Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ ვიხდით საბაჟო გადასახადს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Amazon-ზე, eBay-ზე ან რომელიმე უცხოურ სავაჭრო პლატფორმაზე $100-ად ღირებული ჩანთა მოგეწონათ? ნუ იჩქარებთ. ჩანთის ღირებულებისა და ტრანსპორტირების ფასის გარდა, თქვენ დამატებითი ღირებულების გადასახადითაც დაიბეგრებით. მიზეზი კი განბაჟების ზღვარია, რომელიც ონლაინვაჭრობაზეა დაწესებული. ამ გზით შეძენილი 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შემოტანის შემთხვევაში, 18%-იანი გადასახადი მოქმედებს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთიდან ხშირად იწერენ პროდუქციას. ვითარება ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად რთულდება, სახელმწიფო კი 300-ლარიანი ზღვრის გადახედვას არ ჩქარობს.

სამოქალაქო და საინიციატივო ჯგუფები კი ფიქრობენ, რომ ზღვრის თუნდაც 600 ლარამდე აწევა მნიშვნელოვნად წაახალისებს ონლაინკომერციაში ჩართულ მოქალაქეებს და მათი მხრიდან მცირე ბიზნესის წამოწყების ინიციატივებს. 

განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა. კანონის თანახმად, ონლაინვაჭრობით შეძენილი ნივთის/ნივთების ღირებულებაზე 18%-იანი გადასახადი დაწესდა. განსაბაჟებელი პროდუქციის განბაჟება შესაძლებელია ამანათების გადამზიდი კომპანიის ოფისში. პროცედურა ასეთია: ოპერატორი ბეჭდავს დეკლარაციის ფორმა 4-ს, მომხმარებელი გაიტანს ამანათს და 30 დღის განმავლობაში გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს.

კანონის მიღების პერიოდში 1 დოლარი 1.66 ლარი ღირდა და განბაჟების გარეშე $180-ის ღირებულების პროდუქციის შეძენა იყო შესაძლებელი. დღეს ეს თანხა განახევრებულია.

ტელეწამყვანი სანდრო რაჩკოვსკი 15 წელია ონლაინშოპინგითაა გატაცებული. ძირითადად, Amazon-იდან იწერს ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა თუ სპორტულ ინვენტარს. წლების განმავლობაში ლარის გაუფასურებამ ამ გატაცებაზე უარი ვერ ათქმევინა. ძირითადი დისკომფორტი სანდროსთვის მაინც განბაჟების 300-ლარიანი ზღვარია.

„იმის გამო, რომ, მაგალითად, $40 ადრე 100 ლარი იყო და ახლა 150 ლარია, ნივთის შეძენაზე უარი არ მითქვამს. მთავარია, იმ 300-ლარიან ღირებულებაში ვეტეოდე“, – ამბობს სანდრო Business Feed-თან.

ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ დაწესებული ზღვარი აუცილებლად უნდა გადაიხედოს, გაიზარდოს ან თუნდაც დოლარის კურსზე „მიებას“. 

„დოლარზეც რომ იყოს მიბმული და $150-იც რომ იყოს, ესეც შეღავათია. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ გამოწერის დროს ნივთი 300 ლარზე ნაკლები ღირდა, მაგრამ როდესაც ამანათი ჩამოვიდა, კურსის ცვლილებების გამო, ამ თანხას აჭარბებდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დოლარში კარგი იქნებოდა დაფიქსირება, მერე აღარ გიწევს მკითხაობა ახლა რა ღირს და მერე რა იქნება ფასი. ამ შემთხვევაში, ან ზღვრის აწევის შემთხვევაში, ბევრად უფრო თავისუფლად ვიშოპინგებდი“, – განმარტავს სანდრო რაჩკოვსკი.

300-ლარიანი ზღვრის აწევის მოთხოვნით მთავრობას სხვადასხვა დროს არაერთმა ორგანიზაციამ თუ საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. შეგროვდა ხელმოწერებიც, თუმცა, უშედეგოდ. მთავრობა მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას ადგილობრივ პროდუქციასა და მცირე ბიზნესს.

The post რატომ ვიხდით საბაჟო გადასახადს appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   157 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 157 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(3)