Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

Posted (შესწორებული)

არანაირი კლდეზე შეჯახება აქ არ ჩანს, უკანა ხრახნი უბრალოდ სძვრება

თან მეორე კადრში შორიდან რომაა იქ კარგად ჩანს რომ კლდიდან მოშორებითაა.

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Eric said:

არანაირი კლდეზე შეჯახება აქ არ ჩანს, უკანა ხრახნი უბრალოდ სძვრება

აქ უკვე დაზიანებულია ერიკ

12 საათის წინ, Eric said:

თან მეორე კადრში შორიდან რომაა იქ კარგად ჩანს რომ კლდიდან მოშორებითაა.

მეც ვუყურე იმას მაგრამ ვერ ვნახე დაეჯახა თუ არა

Share on other sites

21 minutes წინ, Instance said:

აქ უკვე დაზიანებულია ერიკ

არაა დაზიანებული.

ქარის გამო მართვა აქვს დაკარგული მარა ხრახნი რომ სძვრება მერე უკვე ვარდება.

Share on other sites

22 minutes წინ, Instance said:

მეც ვუყურე იმას მაგრამ ვერ ვნახე დაეჯახა თუ არა

ხრახნის მოძრობა რომ ჩანს, აი მანამდე რომ დაჯახებოდა მაშინ ჩამოვარდებოდა.

არადა მართვა აქვს დაკარგული და პილოტი ცდილობს მართვა დაიბრუნოს ალბათ ქარის გამო და მაგ დროს უაბშე ხრახნი სძვრება

Share on other sites

  • ფორუმელი

დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა (შემდგომ წაშალა), რომელშიც ღიად გაცხადებული, დაუფარავი იმპერიული ხედვაა განვითარებული. იგი წერს, რომ როგორც კი კიევისა და მცირე რუსეთის (სამხრეთ უკრაინა) დაკავება მოხდება საბჭოთა კავშირის აღდგენის პროექტი დაიწყება. როდესაც საქართველოს ანექსია რუსეთმა 1801 წელს განახორციელა საქართველო საერთოდ არ არსებობდა და ახლაც რაც დარჩენილია ისიც უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაშიო. მედვედევი აგრძელებს და ამბობს საქართველოს ნაცვლად იყო პატარა მიწები, რომლებიც ცალცალკე გუბერნიებად აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერიაში და ახლაც ცალკე აფხაზეთი, ცალკე სამხრეთ ოსეთი და ცალკე საქართველო შევლენ რუსეთის ფედერაციაშიო. 

მედვედევი უფრო შორს მიდის და წერს - რუსეთი იმ მდგომარეობას და დიდებას დაიბრუნებს, რომელშიც ათასი წლის წი  ჰქონდაო. 

იგი ყაზახეთსაც ემუქრება და ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს სლავური მოსახლეობის გენოციდს ყაზახეთში და რომ სტოლიპინის (იმპერიული რუსეთის პრემიერი 1911 წლამდე) პერიოდის ეთნო შემადგენლობა (ანუ რუსიფიკაცია) დაბრუნდებაო. 

ესაა გაცხადებული გეგმა და მუქარა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. მეტიც, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს საბჭოთა კავშირის პროექტის დაანონსებაა - ცდება. სინამდვილეში კრემლი მედვედევის ხელით იმპერიულ პროექტს  რუსიფიკაციას და სახელმწიფოების რუსეთის შემადგენლობაში ისეთ ათქვეფას გულისხმობს, სადაც ნაციონალური იდენტობა მხოლოდ რუსული იქნება. სწორედ ამიტომ იყო ნახსენები სტოლიპინი, რომელიც რუსიფიკაციის აქტიური მომხრე იყო და სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი მედვედევმა დაშლილ და დაქუცმაცებულ საქართველოს. ესაა დეკლარირებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამ დროს თბილისში ვიღაცები სიმხდალეშერეული ტონით კანკალებენ - აბა ომი გინდათო?! 

და ბოლოს, არავინ დაივიწყოს ის ფაქტი, რომ კრემლის იმპერიული აზროვნება მეცხრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი, რაც სიტუაციას კი არ ამსუბუქებს, არამედ ბევრად საშიშს ხდის.

 

FB_IMG_1659432137074.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Deutschland said:

მედვედევი უფრო შორს მიდის და წერს - რუსეთი იმ მდგომარეობას და დიდებას დაიბრუნებს, რომელშიც ათასი წლის წი  ჰქონდაო. 

 

კი,  მაგას დაიბრუნებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
53 minutes წინ, Deutschland said:

მცირე რუსეთის (სამხრეთ უკრაინა)

ეს ვინ თარგმნა ასე?

სამხრეთ უკრაინა რუსების ხედვით არის ნოვოროსია (ანუ ხალხი სადაც არ ცხოვრობდა და დაარსდა ქალაქები ეკატერინეს პერიოდში), მალოროსია სწორეთ რომ ჩრდილოეთ უკრაინაა რომელიც შედიოდა რუსეთის იმპერიაში.

ანუ ეგ მალოროსიას იდეა არის რომ რუსი ერი შედგება სამი ნაწილისგან:

1) ველიკოროსები - რუსები

2) მალოროსები - უკრაინელები

3) ბელორუსები

 

აი ფოტოზეა უკრაინის რუკა თუ როგორ აღიქვამს მას მედვედევი

1726878_original.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს საქართველოში გამოიკვეთა ლელთ ღუნიას ნათქვამი - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“; 30 წლის თავზე, ქვეყანამ სუვერენიტეტის დემონსტრირება შეძლო, საქართველოს ბედი საქართველოში წყდება | განაცხადა დათო მაღრაძემ

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share