Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Instance said:

მგონი მსგავსი თეორია გვაქვს.

:დ

1 minute წინ, Instance said:

მოტივაცია ასეთი ქმედების?

ნასინგ პერსონალ ჯასთ ბიზნეს - გურჯული არომატით.

Share on other sites

  • ფორუმელი

კობა ლიკლიკაძის შეკითხვაზე, თუ ვინ არიან ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ აქ არ არის საუბარი მოწოდებაზე, რომ ომი დაიწყო. "აქ არის საუბარი, რომ შენ არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რამაც შეიძლება მიგიყვანოს ომამდე. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გამომდინარე იმ სიღრმეებიდან, როგორი სიღრმეებიდან უყურებ ქართულ საფრთხეებს და საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, შენ შეიძლება მოგიწიოს თუნდაც ასეთი რჩევის მიცემა ქვეყნისადმი, რომელმაც შეიძლება საფრთხე გაზარდოს ქვეყნისთვის და არა შეამციროს. ამაზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც იმაზე, რომ ვიღაც დგას და ჩვენ გვეუბნება, წადი შენ, აუცილებლად ომში ჩაებიო. მაგრამ შეიძლება რაღაც ნაბიჯებმა მიგიყვანოს იქამდე", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი, რომელთან ინტერვიუ სრული სახით მალე გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების საიტზე.

დაცხა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, Moor said:

დაცხა

დააკვირდით სენიორ, აქ ევროპელ პოლიტიკოსებზე ეკითხებიან. გაჩეჩილი და ის ტროიკა სოფლელებზე ლაპარაკობენ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ეჭვი მაქვს იგივეს იტყოდა, მარა ლიკლიკაძეს იაღლიში მოუვიდა, რო არ ჩაეკითხა

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი

ბატონი მიხეილი ახალ განცხადებას ავრცელებს, სენიორეს.

"ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემს მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია. კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.

ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა „ფე ეს ბე-ს მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ.

დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს", - წერს ყაველაშვილი.

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, ASIA said:

საინტერესოა, რას გვიკეთებს დღეს?

 

საზ. აზრის მომზადება მიმდინარეობს დამკვრელური ტემპებით.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
ონლაინ, Seth said:

საზ. აზრის მომზადება მიმდინარეობს დამკვრელური ტემპებით.

აბა არსად მიგვიღეს და  . . .  საზღვარი ევროპასთანო, მოლდოვა მაგარიაო, უკრაინაში კორუფცია არახამიამ "ამოძირკვაო, ხოდა..... თქვენსკენ კიდო ბოჯო მანიაკებს ნიშნავდა თურმე ....

 

 

მიგვდენეს რუსეთთან მგონი, თან აქეთ გვამუნათებენ  - "ჩვენ კი მიგდენეთ, მარააა რატომ მიედენეთო"!

 

]ააა კიდო

 

https://www.ambebi.ge/article/279418-eklesiis-gareshe-sakartveloshi-veravin-verapers-gaa/

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share