Jimmy Posted 18 ივლისი, 2022 Author Posted 18 ივლისი, 2022 ესე ვერთობოდით, და კიდევ სამძიმრებზე დავდიოდით რადგან ბევრი ხალხი იხოცებოდა დღე რომ შეხვდებოდი და ბიჭო ჭკუით იყავით გეტყოდა დასტოინად და დუბბლიონკის ქვეშ აკმ -ს გაისწორებდა გათენდებოდა გამოხვიდოდი და გაიგებდი რო ჩაცხრილეს, უმეტესობა ისე არავინ იცოდა ვინ ჩაცხრილა და ისეთი მომენტებიც იყო აი ლიმონკა გახსნა და ვეღარ გაუკეთა უკან ჩეკა და ბაჰ, აფეთქდა. ერთი მახსოვს კარგად , ერთი კი არა ორნი იყვნენ გადაბმული ტრუსიკის მეგობრები, ერთი მაღალი და დასტოინი იყო მეორე პატარა და ვერცხლისწყალივით, რამდენჯერმე დაგვეხმარნენ ახვარ იარაღაინ ხალხთან ურთიერთობაში, კაი ტიპები იყვნენ მარა ჯერ ერთი გაქრა და რამდენიმე დღის მერე იპოვნეს ქალაქგარეთ რომელიღაც წყლის სარწყავ ტრუბაში გაჩხერილი ფეხები მავთულით ჰქონდა დაბმული და როგორც ჩანს მანქანაზე გამობმული ათრიეს , ჯინსის ჯიბეში ტაინნი ჯიბე ჰქონდა სადაც პატარა პისტოლეტს ატარებდა ხოლმე და მკვდარს ისევ იქ ედო ის პისტოლეტი, მაგით კი მივხვდით რომ ახლობლის გაკეთებული არ იყო დალშე ვერაფერს მივხვდით მარა მაგრამ მახსოვს იმის გასვენებაზე იმდენი ისროლეს ჰაერში დაახლოებით ერთი ასეული ჯარისკაცი ვერ გაისროდა ორ საათიან ინტენსიურ შეტაკებაში კონვენციურ ომში მეორე ძალიან დანაღვლიაებული დადიოდა მისი მეგობარი მარა დიდხანს ვერ იარა, სადღაც ერთი თუ ორი თვის სემდეგ კარებზე დაუკაკუნა მეგობარმა შუა ღამით და შიგ გულში ესროლა. ესეც ვერავინ ვერაფერი გაიგო რატო და იმიტო რო ის მეგობარიც აღარავის უნახავს იმის მერე ... ესეთი ამბები იყო ღამე ბნელი იყო და საზარელი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 18 ივლისი, 2022 Posted 18 ივლისი, 2022 9 minutes წინ, Eric said: დღე რომ შეხვდებოდი და ბიჭო ჭკუით იყავით გეტყოდა დასტოინად და დუბბლიონკის ქვეშ აკმ -ს გაისწორებდა გათენდებოდა გამოხვიდოდი და გაიგებდი რო ჩაცხრილეს, უმეტესობა ისე არავინ იცოდა ვინ ჩაცხრილა და ისეთი მომენტებიც იყო ნუ აქედან თუ რამდენიმეს არ ჩავთვლით (მაგალითად შალვა ბერიძეს რომელიც ავარიაში მოყვა და აჩიკო ამაღლობელს რომელიც აფხაზეთში დაიღუპა) ზოგი ლამის ჩემ თვალწინ ჩაცხრილეს, უფრო სწორედ შენობის ერთ მხარეს მე ვთამაშობდი წითელ ბაღში და მეორე მხარეს ეგენი ჩაცხრილეს. ზოგი ისე ჩაცხრილეს. არადა სულ პროფესორების და ინჟინრების შვილები. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 18 ივლისი, 2022 Posted 18 ივლისი, 2022 📍 "ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს 🗣️ "ფრაქცია "ქართული ოცნება" იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს" | ამბობს "ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 18 ივლისი, 2022 Author Posted 18 ივლისი, 2022 (შესწორებული) ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში მოულოდენლად გაქრა მოსაწევი, და იმავე დროს შემოვიდა აურაცხელი ე.წ წამალი ე.წ "შავი" იმიტო რო მოსაწევი ძალიან ბევრი იყო, არანაირი პრობლემა ხარისხი რაოდენობა და უცბად ბაც და გაქრა, ერთიანად. სამაგიეროდ წამალი რამდენი გინდა სულო და გულო და ყველა პატიოსან ავტამატჩიკის დილა წამლით იწყებოდა ცხელი ყავასავით ვენა ბენა კი არა პირდაპირ შარვალში იკეთებდნენ უკვე და პანტაპუნტით იხოცებოდნენ იმის გარდა რასაც ერთამენთს ხოცავდნენ ბევრი დაიხოცა კიდევ უფრო ბევრი განკაცდა და გაარაკაცდა ავტამატიანებიც ავტამატიანების ძმებიც ) ისე კაი ბიჭებიც ქურდებიც , ქურდების ძმებიც და მთლად დალაგებული პატიოსანი ხალხიც და ყველანაირი მასტის ხალხი მოკლედ )) Edited 18 ივლისი, 2022 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 18 ივლისი, 2022 Posted 18 ივლისი, 2022 იმჰო, ავტ(ა)მატით და პისტ(ა)ლეტით ხელში ვინც მოკვდა ძალიან დიდი უმრავლესობა იმსახურებდა. განსაკუთრებით თბილისში. რეგიონებშიც, მაგრამ ჩემი დაკვირვებით %-ბა იყო რეგიონებში სხვა. მაგალითად ზევით რომ საფლავის ქვა დევს. მანდ ყველას ვიცნობდი, ზოგს პირადად და ძალიან ახლოს და ზოგს ამათგან “ჩერეზ”. ვერავინ მეტყვის დედამიწის ზურგზე რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ იმსახურებდა ძალადობრივ სიკვდილს. იგივე ვერაზე/მთაწმინდაზე. შეუძლებელია რამის აშენება სანამ ესენი და ამდაგვარები ცხენზე ზიან სენიორებო. უბრალოდ შეუძლებელი. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 18 ივლისი, 2022 Author Posted 18 ივლისი, 2022 (შესწორებული) 4 minutes წინ, Seth said: მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმსახურებდა ძალადობრივ სიკვდილს. ეს კიდევ სხვა ტემაა სენიორ უბრალოდ როგორ იყო იმას ვყვებოდი ) Edited 18 ივლისი, 2022 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 18 ივლისი, 2022 Posted 18 ივლისი, 2022 არ იყო შემთხვევითი რომ ამ ტიპების უმრავლესობა “სვეტსკი” ოჯახებიდან მოდიოდა. რატომ? იმიტომ რომ ეს სვეტსკი ოჯახები იყვნენ კორუმპირებული კონფორმიზმის მებაირახტრეები კომუნისტების დროს. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ესენი იყვნენ თან ფრონდიორები და თან კომუნისტური ბენეფიტების მიმღებები. რა უნდა გამოსულიყო აქედან ნორმალური? არც გამოვიდა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 18 ივლისი, 2022 Posted 18 ივლისი, 2022 2 minutes წინ, Eric said: უბრალოდ როგორ იყო იმას ვყვებოდი დიახ. ასე იყო. უამრავი ასეთი ისტორიის მოყოლა შეგვიძლია სენიორ. ჩემი უახლოესი 3 მეგობარი შეეწირა მაგ ამბავს მაშინ. 2 შემთხვევას პირადად ვესწრებოდი. მიუხედავად იმისა რომ ჩემი უახლოესი ადამიანები იყვნენ, გადაფასების შემდეგ უეჭველია ის რომ დიახ, ეს ლოგიკური და “სწორი” იყო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts