური/გერმანული ნერგი ჯდება დაახლოებით 4 ევრო, სამაგიეროდ მოსავალს გაძლევს მე-2 წელსვე. მაშინ როდესაც სტანდარტულ ქართულ ნერგს უნდა ელოდო მინიმუმ 4 წელი. დიდი განსხვავებაა ხარისხშიც. + ძალიან დიდი განსხვავებაა ე.წ. ოპექსშიც, გაცილებით ძვირი ჯდება ქართული ჯიშის ხეებიდან მოკრეფა ვიდრე იტალიურ/გერმანულისგან. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 11 აგვისტო, 2022 Author Posted 11 აგვისტო, 2022 3 minutes წინ, Seth said: ქოცარია ვინ არის არ ვიცი სენიორ. დღევანდელი მნიშვნელობით ვიგულისხმე ვისაც ფინანსებთან და კონტაქტებთან ხელი მიუწვდება სენიორ 5 minutes წინ, Seth said: რაც შეეხება მეურნეობებს, მე არ ვგულისხმობ დიდ 15+ ჰექტარის და ა.შ. მეურნეობებს. საუბარი მქონდა 3+ ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობებზე. რაც შეეხება კონტაქტებს, ეს დიახ მართლაც მნიშვნელოვანია და როგორც ვხვდები გარდა ფულისა ესეც არის თბილისიდან ჩასულების კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივებთან შედარებით. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ მეურნეობას (3 ჰექტარი) აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ სუპერმარკეტის ქსელთან, რომელმაც მთლიანად აითვისა მისი პროდუქტი. ბოლო მიწოდება ჰქონდა ივნისში და საშუალო ფასი კილოგრამ ვაშლზე გამოუვიდა 3.6 ლარი კილოგრამზე. შემდეგი კონკურენტული უპირატესობა ასევე მდგომარეობს გრანტებთან ხელმისაწვდომობაში. მაცივრების უმრავლესობა ასე აქვთ ამ ტიპის მეურნეობებს აშენებული. +++ Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 11 აგვისტო, 2022 Author Posted 11 აგვისტო, 2022 3 minutes წინ, Seth said: იტალიური/გერმანული ნერგი ჯდება დაახლოებით 4 ევრო, სამაგიეროდ მოსავალს გაძლევს მე-2 წელსვე. მაშინ როდესაც სტანდარტულ ქართულ ნერგს უნდა ელოდო მინიმუმ 4 წელი. დიდი განსხვავებაა ხარისხშიც. + ძალიან დიდი განსხვავებაა ე.წ. ოპექსშიც, გაცილებით ძვირი ჯდება ქართული ჯიშის ხეებიდან მოკრეფა ვიდრე იტალიურ/გერმანულისგან. ჩემი პირადი არაპროსეიონალური აზრით სენიორ ე.წ ქართული ბევრად გემრიელია, ხოლო იტალიურ გერმანულ ამერიკულ ჯიშებს აქვთ ვიდი ), ფიზიკურად იზრდებიან მოცულობით დიდები მაგრამ ახლოსაც ვერ მოდიან ქართულთან გემოებით. სხვა მახასიათებლები არ ვიცი. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts